Skip to end of metadata
Go to start of metadata

You are viewing an old version of this page. View the current version.

Compare with Current View Page History

« Previous Version 2 Next »

ID ბარათის მფლობელის სერტიფიკატები

ID ბარათზე ინახება 2 გასაღები, რომლითაც შესაძლებელია კრიპტოგრაფიული ოპერაციების ჩატარება. ესენია იდენტიფიკაციის და ციფრული ხელმოწერის გასაღებები. კრიპტოგრაფიული ოპერაციების შესრულებამდე აუცილებელია  შესაბამისი PIN კოდის აკრეფა. იდენტიფიკაციის PIN კოდი პირდაპირ მოცემულია დალუქულ კონვერტში, რომელიც გადმოგეცემათ ID ბარათთან ერთად. ხოლო ციფრული ხელმოწერის PIN კოდის გააქტიურებისათვის უნდა გამოიყენოთ eID Card Tool.

ბარათის გაცემის პროცესში სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ბარათის მფლობელს უგენერირებს ორ სერტიფიკატს – ერთს იდენტიფიკაციისათვის, მეორეს ციფრული ხელმოწერისათვის. ამ სერტიფიკატების დათვალიერება ასევე შეიძლება პროგრამიდან eID Card Tool. თითოეულ სერტიფიკატს აქვს ცალკე გამცემი ორგანო (Certificate Authority).

სერტიფიკატის გამცემი ორგანო და მისი სერტიფიკატი

სერტიფიკატების გაცემას ახორციელებს სერტიფიკატების გამცემი სპეციალური ორგანო. საჭიროა მისი ძირითადი სერტიფიკატის ინსტალირება ოპერაციულ სისტემასა და პოპულარულ პროგრამულ უზრუნველყოფაში რათა შესაძლებელი იყოს ამ ორგანოს ან მისი ქვეგანაყოფების მიერ გაცემული სერტიფიკატების შემოწმება.

 

ძირითადი გამცემი ორგანოს  (Root) სერტიფიკატი

სერტიფიკატის გამცემი ორგანოს დასახელება სერტიფიკატში არის GEO Root CA.

სერტიფიკატის SHA1 ანაბეჭდია  63 5a 04 c5 e3 7d 88 90 4e af b2 42 78 cd ab cb b9 05 7a ee

სერტიფიკატი შეგიძლიათ გადმოიწეროთ ამ ბმულიდან


შუალედური გამცემი ორგანოების სერტიფიკატები

მოქალაქის იდენტიფიკაციის და ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატებს გასცემენ ცალ-ცალკე გამცემი ორგანოები. მათი სერტიფიკატები გაცემულია ძირითადი გამცემი ორგანოს (GEO Root CA) მიერ. 

  • No labels