...
ID ბარათის დამზადების პროცესში ბარათზე იქმნება გასაღებების ორი წყვილი. მათ ეწოდებათ ავთენტიფიკაციის და ციფრული ხელმოწერის გასაღებების წყვილები.პირველი წყვილი (ღია და დახურული) საჭიროა რომ მომხმარებელმა შესძლოს იდენტიფიკაცია ონლაინ სისტემებში. მაგალითად ვებ-საიტებზე რომელიც იყენებს ID ბარათით იდენტიფიკაციის ცენტრალიზებული სისტემას. ხოლო მეორე წყვილი გამოიყენება დოკუმენტზე ციფრული ხელმოწერის შექმნისას. მაგალითად, ციფრული ხელმოწერის პორტალის საშუალებით Georgian ID Card - პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალური პროგრამის საშუალებით.
როგორც ერთი, ისე მეორე გასაღების გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს შესაბამისი PIN კოდის აკრეფა. იდენტიფიკაციის PIN კოდი პირდაპირ მოცემულია დალუქულ კონვერტში, რომელიც გადმოგეცემათ ID ბარათთან ერთად. გაითვალისწინეთ, რომ ციფრული ხელმოწერის PIN კოდის გააქტიურებისათვის უნდა გამოიყენოთ eID Card Toolგამოიყენოთ Georgian ID Card - პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალური პროგრამა.
Info | ||
---|---|---|
| ||
როგორც ავთენტიფიკაციის, ისე ციფრული ხელმოწერის დახურული გასაღებები იქმნება და ინახება ID ბარათზე და არასოდეს ტოვებს მას. ეს, პირველ რიგში, მომხმარებლის უსაფრთხოებას ემსახურება. |
ავთენტიფიკაციისა და ციფრული ხელმოწერის ღია გასაღებებზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გასცემს სერტიფიკატებს. ისინი ასევე ჩაწერილია ID ბარათზე და დათვალირებისთვის ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ eID Card Tool Georgian ID Card - პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალური პროგრამა. თითოეული სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 2.5 წელი.
სერტიფიკატების იერარქია
სერტიფიკატების
...
იერარქია
...
შემდეგია
GEO Root CA
/ \
GEO Authentication CA GEO Authentication CA GEO Signing CA
/ \
ავთენტიფიკაციის სერტიფიკატი ავთენტიფიკაციის სერტიფიკატი ხელმოწერის სერტიფიკატი
ანუ ხელმოწერის სერტიფიკატს გასცემს სპეციალური გამცემი, GEO Signing CA ხოლო ავთენტიფიკაციისას, შესაბამისად, GEO Authentication CA. თავად გამცემი ორგანოების სერტიფიკატს გასცემს GEO Root CA რომელიც წარმოადგენს ძირითად გამცემ ორგანოს. GEO Root CA-ს სერტიფიკატი გაცემულია თავად GEO Root CA-ს მიერ.
...
სერტიფიკატის გამცემი ორგანოს დასახელება სერტიფიკატში არის GEO Root CA. მისი შესაბამისი დახურული გასაღები უსაფრთხო წესით ინახება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფრასტრუქტურაში.
ძირითადი გამცემი ორგანოს სერტიფიკატის მახასიათებლები
სუბიექტი | C = GE O = Ministry of Justice of Georgia OU = Civil Registry Agency CN = GEO Root CA |
SHA1 ანაბეჭდი | 63 5a 04 c5 e3 7d 88 90 4e af b2 42 78 cd ab cb b9 05 7a ee |
მოქმედების ვადა | 01 ივლისი, 2032 18:02:27 |
გასაღების სიგრძე | 4096 ბიტი |
...
როგორც პროგრამებში ინსტალაციის მიზნით, ისე უბრალოდ დასათვალიერებლად სერტიფიკატის გადმოწერა შეგიძლიათ აქედან:
GEORootCA.crt
ზოგადი დანიშნულების ღია გასაღების ინფრასტრუქტურა
Warning |
---|
ინსტალაციის წინ აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება რომ სერტიფიკატის SHA1 ანაბეჭდი ზუსტად ემთხვეოდეს წინა პარაგრაფში მითითებულ მნიშვნელობას. ლათინური ასოების რეგისტრს (მთავრული/ნუსხური) მნიშვნელობა არ აქვს. |
...