Skip to end of metadata
Go to start of metadata
სახელმძღვანელოს PDF ვერსია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქედან: პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალური პროგრამის სახელმძღვანელო v3.pdf

1. ზოგადი ინფორმაცია

პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალური პროგრამა განკუთვნილია ბარათზე ინფორმაციის დასათვალიერებლად და მისი გამოყენებით ციფრული ხელმოწერისა და ონლაინ ავთენტიფიკაციის განხორციელებისათვის.

2. პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალური პროგრამის გაშვება

პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალური პროგრამის გასაშვებად ორჯერ დააწკაპეთ პროგრამის პიქტოგრამაზე [Georgian ID Card].

 

სურ. 1

დაიწყება ჩატვირთვა

 

სურ. 2

და გაეშვება პროგრამა.

 

სურ. 3

სარჩევი  

3. პროგრამის ინტერფეისის ენის შეცვლა

ელექტრონული პირადობის მოწმობის უნივერსალურ პროგრამას აქვს ქართული და ინგლისური ინტერფეისი. პროგრამის ინტერფეისის ენის შესაცვლელად შედით მენიუში [აპლიკაცია](1) და ბრანებიდან [ენა](2) აირჩიეთ სასურველი ენა(3).

 

სურ. 4

სარჩევი    

4. ბარათის შესახებ ზოგადი ინფორმაცია

მას შემდეგ, რაც ბარათს განათავსებთ მოწყობილობაში პროგრამა დაიწყებს წაკითხვას და თქვენი ბარათი გამოჩნდება ჩანართში [თქვენი ბარათები] (ა). ბარათის შესახებ ზოგადი ინფორმაციის სანახავად ჩამოშალეთ ბარათი (1).

 

სურ. 5

გამოსული გვერდის ქვედა ნაწილში მოცემულია ბარათის შესახებ ზოგადი ინფორმაცია (ბ), ხოლო პირადი ინფორმაციის სანახავად დაგჭირდებათ ბარათის PIN (PIN1) კოდის შეყვანა. ამისათვის დააჭირეთ ღილაკს [ბარათის PIN კოდის შეყვანა] (2),

 

სურ. 6

გამოსულ ფანჯარაში აკრიფეთ საიდენტიფიკაციო PIN კოდი (PIN1) (3) და დააჭირეთ ღილაკს [დადასტურება] (4).

 

სურ. 7

ზოგად ინფორმაციასთან ერთად გამოჩნდება თქვენი პირადი ინფორმაციაც (გ).

 

სურ. 8

სარჩევი    

5. ბარათის მართვა

პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალური პროგრამის საშუალებით შეგიძლიათ თქვენი ბარათის მართვა: პირადი ინფორმაციის გადამოწმება, PIN კოდების მართვა, ციფრული ხელმოწერის განხორციელება და სერტიფიკატების განახლება. ბარათის მართვის მიზნით დააჭირეთ ღილაკს [ბარათის მართვა] (1)

 

სურ. 9

გამოვა ფანჯარა [ბარათის მართვა], რომელიც ორგანიზებულია ჩანართების სახით. პირველი ჩანართი [პერსონალური ინფორმაცია] (ა) საშუალებას გაძლებთ დაათვალიეროთ თქვენი პირადი მონაცემები, მეორე ჩანართით [PIN კოდების მართვა] (ბ) შეძლებთ PIN კოდების მართვას, მესამე ჩანართი [სერტიფიკატები] (გ) ნახავთ სერტიფიკატებს.

 

 

სურ. 10

სარჩევი     

5.1. პერსონალური ინფორმაცია

ჩანართში [პერსონალური ინფორმაცია] () შესაძლებელია ბარათზე ჩაწერილი თქვენი პირადი მონაცემების დათვალიერება. ამისათვის დააჭირეთ ღილაკს [ბარათის PIN კოდი] (1), გამოსულ ფანჯარაში აკრიფეთ საიდენტიფიკაციო PIN კოდი (PIN1) (2) და დააჭირეთ ღილაკს [დადასტურება] (3).

სურ. 11

ამ ჩანართში გამოსული ინფორმაციის ცვლილება შეუძლებელია.

სურ. 12

სარჩევი    

5.2. PIN კოდების მართვა

თქვენ ID ბარათთან ერთად გადმოგეცათ სპეციალური კონვერტი, რომელშიც ინახება ელექტრონული სერვისებისათვის საჭირო PIN კოდები. კონვერტში მოთავსებულია 3 კოდი:

  • საიდენტიფიკაციო PIN კოდი (PIN1) - მისი დანიშნულებაა საინფორმაციო სისტემებში მომხმარებლის იდენტიფიცირება;
  • სატრანსპორტო PIN კოდი (PIN2) - მისი საშუალებით მომხმარებელს შეუძლია დააყენოს ელექტრონული ხელმოწერის PIN კოდი (PIN3);
  • განბლოკვის PUK კოდი – მისი დანიშნულებაა დაბლოკილი იდენტიფიკაციისა და ციფრული ხელმოწერის PIN (PIN3) კოდების განბლოკვა და დავიწყებული საიდენტიფიკაციო PIN (PIN1) კოდის თავიდან დაყენება.

პინების დაკარგვის შემთხვევაში შესაძლებელია განახლება. განახლებული PIN კოდები პირველად გაცემული PIN კოდებისგან განსხვავებულია:

 

პინ კოდები

პირველადი

განახლებული

PIN1

4 ციფრი

6 ციფრი

PIN2

5 ციფრი

8 ციფრი

PIN3

6 ციფრი

მინიმუმ 6 ციფრი

PUK

8 ციფრი

8 ციფრი

 

ჩანართიდან [PIN კოდების მართვა] (ბ) შესაძლებელია ბარათის PIN კოდის, ხელმოწერის PIN კოდის და PUK კოდის მართვა.

სურ. 13

სარჩევი    

5.2.1. ბარათის PIN კოდი

ბარათის PIN კოდის მართვის მიზნით გააქტიურეთ ჩანართი [ბარათის PIN კოდი](1).

გამოჩნდება ბარათის PIN კოდის შესახებ ინფორმაცია (ა):

  • [სტატუსი] - ბარათის PIN კოდის სტასუსი;
  • [დარჩენილი მცდელობა] - PIN1-ის არასწორად გამოყენების დარჩენილი მცდელობების რაოდენობა.

სურ. 14

სარჩევი    

5.2.2. ბარათის PIN კოდის შეცვლა

ბარათის PIN კოდის შეცვლის მიზნით დააჭირეთ ღილაკს [შეცვლა].

სურ. 15

გამოსულ ფანჯარაში შეიყვანეთ:

  • მიმდინარე საიდენტიფიკაციო PIN კოდი (PIN1) (2);
  • ახალი საიდენტიფიკაციო PIN კოდი (PIN1)  (3);
  • დაადასტურეთ ახალი საიდენტიფიკაციო  PIN კოდი (PIN1) (4);
  • დააჭირეთ ღილაკს [დადასტურება] (5).

სურ. 16

გაითვალისწინეთ

საიდენტიფიკაციო PIN კოდი უნდა შედგებოდეს პირველადი პინების შემთხვევაში 4 სიმბოლოსგან, განახლებული პინების შემთხვევაში 6 სომბოლოსგან და შესაძლებელია მხოლოდ ციფრების მითითება.

 

 

პროცესის წარმატებით დასრულებისას გამოვა შესაბამისი შეტყობინება.

სურ. 17

სარჩევი    

5.2.3. ხელმოწერის PIN კოდის გააქტიურება

ხელმოწერის PIN კოდის გააქტიურების მიზნით გადადით ჩანართში [ხელმოწერის PIN კოდი](1) და დააჭირეთ ღილაკს [გააქტიურება](2).

სურ. 18

გამოსულ ფანჯარაში შეიყვანეთ:

  • სატრანსპორტო PIN კოდი (PIN2) (3);
  • ახალი ელექტრონული ხელმოწერის PIN კოდი (PIN3) (4);
  • დაადასტურეთ ახალი ელეტროული ხელმოწერის PIN კოდი (PIN3) (5);
  • დააჭირეთ ღილაკს [დადასტურება] (6).

სურ. 19

პროცესის წარმატებით დასრულებისას გამოვა შესაბამისი შეტყობინება.

სურ. 20

გაითვალისწინეთ

ხელმოწერის PIN კოდი უნდა შედგებოდეს პირველადი პინების შემთხვევაში 6 სიმბოლოსგან, განახლებული პინების შემთხვევაში მინიმუმ 6 სომბოლოსგან და შესაძლებელია მხოლოდ ციფრების მითითება.

სარჩევი    

5.2.4. ხელმოწერის PIN კოდის შეცვლა

ხელმოწერის PIN კოდის შეცვლის მიზნით გააქტიურეთ ჩანართში [ხელმოწერის PIN კოდი](1) და დააჭირეთ ღილაკს [შეცვლა] (2).

სურ. 21

გამოსულ ფანჯარაში შეიყვანეთ:

  • მიმდინარე ელექტრონული ხელმოწერის PIN კოდი (PIN3) (2);
  • ახალი ელექტრონული ხელმოწერის PIN კოდის (PIN3)  (3);
  • დაადასტურეთ ახალი ელექტრონული ხელმოწერის  PIN კოდი (PIN3)  (4);
  • დააჭირეთ ღილაკს [დადასტურება] (5).

სურ. 22

პროცესის წარმატებით დასრულებისას გამოვა შესაბამისი შეტყობინება.

სურ. 23

გაითვალისწინეთ

ელექტრონული ხელმოწერის PIN კოდი უნდა შედგებოდეს პირველადი პინების შემთხვევაში 6 სიმბოლოსგან, განახლებული პინების შემთხვევაში მინიმუმ 6 სომბოლოსგან და შესაძლებელია მხოლოდ ციფრების მითითება.

სარჩევი    

5.2.5. PUK კოდი

PUK კოდის მართვის მიზნით გააქტიურეთ ჩანართი [PUK კოდი].

გამოჩნდება PUK კოდის შესახებ ინფორმაცია (ა):

  • [სტატუსი] - PUK კოდის სტატუსი;
  • [დარჩენილი მცდელობა] – PUK კოდის არასწორად გამოყენების დარჩენილი მცდელობების რაოდენობა;
  • [დარჩენილი რაოდენობა] -  PUK კოდის გამოყენების დარჩენილი რაოდენობა.

სურ. 24

PUK კოდის 3-ჯერ არასწორად გამოყენების შემთხვევაში დაიბლოკება და [სტატუსი] გახდება დაბლოკილია.

დაბლოკილი PUK კოდის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სსგს-ს ტერიტორიულ სამსახურებში!

სარჩევი    

5.2.6. ბარათის PIN კოდის განბლოკვა და აღდგენა

ბარათის PIN კოდის არასწორად აკრეფვის შემთხვევაში გამოვა შეტყობინების ფანჯარა.

სურ. 25

ბარათის PIN კოდი დაიბლოკება მისი არასწორად აკრეფის სამი მცდელობის შემდეგ და გამოვა შესაბამისი ფანჯარა.

სურ. 26

თუ დაგებლოკათ ბარათის საიდენტიფიკაციო PIN კოდი, მისი განბლოკვა შესაძლებელია. ამისათვის პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალურ პროგრამაში გააქტიურეთ ჩანართი [ბარათის PIN კოდი] (1) და დააჭირეთ ღილაკს [განბლოკვ] (2).

სურ. 27

გამოსულ ფანჯარაში შეიყვანეთ:

  • განბლოკვის PUK კოდი (3);
  • ახალი საიდენტიფიკაციო PIN კოდი (PIN1) (4);
  • დაადასტურეთ ახალი საიდენტიფიკაციო PIN კოდი (PIN1) (5);

და დააჭირეთ ღილაკს [დადასტურება] (6).

სურ. 28

პროცესის წარმატებით დასრულებისას გამოვა შესაბამისი შეტყობინება.

სურ. 29

სარჩევი    

5.2.7. ხელმოწერის PIN კოდის განბლოკვა

ხელმოწერის PIN კოდის არასწორად აკრეფვის შემთხვევაში გამოვა შეტყობინების ფანჯარა.

სურ. 30

ხელმოწერის PIN კოდი დაიბლოკება მისი არასწორად აკრეფის სამი მცდელობის შემდეგ და გამოვა შესაბამისი ფანჯარა.

სურ. 31

თუ დაგებლოკათ ხელმოწერის PIN კოდი, მისი განბლოკვა შესაძლებელია. ამისათვის პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალურ პროგრამაში გააქტიურეთ ჩანართი [ხელმოწერის PIN კოდი] (1) და დააჭირეთ ღილაკს [განბლოკვ] (2).

სურ. 32

გამოსულ ფანჯარაში შეიყვანეთ:

  • განბლოკვის PUK კოდი (3);
  • დააჭირეთ ღილაკს [დადასტურება] (4).

სურ. 33

პროცესის წარმატებით დასრულებისას გამოვა შესაბამისი შეტყობინება.

სურ. 34

გაითვალისწინეთ

ელქტრონული ხელმოწერის დავიწყებული PIN კოდის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სსგს-ს ტერიტორიულ სამსახურებში!

სარჩევი    

5.3. სერტიფიკატები

ID ბარათის დამზადების პროცესში ბარათზე იქმნება გასაღებების ორი წყვილი. მათ ეწოდებათ ავთენტიფიკაციის და ციფრული ხელმოწერის გასაღებების წყვილები. პირველი წყვილი (ღია და დახურული) საჭიროა რომ მომხმარებელმა შესძლოს იდენტიფიკაცია ონლაინ სისტემებში. მაგალითად ვებ-საიტებზე რომელიც იყენებს ID ბარათით იდენტიფიკაციის ცენტრალიზებული სისტემას. ხოლო მეორე წყვილი გამოიყენება დოკუმენტზე ციფრული ხელმოწერის შექმნისას. მაგალითად, ციფრული ხელმოწერის პორტალის საშუალებით.

როგორც ერთი, ისე მეორე გასაღების გამოყენებას წინ უძღვის შესაბამისი PIN კოდის აკრეფა.

ავთენტიფიკაციისა და ციფრული ხელმოწერის ღია გასაღებებზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გასცემს სერტიფიკატებს. ისინი ასევე ჩაწერილია ID ბარათზე და მათი დათვალირებისთვის ასევე უნდა გამოიყენოთ პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალურ პროგრამა. თითოეული სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 2.5 წელი.

სერტიფიკატების ნახვის მიზნით გააქტიურეთ ჩანართი [სერტიფიკატები] (გ).

სურ. 35

სარჩევი    

5.3.1. ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატი

ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის ნახვის მიზნით გააქტიურეთ ჩანართი [ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატი] (1). გამოჩნდება სერტიფიკატთან დაკავშირებული დეტალები, საიდანაც შეგიძლიათ აკონტროლოთ სერტიფიკატის ვადის გასვლის თარიღი.

სურ. 36

სარჩევი    

5.3.2. ავთენტიფიკაციის სერტიფიკატი

ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის ნახვის მიზნით გააქტიურეთ ჩანართი [ავთენტიფიკაციის სერტიფიკატი] (2). გამოჩნდება სერტიფიკატთან დაკავშირებული დეტალები, საიდანაც შეგიძლიათ აკონტროლოთ სერტიფიკატის ვადის გასვლის თარიღი.

სურ. 37

სარჩევი     

5.3.3. ავთენტიფიკაციის CA სერტიფიკატი

ავთენტიფიკაციის CA სერტიფიკატის ნახვის მიზნით გააქტიურეთ ჩანართი [ავთენტიფიკაციის CA სერტიფიკატი] (3). გამოჩნდება სერტიფიკატთან დაკავშირებული დეტალები, მათ შორის ვადის გასვლის თარიღი.

სურ. 38

სარჩევი    

5.3.4. ციფრული ხელმოწერის CA სერტიფიკატი

ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის ნახვის მიზნით გააქტიურეთ ჩანართი [ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატი]. გამოჩნდება სერტიფიკატთან დაკავშირებული დეტალები, მათ შორის ვადის გასვლის თარიღი.

სურ. 39

სარჩევი     

5.3.5. სერტიფიკატების განახლება

იხ. განახლების ინსტრუქცია

სარჩევი     

5.3.6. ფაილში შენახვა

პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალური პროგრამის საშუალებით შესაძლებელია სერტიფიკატების ფაილში შენახვა. ამისათვის სერტიფიკატების ჩანართში დააჭირეთ ღილაკს [ფაილში შენახვა] (1).

სურ. 40

გამოვა სტანდარტული შენახვის ფანჯარა. მიუთითეთ მდებარეობა მაგ.: [Desktop] (2), დაარქვით ფაილს სახელი ველში [File name] (3) და დააჭირეთ ღილაკს [Save] (4).

სურ. 41

ფაილში შენახულ სერტიფიკატი იქნება ასეთი სახით.

სურ. 42

სარჩევი    

6. ციფრული ხელმოწერა

პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალურ პროგრამაში შესაძლებელია ციფრული ხელმოწერის განხორციელება. ამისათვის დააჭირეთ ღილაკს [ციფრული ხელმოწერა] (1).

სურ. 43

გამოსულ ფანჯარაში ბლოკში [დეტალები] (ა) მოცემულია ინფორმაცია ხელმოწერის სერტიფიკატის შესახებ.

შემდეგ შეარჩიეთ ხელმოსაწერი ფაილი. ამისათვის დააჭირეთ ღილაკს [არჩევა] (2),

სურ. 44

გამოსულ ფანჯარაში შეარჩიეთ ფაილი (3) და დააჭირეთ ღილაკს [Open](4).

სურ. 45

ციფრული ხელმოწერა შესალებელია .pdf ფორმატის ფაილებზე.

 

ხელმოსაწერი ფაილი ჩაჯდება ველში [ფაილი] (ბ), ხოლო ხელმოწერილი ფაილის მისამართი განისაზღვრება ველში - [ხელმოწერილი ფაილი] (გ).

სურ. 46

 

დოკუმენტზე შესაძლებელია ფაილების მიბმაც, ამისათვის გახსენით ბლოკი [მიბმული ფაილები] (5) და დააჭირეთ ღილაკს [არჩევა] (6)

სურ. 47

გამოსულ ფანჯარაში შეარჩიეთ ფაილი და დააჭირეთ ღილაკს [Open] (7)

სურ. 48

არჩეული ფაილი ჩაჯდება ბლოკში [მიბმული ფაილები].

ფაილების მიბმა არ არის შესაძლებელი უკვე ხელმოწერილ დოკუმენტზე.

 

მიუთითეთ ხელმოწერის ტიპი (8) და დააჭირეთ ღილაკს  [ხელმოწერა] (9). ხელმოწერის ტიპებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ი.ხ. თავი 9

სურ.49

შემდეგ შეიყვანეთ ელექტრონული ხელმოწერის PIN კოდი (PIN3) (10) და დააჭირეთ ღილაკს [დადასტურება] (11).

სურ. 50

ხელმოწერის პროცესის დასრულებისას პროგრამა გამოიტანს შეტყობინებას „გსურთ თუ არა ხელმოწერილი ფაილის გახსნა?’’ ღილაკზე [Yes] (დ) დაჭერით დაიხურება ფანჯარა და გაიხსნება ხელმოწერილი დოკუმენტი. ღილაკზე [No] (ე) დაჭერით დაიხურება ფანჯარა.

სურ. 51

სარჩევი    

7. ციფრული ხელმოწერა დოკუმენტზე

ხელმოწერილი დოკუმენტი ავტომატურად განთავსდება იმავე დირექტორიაში, სადაც იყო ხელმოსაწერი დოკუმენტი (თუ ხელმოწერისას არ მიუთითებთ სხვა ადგილმდებარეობას). ელექტრონული ხელმოწერის ნახვის მიზნით გახსენით ხელმოწერილი დოკუმენტი (1).

სურ.52

და გააქტიურეთ ჩანართი [Signatures] (2), მარჯვენა ნაწილში გამოჩნდება ელექტრონული ხელმოწერა (ა).

სურ. 53

ხოლო დოკუმენტზე მიბმული ფაილების (ბ) სანახავად გახსენით ჩანართი [Attachments] (3)

სურ. 54

გაითვალისწინეთ

ციფრულად ხელმოწერილი დოკუმენტების სრულყოფილად დათვალიერების მიზნით რეკომენდებულია Adobe Reader-ის ვერსია - Adobe Reader DC. მასში ერთჯერადად უნდა მოხდეს ძირითადი სერტიფიკატის ინსტალაცია. ინსტალაციის დეტალური ინსტრუქცია იხილეთ ვებ გვერდზე

სარჩევი    

8. ხელმოწერის ტიპები

ხელმოწერის ტიპებია:

  • მოკლევადიანი - არჩევის შემთხვევაში ხელმოწერის ვადა იქნება სერტიფიკატის ვადის გასვლის თარიღი. თუ სერტიფიკატი ვადაზე ადრე გაუქმდა ხელმოწერა აღარ იქნება ვალიდური;
  • ხანგრძლივი - არჩევის შემთხვევაში დოკუმენტში ჩაიწერება ინფორმაცია ხელმოწერის სერტიფიკატების მდგომარეობის შესახებ.
  • ხანგრძლივი, არქივისთვის - არჩევის შემთხვევაში ხელმოწერის ვადა არის კიდევ უფრო დიდი, რადგან დოკუმენტს გარედან ადებს დროის აღნიშვნას.

სურ. 55

სარჩევი    

9. ციფრული ხელმოწერის გახანგრძლივება

ელექტრონული პირადობის მოწმობის უნივერსალურ პროგრამაში შესაძლებელია ციფრული ხელმოწერის გახანგრძლივება. ამისათვის გააქტიურეთ ჩანართი [დამხმარე ხელსაწყოები] (1) და დააჭირეთ ღილაკს [ციფრული ხელმოწერის გახანგრძლივება] (2).

სურ. 56

გამოსულ ფანჯარაში აირჩიეთ ფაილი რომელზეც გსურთ ციფრული ხელმოწერის გახანგრძლივება, ამისათვის დააჭირეთ ღილაკს [არჩევა] (3), მოძებნეთ დოკუმენტი (4) და დააჭირეთ ღილაკს [Open] (5). შემდეგ დააჭირეთ ღილაკს [გახანგრძლივება] (6). ხელმოწერის ტიპი ავტომატურად განისაზღვრება ხანგრძლივი, არქივისთვის (ა).

 

სურ. 57

პროცესის დასასრულს გამოვა შეტყობინება და ხელმოწერილი ფაილის გასახსნელად დააჭირეთ ღილაკს [Yes] (7).

სურ. 58

გაიხსნება დოკუმენტი გახანგრძლივებული ციფრული ხელმოწერით (ბ).

სურ. 59

სარჩევი    

10. გაუქმებული სერტიფიკატი

იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიკატი გაუქმებულია ვერ განახორციელებთ ციფრულ ხელმოწერას. თუ დააჭერთ ღილაკს [ციფრული ხელმოწერა] (ა)

სურ. 60

გამოვა გამაფრთხილებელი ფანჯარა (ბ) და პროგრამა მოგთხოვთ სერტიფიკატის განახლებას (გ). სერტიფიკატის განახლების პროცედურა აღწერილია თავში 5.3.5.

სურ. 61

  • No labels