Versions Compared

Key

  • This line was added.
  • This line was removed.
  • Formatting was changed.

...

აპლეტი განკუთვნილია ვებ-გვერდზე ID ბარათით იდენტიფიკაციის მექანიზმის ინტეგრაციისათვის. ის დამზადებულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სპეციალისტების მიერ და განიცდის მუდმივ განვითარებას . პირველ რიგში - როგორც ხარვეზების აღმოჩენის და გასწორების, ისე Java-ს ახალ ვერსიებთან თავსებადობის თვალსაზრისით.

Warning
titleყურადღება

აპლეტის მუშაობისას ხარვეზის აღმოჩენისას გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მისამართზე integration@id.ge ან დატოვოთ კომენტარი ამავე სტატიაზე. გთხოვთ აუცილებლად მიუთითოთ თქვენი ოპერაციული სისტემის ვერსია, ასევე Java Runtime Environment-ის ვერსია და ბარათის წამკითხველის მოდელი

...

აპლეტის ინტეგრაცია ვებ-გვერდზე

Info

როგორც უკვე აღინიშნა, აპლეტი მუდმივად ახლდება რადგანაც Java Runtime Environment ასევე მუდმივი განახლების პროცესშია და აპლეტი შესაძლოა არათავსებადი აღმოჩნდეს მასთან. აქედან გამომდინარე, დაბეჯითებით გირჩევთ, თქვენს სისტემაში ფაილის სახთ ჩაშენების ნაცვლად ჩართოთ იგი ავთენტიფიკაციის ვებ-გვერდებზე შემდეგი მუდმივმოქმედი მისამართის გამოყენებით: https://id.ge/tools/applets/eid-web-applet-latest.jar

აპლეტის ინტეგრაციისათვის პირველ რიგში საჭიროა, თავად აპლეტი წვდომადი იყოს ვებ-კონტექსტიდან. მაგალითად, ეს შესაძლებელია როგორც პირდაპირ, მუდმივმოქმედი მისამართის მითითებით (იხ. ზემოთ) ისე გადმოწერის და საკუთარ სისტემაში ჩასმით. მე-2 შემთხვევაში, თუკი თქვენი html ფაილები განთავსებულია public_html დირექტორიაში, შეგიძლიათ აპლეტის არქივი ჩააგდოთ იქვე, ან შექმნათ ცალკე დირექტორია. მაგალითად applets .
თქვენ ასევე შეგიძლიათ, აპლეტის მისამართი მიუთითოთ პირდაპირ ჩვენი ვებ-საიტიდან და, შესაბამისად, თქვენს ვებ-საიტზე აპლეტის მუდმივად ახალი ვერსია იდოს. წინამდებარე სტატია ზუსტად ამ მიდგომას ითვალისწინებს- თქვენი შეხედულების მიხედვით. ამის შესაბამისად მოგიწევთ შეცვალოთ archive ატრიბუტი ინტეგრაციის კოდში (იხ. ქვემოთ).

აპლეტის განთავსებულია შემდეგ მუდმივ მისამართზე https://id.ge/tools/applets/eid-web-applet-latest.jar - ყოველი განახლებული ვერსია გამოქვეყნებული იქნება იგივე მისამართზე.

...