...
2. ავთენტიფიკაციის PIN კოდის განბლოკვა
ავთენტიფიკაციის PIN კოდის 3-ჯერ არასწორად აკრეფვის შემთხვევაში ავთენტიფიკაციის PIN კოდი დაიბლოკება.
შტამპის შუალედური პროგრამის IDplug Manager-ის საშუალებით შესაძლებელია შტამპის ბარათის დაბლოკილი ავთენტიფიკაციის PIN კოდის განბლოკვა. ამ პროცედურისთვის დაგჭირდებათ შტამპის ბარათის ავთენტიფიკაციის PUK კოდი, რომელიც შტამპის ბარათთან ერთად კონვერტით გადმოგეცათ.
ავთენტიფიკაციის PIN კოდის განბლოკვის მიზნით შტამპის ბარათი განათავსეთ ბარათის წამკითხველ მოწყობილობაში და გაუშვით შტამპის შუალედური პროგრამა IDplug Manager-ი.
- გააქტიურეთ ჩანართი პაროლის განბლოკვა (1).
- აირჩიეთ UserPIN (2)
- ველში: [PUK]შეიყვანეთ შტამპის ბარათის ავთენტიფიკაციის კოდი PUK (3).
- შემდეგ ველში [ახალი User PIN] ჩაწერეთ ავთენტიფიკაციის ახალი კოდი - ახალი User PIN (4)
- მომდევნო ველში [დადასტურება ახალი User PIN]გაიმეორეთ ახალიკოდიUserPIN(5)
- ცვლილების განხორციელების მიზნით დააჭირეთ ღილაკს [განბლოკვა] (6).
გამოვა შეტყობინება განბლოკვის წარმატებით დასრულების შესახებ. დასასრულებლად დააჭირეთ ღილაკს [OK] (7)
3. ავთენტიფიკაციის PIN კოდის შეცვლა
შტამპის შუალედური პროგრამის IDplug Manager-ის საშუალებით შესაძლებელია შტამპის ბარათის ავთენტიფიკაციის PIN კოდისშეცვლა.
ამისათვის შტამპის ბარათი განათავსეთ ბარათის წამკითხველ მოწყობილობაში და გაუშვით შტამპის შუალედური პროგრამა IDplug Manager-ი.
- გააქტიურეთ ჩანართი პაროლის შეცვლა (1)
- აირჩიეთ User PIN (2)
- ველში: [არსებული User PIN]შეიყვანეთ ავთენტიფიკაციის არსებული User PIN(3)
- შემდეგ ველში: [ახალი User PIN] ჩაწერეთ ახალი User PIN (4)
- მომდევნო ველში: [დადასტურებაახალი User PIN] განმეორებით ჩაწერეთ ახალიUser PIN(5)
- ცვლილების განხორციელების მიზნით დააჭირეთ ღილაკს [შეცვლა] (6)
გამოვა შეტყობინება ცვლილების წარმატებით დასრულების შესახებ. დასასრულებლად დააჭირეთ ღილაკს [OK] (7)
4. ხელმოწერის PIN კოდის განბლოკვა
ხელმოწერის PIN კოდის 3-ჯერ არასწორად აკრეფვის შემთხვევაში ხელმოწერის PIN კოდი დაიბლოკება.
შტამპის შუალედური პროგრამის IDplug Manager-ის საშუალებით შესაძლებელია შტამპის ბარათის დაბლოკილი ხელმოწერის PIN კოდის განბლოკვა. ამ პროცედურისთვის დაგჭირდებათ შტამპის ბარათის ხელმოწერის PUK კოდი, რომელიც შტამპის ბარათთან ერთად კონვერტით გადმოგეცათ.
ხელმოწერის PIN კოდის განბლოკვის მიზნით შტამპის ბარათი განათავსეთ ბარათის წამკითხველ მოწყობილობაში და გაუშვით შტამპის შუალედური პროგრამა IDplug Manager-ი.
- გააქტიურეთ ჩანართი პაროლის განბლოკვა (1).
- აირჩიეთ SignaturePIN (2)
- ველში: [Signsture PUK]შეიყვანეთ შტამპის ბარათის ხელმოწერის კოდი PUK (3).
- შემდეგ ველში [ახალიSignsture PIN] ჩაწერეთ ხელმოწერის - ახალი Signature PIN (4)
- მომდევნო ველში [დადასტურება ახალიSignsture PIN]გაიმეორეთ ახალი Signature PIN (5)
- ცვლილების განხორციელების მიზნით დააჭირეთ ღილაკს [განბლოკვა] (6).
გამოვა შეტყობინება ცვლილების წარმატებით დასრულების შესახებ. დასასრულებლად დააჭირეთ ღილაკს [OK] (7)
5. ხელმოწერის PIN კოდის შეცვლა
შტამპის შუალედური პროგრამის IDplug Manager-ის საშუალებით შესაძლებელია შტამპის ბარათის ხელმოწერის PIN კოდისშეცვლა.
ამისათვის შტამპის ბარათი განათავსეთ ბარათის წამკითხველ მოწყობილობაში და გაუშვით შტამპის შუალედური პროგრამა IDplug Manager-ი.
- გააქტიურეთ ჩანართი პაროლის შეცვლა (1)
- აირჩიეთ Signature PIN (2)
- ველში: [არსებული Signature PIN]შეიყვანეთ ავთენტიფიკაციის არსებული Signature PIN(3)
- შემდეგ ველში: [ახალი Signature PIN] ჩაწერეთ ახალი User PIN (4)
- მომდევნო ველში: [დადასტურებაახალი Signature PIN] განმეორებით ჩაწერეთ ახალიSignature PIN(5)
- ცვლილების განხორციელების მიზნით დააჭირეთ ღილაკს [შეცვლა] (6)
გამოვა შეტყობინება ცვლილების წარმატებით დასრულების შესახებ. დასასრულებლად დააჭირეთ ღილაკს [OK] (7)
6. ბარათზე კოდის წაშლა
...