Versions Compared

Key

  • This line was added.
  • This line was removed.
  • Formatting was changed.

ბარათის წამკითხველი Bit4id miniLECTOR EVO ავტომატურად ინსტალირდება იმ კომპიუტერზე რომელზეც Microsoft Windows 7, 8.1, 10 ოპერაციული სისტემა აყენია.

ინსტალაციის პროცედურა

ინსტალაციისთვის არაფერია საჭირო გარდა გამართულად მომუშავე ინტერნეტ–კავშირისა. იმისათვის რომ დრაივერი დაინსტალირდეს თქვენს კომპიუტერზე, საკმარისია უბრალოდ შეუერთოთ ის USB პორტში.

Microsoft Windows 7, 8.1, 10 ავტომატურად დაუკავშირდება თავისი სტანდარტული დრაივერების საიტს და გადმოწერს საჭირო ვერსიას. თქვენ უბრალოდ უნდა დაელოდოთ მოწყობილობის ინსტალაციის დასრულების სტანდარტულ შეტყობინებას, რომელიც ეკრანზე გამოგიჩნდებათ.

შეცდომის შეტყობინებები წამკითხველში ID ბარათის ჩადებისას

წამკითხველში ID ბარათის ჩადების შემდეგ Microsoft Windows 7 ცდილობს ასევე დააინსტალიროს ID ბარათის დრაივერი, რასაც ვერ ახერხებს და გამოაქვს შეტყობინება უცნობი მოწყობილობის თაობაზე. თქვენ შეგიძლიათ მშვიდად უგულვებელჰყოთ ეს შეტყობინება.

Info
ასეთი შეტყობინება გამოდის არამარტო miniLECTOR EVO არამედ სხვა წამკითხველების  შემთხვევაშიც

 

თუკი თვლით რომ შეტყობინება გამაღიზიანებელია, შეგიძლიათ გამორთოთ იგი შემდეგი ინსტრუქციის მიხედვით:

  1. დააჭირეთ Start, აკრიფეთ gpedit.msc არეში Search programs and files და დააჭირეთ ENTER.
  2. იპოვეთ ხის სტრუქტურაში Computer Configuration, და დააჭირეთ Administrative Templates.
  3. გადადით details ჩანართზე, ორჯერ დაუწკაპუნეთ Windows Components, და შემდეგ ორჯერ დაუწკაპუნეთ Smart Card.
  4. მაუსის მარჯვენა ღილაკით მონიშნეთ Turn on Smart Card Plug and Play service, და შემდეგ დააჭირეთ Edit.
  5. დააჭირეთ Disabled, შემდეგ დააჭირეთ OK.

 

თუმცა ჩვენ არ გირჩევთ ამის გაკეთებას რადგან ვმუშაობთ ამ პრობლემის გადაჭრაზე და ნაცვლად Plug and Play სერვისის გამორთვისა, ისე გავაკეთებთ რომ Windows 7–მა ავტომატურად დაინახოს თქვენი ID ბარათი.