ID ბარათის მფლობელის სერტიფიკატები
ID ბარათის დამზადების პროცესში ბარათზე იქმნება გასაღებების ორი წყვილი. მათ ეწოდებათ ავთენტიფიკაციის და ციფრული ხელმოწერის გასაღებების წყვილები.პირველი წყვილი (ღია და დახურული) საჭიროა რომ მომხმარებელმა შესძლოს იდენტიფიკაცია ონლაინ სისტემებში. ხოლო მეორე წყვილი გამოიყენება დოკუმენტზე ციფრული ხელმოწერის შექმნისას. მაგალითად, Georgian ID Card - პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალური პროგრამის საშუალებით.
როგორც ერთი, ისე მეორე გასაღების გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს შესაბამისი PIN კოდის აკრეფა. იდენტიფიკაციის PIN კოდი პირდაპირ მოცემულია დალუქულ კონვერტში, რომელიც გადმოგეცემათ ID ბარათთან ერთად. გაითვალისწინეთ, რომ ციფრული ხელმოწერის PIN კოდის გააქტიურებისათვის უნდა გამოიყენოთ Georgian ID Card - პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალური პროგრამა.
ავთენტიფიკაციისა და ციფრული ხელმოწერის ღია გასაღებებზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გასცემს სერტიფიკატებს. ისინი ასევე ჩაწერილია ID ბარათზე და დათვალირებისთვის ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ Georgian ID Card - პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალური პროგრამა. თითოეული სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 2.5 წელი.
სერტიფიკატების იერარქია
სერტიფიკატების იერარქია შემდეგია
GEO Root CA
/ \
GEO Authentication CA GEO Signing CA
/ \
ავთენტიფიკაციის სერტიფიკატი ხელმოწერის სერტიფიკატი
ანუ ხელმოწერის სერტიფიკატს გასცემს სპეციალური გამცემი, GEO Signing CA ხოლო ავთენტიფიკაციისას, შესაბამისად, GEO Authentication CA. თავად გამცემი ორგანოების სერტიფიკატს გასცემს GEO Root CA რომელიც წარმოადგენს ძირითად გამცემ ორგანოს. GEO Root CA-ს სერტიფიკატი გაცემულია თავად GEO Root CA-ს მიერ.
იმისათვის, რომ ამა თუ იმ პროგრამულმა უზრუნველყოფამ მიიღოს მომხმარებლის სერტიფიკატი როგორც სანდო, აუცილებელია მასში ძირითადი გამცემი ორგანოს (GEO Root CA) სერტიფიკატის დამატება. ზოგიერთი მათგანისთვის ჩვენს გვერდზე არსებობს ინსტალაციის ინსტრუქციაც. მაგალითად:
სხვა პროგრამულ უზრუნველყოფაში ინსტალაცია, როგორც წესი, ანალოგიურია.
ძირითადი გამცემი ორგანოს (GEO Root CA) სერტიფიკატი
სერტიფიკატის გამცემი ორგანოს დასახელება სერტიფიკატში არის GEO Root CA. მისი შესაბამისი დახურული გასაღები უსაფრთხო წესით ინახება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფრასტრუქტურაში.
ძირითადი გამცემი ორგანოს სერტიფიკატის მახასიათებლები
სუბიექტი | C = GE O = Ministry of Justice of Georgia OU = Civil Registry Agency CN = GEO Root CA |
SHA1 ანაბეჭდი | 63 5a 04 c5 e3 7d 88 90 4e af b2 42 78 cd ab cb b9 05 7a ee |
მოქმედების ვადა | 01 ივლისი, 2032 18:02:27 |
გასაღების სიგრძე | 4096 ბიტი |
ძირითადი გამცემი ორგანოს სერტიფიკატის მიღება
როგორც პროგრამებში ინსტალაციის მიზნით, ისე უბრალოდ დასათვალიერებლად სერტიფიკატის გადმოწერა შეგიძლიათ აქედან: ზოგადი დანიშნულების ღია გასაღების ინფრასტრუქტურა
სერტიფიკატის ინსტალაცია გულისხმობს მისთვის ნდობის გამოცხადებას. რაც თავისთავად ნიშნავს რომ ყველა პროგრამული უზრუნველყოფა, რომელშიც სერტიფიკატის ინსტალირება ხდება, ავტომატურად უცხადებს ნდობას დოკუმენტებს, რომელიც ამ სერტიფიკატის საშუალებითაა გაცემული. ზუსტად იმიტომაა აუცილებელი რომ დაუკვირდეთ SHA1 ანაბეჭდს, რათა თავიდან აიცილოთ ავისმზრახველის მიერ თქვენს სისტემაში არასწორი სერტიფიკატების ინსტალაცია და გაყალბებული ხელმოწერების ნამდვილად გასაღება.
მფლობელის იდენტიფიკატორები სერტიფიკატში
თითოეული სერტიფიკატი შეიცავს ინფორმაციას მფლობელზე, ე.წ. სუბიექტის გამორჩეული სახელი (Subject Distinguished Name). მომხმარებლის სერტიფიკატში ეს ინფორმაციაა სახელი, გვარი (ინგლისურად, მთავრული სიმბოლოებით) და პირადი ნომერი. საქართველოს მოქალაქის და დროებითი/მუდმივი ბინადრობის მოწმობის მფლობელის სერტიფიკატებში ეს იდენტიფიკატორები განსხვავებულია:
ID ბარათის ტიპი | ბარათის მფლობელის იდენტიფიკატორი |
---|---|
მოქალაქის პირადობის მოწმობა | C=GE, O=Citizen, SERIALNUMBER=12345678901, CN=SAXELI GVARI |
დროებითი ბინადრობის მოწმობა | C=GE, O=Resident, OU=Temporary, SERIALNUMBER=12345678901, CN=SAXELI GVARI |
მუდმივი ბინადრობის მოწმობა | C=GE, O=Resident, OU=Permanent, SERIALNUMBER=12345678901, CN=SAXELI GVARI |
ეს წესი ვრცელდება როგორც ავთენტიფიკაციის, ისე ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატებზე. იმის გამო რომ ციფრულად ხელმოწერილ დოკუმენტში ხელმომწერის სერტიფიკატიც ემატება, შემოწმებისას ადვილია იმის გარკვევა, კონკრეტულად ვინ მოაწერა დოკუმენტს ხელი.