Skip to end of metadata
Go to start of metadata

You are viewing an old version of this page. View the current version.

Compare with Current View Page History

« Previous Version 27 Next »

ზოგადი ინფორმაცია

Identiv ფირმის წამკითხველები SRC3310v2.0 და 2700R ბარათის კომპაქტური წამკითხველებია, რომლებიც კომპიუტერს USB ინტერფეისით უერთდება. ისინი განკუთვნილია პირადი მოხმარებისათვის. წამკითხველი სერტიფიცირებულია ID ბარათის სრულყოფილ მხარდაჭერაზე კონტაქტური ინტერფეისით.

  ამ წამკითხველის საშუალებით შეგიძლიათ დაათვალიეროთ თქვენი ბარათის შიგთავსი, Georgian ID Card - პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალური პროგრამის გამოყენებით, შეხვიდეთ მოქალაქის პორტალზე, განახორციელოთ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა და სხვა. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სამსახურში, ასევე სახლში ნებისმიერ კომპიუტერზე რომელსაც USB პორტი გააჩნია.

წამკითხველს არ აქვს PIN კოდის უსაფრთხო შეყვანის ფუნქცია, ამიტომაც კლიენტების მომსახურებისათვის მისი გამოყენება დაუშვებელია.

როგორ დავაყენოთ კომპიუტერზე?

წამკითხველების ინსტალაცია მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, რომელი ოპერაციული სისტემა აყენია თქვენს კომპიუტრზე. ქვემოთ თქვენ ნახავთ ინსტალაციის ინსტრუქციებს რამდენიმე, გავრცელებული ოპერაციული სისტემისათვის.

ინსტალაცია Microsoft Windows 7, 8.1, 10 ოპერაციულ სისტემაში

ბარათის წამკითხველები SRC3310v2.0 და 2700 R ავტომატურად ინსტალირდება იმ კომპიუტერზე, რომელზეც Microsoft Windows 7, 8.1, 10  ოპერაციული სისტემა აყენია.

ინსტალაციისთვის არაფერია საჭირო გარდა გამართულად მომუშავე ინტერნეტ–კავშირისა. იმისათვის, რომ დრაივერი დაინსტალირდეს თქვენს კომპიუტერზე, საკმარისია უბრალოდ შეუერთოთ ის USB პორტში.

Microsoft Windows 7, 8.1, 10 ავტომატურად დაუკავშირდება თავისი სტანდარტული დრაივერების საიტს და გადმოწერს საჭირო ვერსიას. თქვენ უბრალოდ უნდა დაელოდოთ მოწყობილობის ინსტალაციის დასრულების სტანდარტულ შეტყობინებას, რომელიც ეკრანზე გამოგიჩნდებათ.

იმ შემთხვევაში, თუ დრაივერი ავტომატურდ არ ინსტალირდა

 იმ შემთხვევაში, თუ წამკითხველების დრაივერები ავტომატრად არ ინსტალირდა, გადმოიწერეთ მწარმოებლის ვებ-გვერდიდან: SRC3310v2.02700 R და თქვენ დააყენეთ ქვემოთ მოცემული ინსტრუქციის მსგავსად.

 

ინსტალაცია Microsoft Windows XP ოპერაციულ სისტემაში

განვიხილოთ როგორ უნდა დააინსტალიროთ ბარათის წამკითხველები SRC3310v2.0 და 2700 R  კომპიუტერზე, რომელზეც Microsoft Windows XP ოპერაციული სისტემა აყენია.

სანამ ინსტალაციას დაიწყებთ მნიშვნელოვანია შეუერთოთ წამკითხველი კომპიუტერს.

საჭიროა ადმინისტრატორის პრივილეგიები

სანამ ინსტალაციას დაიწყებდეთ, დარწმუნდით რომ სისტემაში ადმინისტრატორის უფლებებით სარგებლობთ. თუკი ინსტალაციას სამსახურის კომპიუტერზე აკეთებთ, შესაძლოა დაგჭირდეთ თქვენი ორგანიზაციის სისტემური ადმინისტრატორის ან IT მხარდაჭერის სამსახურის დახმარება.

ინსტალაციის პროცედურა:

გადმოიწერეთ დრაივერი მწარმოებლის ვებ–გვერდიდან

  1. დრაივერები: SRC3310v2.02700 R
  2. დააჭირეთ Download ღილაკს;
  3. შეინახეთ არქივის ფაილი (SCR3XX_Driver_v4.65.zip ან uTrust_driver_v1.09.00.06_(WinXP-Win7-Win8.1).zip) თქვენს კომპიუტერში. მაგალითად, პირდაპირ სამუშაო მაგიდაზე (Desktop–ზე).
  4. გახსენით არქივის ფაილი.

დაიწყეთ ინსტალაცია:

  1. My Computer პიქტოგრამას დააწკაპეთ მაუსის მარჯვენე ღილაკით და გამოსული კონტექსტური მენიუდან აირჩიეთ Manage,

სურ. 1

     2. გამოსულ ფანჯარაში Computer Management მარცხნივ აირჩიეთ [Device Manager] (3), მარჯვნივ ჩამონათვალიდან (4) ნიშანზე დაწკაპუნებით გახსენით [Smart Card readers] და დააჭირეთ USB Smart Card reader (5) მაუსის მარჯვენა ღილაკით, გამოსული კონტექსტური მენიუდან აირჩიეთ [Update Driver...] (6)

სურ. 2

3. მონიშნეთ [No, not this time] (7) და დააჭირეთ ღილაკს [Next] (8)

სურ. 3

4. მონიშნეთ [Install from a list or specific location (Advanced)] (9) და დააჭირეთ ღილაკს [Next] (10)

სურ. 4

5. დააჭირეთ ღილაკს [Browse] (11) და გამოსულ ფანჯარაში აირჩიეთ საინსატალაციო ფაილების საქაღალდე SCR3XX_Driver_v5.65 (12), რომელიც გადმოიწერეთ პროვაიდერის გვერდიდან და დააჭირეთ ღილაკს [OK] (13)

სურ. 5

6. ბოლოს დააჭირეთ ღილაკს [Finish] (14)

სურ. 6

7. ბარათის წამკითხველის დრაივერების ჩამონათვალში დაემატება SCR3310 USB Smart Card Reader (ა)

სურ. 7

ინსტალაციის დასრულების შემდეგ 

 ბარათის წამკითხველის ინსტალაცია მხოლოდ პირველი ნაბიჯია იმისათვის, რომ თქვენ შესძლოთ ID ბარათის ელექტრონული ფუნქციების გამოყენება. გარდა ამისა, თქვენ ასევე დაგჭირდებათ დააყენოთ პროგრამული უზრუნველყოფა და სერტიფიკატები.

გასაგრძელებლად გადადით  ინსტალაციის ინსტრუქციების გვერდზე.

 

  • No labels