ID ბარათის ცოდნის ბაზა
Spaces
Browse
Pages
Blog
Labels
Space Operations
Quick Search
Help
Online Help
Keyboard Shortcuts
Feed Builder
What’s new
Available Gadgets
Log In
ID ბარათის მომხმარებლებისათვის
ID ბარათის მომხმარებლისათვის
Copy Page
You are not logged in. Any changes you make will be marked as
anonymous
. You may want to
Log In
if you already have an account. You can also
Sign Up
for a new account.
This page is being edited by

image-effects
image-attributes
search
attachments
weblink
advanced
Paragraph
Paragraph
Heading 1
Heading 2
Heading 3
Heading 4
Heading 5
Heading 6
Preformatted
Quote
Bold
Italic
Underline
Colour picker
More colours
Formatting
Strikethrough
Subscript
Superscript
Monospace
Clear Formatting
Bullet list
Numbered list
Task list
Outdent
Indent
Align left
Align center
Align right
Link
Table
Insert
Insert Content
Image
Link
Attachment
Symbol
Emoticon
Wiki Markup
Horizontal rule
Task List
Insert Macro
User Mention
Info
JIRA Issue
Status
Gallery
Table of Contents
Other Macros
Page Layout
No Layout
Two column (simple)
Two column (simple, left sidebar)
Two column (simple, right sidebar)
Three column (simple)
Two column
Two column (left sidebar)
Two column (right sidebar)
Three column
Three column (left and right sidebars)
Undo
Redo
Find/Replace
Keyboard Shortcuts Help
Hide the toolbars
Launch editor full screen

ID ბარათის გაცემის პროცესში მომხმარებელს ორი კონვერტი გადაეცემა. ერთ მათგანში საკუთრივ ID ბარათია მოთავსებული. მეორეში კი სპეციალური, დალუქული კონვერტი დევს. ამ შიდა კონვერტს თქვენი სახელი და გვარი, პირადი ნომერი და პირადობის მოწმობის ნომერი აწერია. მას 3 მხრიდან ისრებით აქვს მითითებული გასახსნელი ზონა.

რა საჭიროა PIN კოდები?

როგორც უკვე მოგეხსენებათ, თქვენი ID ბარათი არ არის მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. მას გააჩნია ელექტრონული ფუნქციები, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესია ორი:

თქვენი იდენტიფიკაცია ონლაინ სივრცეში (მაგალითად, მოქალაქის პორტალზე https://my.gov.ge ანდა რომელიმე ბანკის ინტერნეტ–ბანკში)

ნების გამოხატვა ელექტრონულად, ციფრული ხელმოწერის მეშვეობით. ელექტრონულ დოკუმენტზე განხორციელებულ ციფრულ ხელმოწერას გააჩნია იგივე ძალა, რაც თქვენს პირად ხელმოწერას ქაღალდის საბუთზე

ID ბარათი, როგორც ნებისმიერი ნივთი, შეიძლება ვიღაცამ მოიპაროს. ანდა შეიძლება უბრალოდ დაკარგოთ ქუჩაში ან ავტობუსში და ვინმემ იპოვოს ის. იმისათვის რომ ბოროტგანმზრახველმა არ შესძლოს მისი გამოყენება ელექტრონული სახით და თქვენი ინფორმაციის ნახვა ანდა თქვენს ნაცვლად ციფრული ხელმოწერა, ID ბარათთან ერთად ჩვენ გაწვდით PIN კოდებს, რომლების გამოყენებაც დაგჭირდებათ როგორც იდენტიფიკაციის, ისე ციფრული ხელმოწერის დროს.

რატომ გადმომეცემა PIN კოდები დალუქულ კონვერტში?

სანამ ID ბარათი თქვენს ხელში მოხვდებოდეს, ის დიდ გზას გადის. ბარათი მზადდება სპეციალურ, მკაცრად კონტროლირებად სივრცეში – საბეჭდ ცენტრში. საბეჭდი ცენტრიდან გამოსული ბარათი ტრანსპორტირდება ოფისში სადაც თქვენ ბარათის მიღება გადაწყვიტეთ. ბოლოს კი გადმოგეცემათ თქვენ. თუკი ჩვენ გადმოგცემდით PIN კოდებს ღია სახით, გამოვიდოდა რომ ყველა ეტაპზე ჩვენს რომელიღაც თანამშრომელს საშუალება ექნებოდა ენახა თქვენი PIN კოდები. მაშასადამე თქვენი უსაფრთხოება დამოკიდებული გახდებოდა ყველა ამ პიროვნების კეთილსინდისიერებაზე,

დალუქულ კონვერტს ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება გააჩნია – შეუძლებელია მასში მოთავსებული ინფორმაციის წაკითხვა კონვერტის დაზიანების გარეშე. კონვერტი PIN კოდებით იბეჭდება ავტომატურად სპეციალური, მრავალგზის გადამოწმებული აპარატურის მიერ ასევე სპეციალურ, დაცულ და მკაცრად კონტროლირებად სივრცეში და იქვე ილუქება ადამიანის ჩარევის გარეშე. შემდეგ უკვე ადამიანების მიერ იგზავნება თქვენამდე. ერთადერთი, რაც თქვენ უნდა გააკეთოთ, არის ის რომ დარწმუნდეთ კონვერტის მთლიანობაში.

კონვერტის მთლიანობაში დარწმუნდით მაშინვე, როდესაც ის გადმოგეცემათ და ნუ გადადებთ ამ პროცედურას სამერმისოდ. თუკი ხედავთ რომ კონვერტი დაზიანებულია, დაუყოვნებლივ გამოხატეთ თქვენი პრეტენზია

როდესაც დარწმუნდებით რომ თქვენი კონვერტის მთლიანობა დარღვეული არ არის, შეგიძლიათ თამამად გახსნათ ის. PIN კოდების კონვერტი უნდა გახიოთ ისრებით მითითებულ ზოლებში (იხ. სურათი).

როგორ სჯობს კონვერტის შენახვა?

გაითვალისწინეთ რომ კონვერტი შეიცავს საიდუმლო ინფორმაციას, რომელიც უნდა იცოდეთ მხოლოდ თქვენ და არავინ სხვამ. კონვერტის ფიზიკური უსაფრთხოება გახსნის შემდეგაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ეცადეთ არ შეინახოთ PIN კოდების კონვერტი სხვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას. თუ ეს არ გამოგდით, ის მაინც სცადეთ რომ არ შეინახოთ თქვენი ID ბარათი და კონვერტი ერთად. მაგალითად, ბარათი მუდმივად ატარეთ საფულით, კონვერტი კი შეინახეთ სახლში

თქვენ ასევე შეგიძლიათ, გადაწეროთ კონვერტის მნიშვნელოვანი შიგთავსი (ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ) მობილურ ტელეფონში. თანამედროვე მობილური ტელეფონების უმრავლესობას გააჩნია სპეციალური, პაროლით დაცული საცავი. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ კონვერტი გაანადგუროთ. ოღონდ გაითვალისწინეთ რომ კონვერტის გასანადგურებლად მისი ნაგავში გადაგდება საკმარისი არ არის. სჯობს გადაგდებამდე წვრილ ნაკუწებად დახიოთ ხელით ან სპეციალური მანქანის საშუალებით, რომელიც უკვე ბევრ ოფისში გვხვდება.შეგიძლიათ კონვერტი დაწვათ და დაფშვნილი ნამწვი გადაყაროთ ნაგავში.

რა წერია PIN კოდების კონვერტში?

PIN კოდების კონვერტში, როგორც სახელიდან ჩანს, წერია თქვენი ბარათის PIN კოდები. მათი რაოდენობა სამია:

PIN1 - პიროვნების ავთენტიფიკაციის კოდი. გამოიყენება ონლაინ სივრცეში პიროვნების იდენტიფიკაციისათვის

PIN2 - ციფრული ხელმოწერის PIN კოდის აქტივაციის კოდი

PUK - განბლოკვის კოდი

კონვერტი ასევე შეიცავს მოკლე ინსტრუქციას თითოეული კოდის შესახებ. კოდების შეცვლა, ციფრული ხელმოწერის PIN კოდის გააქტიურება, განბლოკვა, დავიწყებული PIN1 კოდის აღდგენა შესაძლებელია Georgian ID Card - პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალური პროგრამით, რომლის ინსტრუქციაც ასევე ხელმისაწვდომია ამავე გვერდზე

რა უნდა გავაკეთო, თუკი PIN კოდის კონვერტი დავკარგე?

იმ შემთხვევაში, თუკი PIN კოდების კონვერტი დაკარგეთ, მის ხელახლა ასაღებად უნდა მიაკითხოთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს, იუსტიციის სახლებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს.

თუკი კონვერტის ადგილსამყოფელი არ იცით, თქვენ მოგიწევთ უფრო მეტად გაუფრთხილდეთ თქვენს ID ბარათს რათა ორივე ერთად (ბარათიც და კონვერტიც) ავისმზრახველის ხელში არ აღმოჩნდეს, მუდმივად აკონტროლოთ თქვენი ბარათის ადგილსამყოფელი და მისი დაკარგვისთანავე განაცხადოთ ცხელ ხაზზე, რომლის ნომერიც ასევე თქვენს კონვერტზეა მითითებული (ცხელი ხაზის ნომერია (+995) 32 240 10 10).

თუკი ID ბარათი და კონვერტი ავისმზრახველის ხელში აღმოჩნდა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს რომ თქვენ დაკარგავთ ყველაფერს, თქვენი სახელით ციფრულ ხელმოწერას და საბანკო გადარიცხვებს განახორციელებენ და ა.შ. მთავარია იმოქმედოთ სწრაფად და არ დააყოვნოთ, დაუყოვნებლივ განაცხადეთ ბარათის დაკარგვის შესახებ. ის მყისიერად, ცენტრალიზებულად შევა დაბლოკილთა სიაში და ყველა ოპერაცია რომელიც განხორციელდება ამის შემდეგ, ავტომატურად დაკარგავს ძალას

გამოდის რომ ID ბარათი ზედმეტად სარისკო ნივთია...

ვიღაცას ნამდვილად შეიძლება გაუჩნდეს იმის შიში რომ ID ბარათის ან PIN კოდის კონვერტის დაკარგვისას ის შეიძლება საფრთხეში აღმოჩნდეს. შიში რასაკვირველია ბოლომდე უსაფუძვლო არ არის მაგრამ დავფიქრდეთ, განა ჩვენს გარშემო უამრავი სახიფათო ნივთი არაა?

მაგალითად ავიღოთ თქვენი სახლის გასაღები:

განა მას კარის წინ, ხალიჩის ქვეშ ტოვებთ? რა თქმა უნდა არა, რადგანაც ქურდს შეუძლია იპოვოს ის და თქვენი სახლი გაძარცვოს.

როდესაც სახლის გასაღებს კარგავთ, განა არ ცვლით კარის კლიტეს? რასაკვირველია ცვლით – განა თქვენ დარწმუნებული ხართ რომ გასაღები კი არ დაკარგეთ, არამედ ავტობუსში ჯიბიდან ამოგაცალეს და უკანაც გამოგყვნენ რომ თქვენი სახლის მისამართი გაეგოთ

შეხედეთ თქვენს ID ბარათს როგორც თქვენი ინტერნეტ–სახლის გასაღებს და გაუფრთხილდით მას ზუსტად ისევე, როგორც სახლის გასაღებს უფრთხილდებით. სულ ესაა რაც მოგეთხოვებათ.

Attachments
Labels
Location
Edit
Preview
Save
Cancel
Next hint