...
- ის წარმოადგენს მეხსიერების საცავს, რომელშიც ინფორმაცია ინახება 16–ბაიტიანი ბლოკების სახით
- ბლოკები ერთიანდებიან სექტორებში. MIFARE Classic 1k–ში თითოეული სექტორი 4 ბლოკს შეიცავს. სულ ბარათზე 16 სექტორია
- სექტორის პირველი 3 ბლოკი, რომლის რიგობრივი ნომრებია 0, 1 და 2 მომხმარებლის განკარგულებაშია. გამონალისია გამონაკლისია 0–ოვანი სექტორი, რომლის 0–ოვანი ბლოკი გამოიყენება სისტემური ინფორმაციისათვის
- ბლოკი ნომერი 3 შეიცავს წვდომის გასაღებებს და წვდომის ბიტებს (Access Bits)
- თითოეულ სექტორს გააჩნია 2 გასაღები, A და B
- წვდომის ბიტების საშუალებით თითოეული გასაღებისათვის შესაძლებელია განისაზღვროს ოპერაციათა ჩამონათვალი, რომელიც დაშვებულია ამ გასაღებით იდენტიფიცირებისას
- თითოეული ბლოკი შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც ჩვეულებრივი ინფორმაციის შესანახად, ისე "მნიშვნელობის" ტიპის ველებისთვის.
- ბლოკზე შესაძლებელია ჩაწერისა და წაკითხვის ოპერაციები
- "მნიშვნელობის" ტიპის ველზე დაშვებულია ინკრიმენტის (მნიშვნელობის გაზრდის) და დეკრიმენტის (მნიშვნელობის შემცირების) ოპერაციები
...