Versions Compared

Key

  • This line was added.
  • This line was removed.
  • Formatting was changed.

...

გარდა თავად ხელმოწერის სისწორისა, ხშირად ძალიან მნიშვნალოვანია რომ შემოწმდეს დოკუმენტზე კონკრეტული ხელმოწერის შესრულების დრო. როგორც წესი, ეს ინფორმაცია ციფრულ ხელმოწერას PDF ფაილზე თან ახლავს. ამ დროის წყარო შეიძლება იყოს:

...

Warning
titleხელმოწერის შესრულების ზუსტი დრო

მნიშვნელოვანია შევნიშნოთ რომ დაცული დროის აღნიშვნა არ მიუთითებს კონკრეტულად იმ დროს როცა მოხდა ხელმოწერა. ამის მიზეზი შემდეგია: დოკუმენტზე ციფრული ხელმოწერის შესრულება გულისხმობს დახურული გასაღების გამოყენებას კრიპტოგრაფიული გარდაქმნისათვის, რაც საბოლოო ჯამში წარმოქმნის ციფრულ ხელმოწერას. დროის დადასტურების მიღება დროის აღნიშვნის სერვერიდან ცალკე მანიპულაციაა და ტექნიკურად შეიძლება მოხდეს უშუალოდ ხელმოწერის მოხდენის შემდეგ, რაგინდ დიდი პერიოდის გასვლის შემდეგ.

ამ მიზეზით, დროის დაცული აღნიშვნის ინტერპრეტირება როგორც "ხელმოწერის ზუსტი დროისა" შეუძლებელია. ამის ნაცვლად, ის წარმოადგენს რწმუნებას სერვერის მიერ ავტომატურ რეჟიმში და სანდო მეთოდით გაცემულ დადასტურებას იმის თაობაზე რომ მოცემული ციფრული ელმოწერა ხელმოწერა შესრულდა არა უგვიანეს კონკრეტული მომენტისა

...