Skip to end of metadata
Go to start of metadata

You are viewing an old version of this page. View the current version.

Compare with Current View Page History

Version 1 Next »

ID ბარათის მფლობელის სერტიფიკატები

ID ბარათზე ინახება 2 გასაღები, რომლითაც შესაძლებელია კრიპტოგრაფიული ოპერაციების ჩატარება. ესენია იდენტიფიკაციის და ციფრული ხელმოწერის გასაღებები. კრიპტოგრაფიული ოპერაციების შესრულებამდე აუცილებელია  შესაბამისი PIN კოდის აკრეფა. იდენტიფიკაციის PIN კოდი პირდაპირ მოცემულია დალუქულ კონვერტში, რომელიც გადმოგეცემათ ID ბარათთან ერთად. ხოლო ციფრული ხელმოწერის PIN კოდის გააქტიურებისათვის უნდა გამოიყენოთ eID Card Tool.

ბარათის გაცემის პროცესში სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ბარათის მფლობელს უგენერირებს ორ სერტიფიკატს – ერთს იდენტიფიკაციისათვის, მეორეს ციფრული ხელმოწერისათვის. ამ სერტიფიკატების დათვალიერება ასევე შეიძლება პროგრამიდან eID Card Tool. თითოეულ სერტიფიკატს აქვს ცალკე გამცემი ორგანო (Certificate Authority).

საწყისი (Root) სერტიფიკატი

ძირითადი სერტიფიკატი უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია, ამიტომ მისი ინსტალაციას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ეს სერტიფიკატი თვითხელმოწერილია – მას არ ჰყავს ცალკე გამცემი ორგანო. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ სერტიფიკატს ჰქვია GEO Root CA და გამცემი ორგანო ასევე GEO Root CA არის.

 

სერტიფიკატი შეგიძლიათ გადმოიწეროთ ამ ბმულიდან

სერტიფიკატის SHA1  ანაბეჭდია  63 5a 04 c5 e3 7d 88 90 4e af b2 42 78 cd ab cb b9 05 7a ee

  • No labels