Versions Compared

Key

  • This line was added.
  • This line was removed.
  • Formatting was changed.

შტამპის შუალედური პროგრამის AWP Identity Manager საშუალებით შესაძლებელია შტამპის ბარათის ხელმოწერის PIN კოდის შეცვლა.

ამისათვის შტამპის ბარათი განათავსეთ ბარათის წამკითხველ მოწყობილობაში და გაუშვით შტამპის შუალედური პროგრამა AWP Identity Manager.

Image Added

სურ. 1

გააქტიურეთ ჩანართი [Change password] (1). აირჩიეთ [Signature PIN] (2) და ველში [Signature PIN] (3) შეიყვანეთ შტამპის ბარათის მოქმედი ხელმოწერის PIN კოდი. შემდეგ ველში [New Signature PIN] (4) ჩაწერეთ ახალი ხელმოწერის PIN კოდი და მომდევნო ველში [New Signature PIN confirmation] (5) გაიმეორეთ ახალი ხელმოწერის PIN კოდი. ცვლილების განხორციელების მიზნით დააჭირეთ ღილაკს [Change] (6).

Image Added

სურ. 2

გამოვა შეტყობინება ცვლილების წარმატებით დასრულების შესახებ.

Image Added

სურ. 3