Skip to end of metadata
Go to start of metadata

რა არის eID Card Tool?

პროგრამა eID Card Tool საშუალებას აძლევს ბარათის მფლობელს, დაათვალიეროს თავისი ID ბარათის შიგთავსი და მართოს ბარათის PIN კოდები. პროგრამას გააჩნია სამენოვანი (ქართული, რუსული, ინგლისური) ინტერფეისი და მისი გაშვება შესაძლებელია ID ბარათის საიტიდან https://id.ge

იმისათვის, რომ პროგრამამ შესძლოს მუშაობა, საჭიროა კომპიუტერზე მიერთებული იყოს ID ბარათთან თავსებადი წამკითხველი. და Java SE Runtime Environment.

ოპერაციები eID Card Tool–ში

პროგრამა ორგანიზებულია ჩანართების სახით. პირველი ჩანართი საშუალებას გაძლევთ, დაათვალიეროთ თქვენი პირადი მონაცემები. მეორე ჩანართით შესძლებთ PIN კოდების მართვას. მესამე ჩანართი აჩვენებს სერტიფიკატებს, ხოლო მეოთხე ჩანართზე შესაძლებელია ენისა და ინტერფეისის ფერის შეცვლა.

 

გაშვებისას პროგრამა ეძებს ID ბარათს კომპიუტერზე მიერთებულ წამკითხველში. ბარათის აღმოჩენის შემთხვევაში ის ითხოვს მომხმარებლის საიდენტიფიკაციო PIN კოდს

საიდენტიფიკაციო PIN კოდი

PIN კოდები მომხმარებელს გადაეცემა ბარათთან ერთად, ცალკე დალუქულ კონვერტში. საიდენტიფიკაციო PIN კოდი ოთხციფრაა და აღნიშნულია დასახელებით PIN1

PIN კოდის მოთხოვნის ფანჯარა ასე გამოიყურება:

იმისდა მიხედვით, ბარათის რა ტიპის წამკითხველი აქვს მომხმარებელს კომპიუტერზე მიერთებული, PIN კოდის მოთხოვნა სხვადასხვაგვარია. თუკი თქვენი წამკითხველი აღჭურვილია სპეციალური, PIN კოდის ასაკრეფი კლავიატურით, მაშინ კოდის აკრეფა არა კომპიუტერის კლავიატურაზე, არამედ წამკითხველის ციფერბლატზე იქნება საჭირო.

პირადი მონაცემების დათვალიერება

eID Card Tool–ის პირველი გვერდი შეიცავს მომხმარებლის პირად მონაცემებს. გვერდზე ინფორმაციის ცვლილება შეუძლებელია

 

PIN კოდების მართვა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მომხმარებელს ID ბარათთან ერთად გადაეცემა სპეციალური კონვერტი, რომელშიც ინახება ელექტრონული სერვისებისათვის საჭირო PIN კოდები. კონვერტში მოთავსებულია 3 კოდი

  1. საიდენტიფიკაციო PIN კოდი (PIN1) - ოთხციფრა კოდია. მისი დანიშნულებაა საინფორმაციო სისტემებში მომხმარებლის იდენტიფიცირება
  2. ელექტრონული ხელმოწერის PIN კოდის გააქტიურებისათვის საჭირო ხუთციფრა სატრანსპორტო PIN კოდი, (PIN2). მისი საშუალებით მომხმარებელს შეუძლია დააყენოს ელექტრონული ხელმოწერის PIN კოდი (PIN3). პროცედურა იხილეთ ამავე გვერდზე
  3. განბლოკვის PUK კოდი – რვაციფრა კოდია. მისი დანიშნულებაა დაბლოკილი იდენტიფიკაციისა და ციფრული ხელმოწერის PIN კოდების განბლოკვა და დავიწყებული საიდენტიფიკაციო PIN კოდის თავიდან დაყენება
ყურადღება

PUK კოდით შესაძლებელია ელექტრონული ხელმოწერის PIN კოდის (PIN3) განბლოკვა მაგრამ შეუძლებელია მისი შეცვლა. აქედან გამომდინარე, ეცადეთ არ დაგავიწყდეთ PIN3 კოდი. წინააღმდეგ შემთხვევაში ID ბარათით ციფრული ხელმოწერის განხორციელებას ვეღარ შესძლებთ.

ახალი ID ბარათისათვის ჩანართი "ბარათის მართვა" გამოიყურება შემდეგნაირად:

 

ელექტრონული ხელმოწერის PIN კოდის გააქტიურება

ელექტრონული ხელმოწერის PIN კოდის გააქტიურება შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ კონკრეტული ბარათისათვის. ამისათვის მომხმარებელმა უნდა გამოიყენოს PIN კოდის კონვერტი, რომელიც მან მიიღო ბარათთან ერთად და მასზე დატანილი ელექტრონული ხელმოწერის კოდი (PIN2), რომელიც შედგება ხუთი ციფრისაგან.

გააქტიურებისათვის გადადით ჩანართზე "ბარათის მართვა" და აირჩიეთ ხელმოწერის PIN კოდის მართვა. შედეგად უნდა მიიღოთ შემდეგი ეკრანი:

თუკი გამოსული ეკრანი არააქტიურია და მასზე ლურჯად გამოდის შეტყობინება "ხელმოწერის PIN კოდი უკვე გააქტიურებულია", თქვენ ამ ოპერაციის ჩატარებას ვერ შესძლებთ, რადგანაც ელექტრონული ხელმოწერის PIN კოდი აქტიურდება მხოლოდ ერთხელ.

გაითვალისწინეთ

თუკი დარწმუნებული ხართ რომ ელექტრონული ხელმოწერის PIN კოდი თქვენ არ გაგიაქტიურებიათ, მაგრამ eID Card Tool გიჩვენებთ რომ ის უკვე გააქტიურებულია, მიმართეთ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თქვენი ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის ბლოკირებისათვის. თუკი ციფრული ხელმოწერის განცხორციელება გსურთ, მაშინ ახალი ID ბარათის აღება მოგიწევთ რადგანაც ელექტრონული ხელმოწერის PIN კოდის აღდგენა შეუძლებელია.

 

ახლა თქვენ შეგიძლიათ შეიყვანოთ სატრანსპორტო PIN კოდი პირველ უჯრაში. მეორე უჯრაში შეიყვანეთ ციფრული ხელმოწერის PIN კოდი და დადასტურების მიზნით იგივე გაიმეორეთ მესამე უჯრაშიც. კიდევ ერთხელ დარწმუნდით რომ PIN კოდი ნამდვილად სწორად გახსოვთ და დააჭირეთ "გააქტიურებას". ახალი პინ კოდი ჩაიწერება ID ბარათზე და თქვენ მიიღებთ შეტყობინებას ხელმოწერის PIN კოდის წარმატებით გააქტიურების შესახებ.

PIN კოდების შეცვლა

მომხმარებელს შეუძლია, ნებისმიერ დროს შეცვალოს მისი ელექტრონული ხელმოწერის და/ან იდენტიფიკაციის PIN კოდები. ამისათვის eID Card Tool–ის ჩანართზე "ბარათის მართვა" უნდა აირჩიოს შესაბამისად "ხელმოწერის PIN კოდის შეცვლა" ან "ID ბარათის PIN კოდის შეცვლა".

ორივე შემთხვევაში პროცედურა ერთიდაიგივეა: მომხმარებელმა უნდა აკრიფოს მისი ძველი PIN კოდი ეკრანზე პირველ უჯრაში, მეორე უჯრაში შეიყვანოს ახალ PIN კოდი და მესამეშიც გაიმეოროს. გაითვალისწინეთ, რომ ხელმოწერის კოდი აუცილებლად 6–ნიშნა უნდა იყოს, ხოლო იდენტიფიკაციისა – აუცილებლად 4–ნიშნა.

შეუძლებელია როგორც PUK კოდის, ისე ელექტრონული ხელმოწერის სატრანსპორტო 5–ციფრა (PIN2) კოდის ცვლილება.

 

PIN კოდების განბლოკვა

ბარათის ნებისმიერი PIN კოდი იბლოკება მისი არასწორად აკრეფის სამი მცდელობის შემდეგ.

თუკი თქვენ დაგებლოკათ ბარათის საიდენტიფიკაციო PIN კოდი, მისი შეცვლა შეგიძლიათ eID Card Tool–ში ჩანართიდან "ID ბარათის PIN კოდის განბლოკვა". ამ ფორმით შეგიძლიათ ისარგებლოთ იმ შემთხვევაშიც, თუკი თქვენი საიდენტიფიკაციო PIN კოდი დაგავიწყდათ. ასეთ შემთხვევაში დამატებით უნდა მონიშნოთ ID ბარათის PIN კოდის შეცვლა:

 

ელექტრონული ხელმოწერის PIN კოდის განბლოკვა ასევე შესაძლებელია PUK კოდით. მაგრამ განსხვავებით საიდენტიფიკაციო PIN კოდისაგან, ელქტრონული ხელმოწერის დავიწყებული PIN კოდის აღდგენა შეუძლებელია. ასევე შეუძლებელია ელექტრონული ხელმოწერის სატრანსპორტო PIN კოდის აღდგენა.

ელექტრონული ხელმოწერის PIN კოდი

ელექტრონული ხელმოწერის PIN კოდი უმნიშვნელოვანესი მონაცემია. ყველა ის შეზღუდვა, რომელიც ამ დოკუმენტშია მოცემული, მხოლოდ იმიტომაა შემოღებული რომ მინიმუმამდე დავიდეს ამ კოდის სხვა პიროვნების ხელში ჩავარდნის რისკი. ეს და სხვა ღონისძიებები მთლიანობაში ამაღლებენ იმის გარანტიას რომ ID ბარათით განხორციელებული ციფრული ხელმოწერა ბარათის მფლობელის ნების გამოხატვითაა შესრულებული, 

Labels
  • None