Versions Compared

Key

  • This line was added.
  • This line was removed.
  • Formatting was changed.

რა საჭიროა PIN კოდები?

...

კონვერტი ასევე შეიცავს მოკლე ინსტრუქციას თითოეული კოდის შესახებ. კოდების შეცვლა, ციფრული ხელმოწერის PIN კოდის გააქტიურება, განბლოკვა, დავიწყებული PIN1 კოდის აღდგენა შესაძლებელია პროგრამით eID Card ToolGeorgian ID Card - პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალური პროგრამით, რომლის ინსტრუქციაც ასევე ხელმისაწვდომია ამავე გვერდზე

რა უნდა გავაკეთო, თუკი PIN კოდის კონვერტი დავკარგე?

სამწუხაროდ, არჩევანი არც ისე ბევრია. თუკი თქვენ გააქტიურებული არ გაქვთ ციფრული ხელმოწერის კოდი, მოგიწევთ წინასწარ  შეეგუოთ იმ აზრს რომ თქვენი ID ბარათით ციფრულ ხელმოწერას ვეღარასოდეს გააკეთებთ – ამისათვის მოგიწევთ ახალი ბარათის აღება. ჩვენ არ გვაქვს არანაირი საშუალება იმისათვის რომ ახალი კონვერტი მოგცეთ. ამ საშუალებაზე ისევ თქვენივე უსაფრთხოების მიზნით ითქვა უარი.

უფრო მეტიც, იმ შემთხვევაში, თუკი PIN კოდების კონვერტი დაკარგეთ, მის ხელახლა ასაღებად უნდა მიაკითხოთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს, იუსტიციის სახლებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს.

თუკი კონვერტის ადგილსამყოფელი არ იცით, თქვენ მოგიწევთ უფრო მეტად გაუფრთხილდეთ თქვენს ID ბარათს რათა ორივე ერთად (ბარათიც და კონვერტიც) ავისმზრახველის ხელში არ აღმოჩნდეს, მუდმივად აკონტროლოთ თქვენი ბარათის ადგილსამყოფელი და მისი დაკარგვისთანავე განაცხადოთ ცხელ ხაზზე, რომლის ნომერიც ასევე თქვენს კონვერტზეა მითითებული (ცხელი ხაზის ნომერია (+995) 32 240 10 10).

Info
titleროგორ ავირიდოთ რისკი?

თუკი ID ბარათი და კონვერტი ავისმზრახველის ხელში აღმოჩნდა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს რომ თქვენ დაკარგავთ ყველაფერს, თქვენი სახელით ციფრულ ხელმოწერას და საბანკო გადარიცხვებს განახორციელებენ და ა.შ. მთავარია იმოქმედოთ სწრაფად და არ დააყოვნოთ, დაუყოვნებლივ განაცხადეთ ბარათის დაკარგვის შესახებ. ის მყისიერად, ცენტრალიზებულად შევა დაბლოკილთა სიაში და ყველა ოპერაცია რომელიც განხორციელდება ამის შემდეგ, ავტომატურად დაკარგავს ძალას


გამოდის რომ ID ბარათი ზედმეტად სარისკო ნივთია...

ვიღაცას ნამდვილად შეიძლება გაუჩნდეს იმის შიში რომ ID ბარათის ან PIN კოდის კონვერტის დაკარგვისას ის შეიძლება საფრთხეში აღმოჩნდეს. შიში რასაკვირველია ბოლომდე უსაფუძვლო არ არის მაგრამ დავფიქრდეთ, განა ჩვენს გარშემო უამრავი სახიფათო ნივთი არაა?

...