Versions Compared

Key

  • This line was added.
  • This line was removed.
  • Formatting was changed.

Identiv ფირმის წამკითხველები SRC3310v2.0 და 2700R ბარათის კომპაქტური წამკითხველებია, რომლებიც კომპიუტერს USB ინტერფეისით უერთდება. ისინი განკუთვნილია პირადი მოხმარებისათვის. წამკითხველი სერტიფიცირებულია ID ბარათის სრულყოფილ მხარდაჭერაზე კონტაქტური ინტერფეისით.

  ამ ამ წამკითხველის საშუალებით შეგიძლიათ დაათვალიეროთ თქვენი ბარათის შიგთავსი, Georgian ID Card - პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალური პროგრამის გამოყენებით, შეხვიდეთ მოქალაქის პორტალზე, განახორციელოთ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა და სხვა. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სამსახურში, ასევე სახლში ნებისმიერ კომპიუტერზე რომელსაც USB პორტი გააჩნია.

წამკითხველს არ აქვს PIN კოდის უსაფრთხო შეყვანის ფუნქცია, ამიტომაც კლიენტების მომსახურებისათვის მისი გამოყენება დაუშვებელია.

 როგორ დავაყენოთ კომპიუტერზე?
 

წამკითხველების ინსტალაცია მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, რომელი ოპერაციული სისტემა აყენია თქვენს კომპიუტრზე. ქვემოთ თქვენ ნახავთ ინსტალაციის ინსტრუქციებს რამდენიმე, გავრცელებული ოპერაციული სისტემისათვის.

 ინსტალაციის დასრულების შემდეგ 

 ბარათის წამკითხველის ინსტალაცია მხოლოდ პირველი ნაბიჯია იმისათვის, რომ თქვენ შესძლოთ ID ბარათის ელექტრონული ფუნქციების გამოყენება. გარდა ამისა, თქვენ ასევე დაგჭირდებათ დააყენოთ პროგრამული უზრუნველყოფა და სერტიფიკატები.

გასაგრძელებლად გადადით  ინსტალაციის ინსტრუქციების გვერდზე.