Skip to end of metadata
Go to start of metadata

You are viewing an old version of this page. View the current version.

Compare with Current View Page History

« Previous Version 18 Next »

რა საჭიროა PIN კოდები?

რატომ გადმომეცემა PIN კოდები დალუქულ კონვერტში?

სანამ ID ბარათი თქვენს ხელში მოხვდებოდეს, ის დიდ გზას გადის. ბარათი მზადდება სპეციალურ, მკაცრად კონტროლირებად სივრცეში – საბეჭდ ცენტრში. საბეჭდი ცენტრიდან გამოსული ბარათი ტრანსპორტირდება ოფისში სადაც თქვენ ბარათის მიღება გადაწყვიტეთ. ბოლოს კი გადმოგეცემათ თქვენ. თუკი ჩვენ გადმოგცემდით PIN კოდებს ღია სახით, გამოვიდოდა რომ ყველა ეტაპზე ჩვენს რომელიღაც თანამშრომელს საშუალება ექნებოდა ენახა თქვენი PIN კოდები. მაშასადამე თქვენი უსაფრთხოება დამოკიდებული გახდებოდა ყველა ამ პიროვნების კეთილსინდისიერებაზე,

დალუქულ კონვერტს ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება გააჩნია – შეუძლებელია მასში მოთავსებული ინფორმაციის წაკითხვა კონვერტის დაზიანების გარეშე. კონვერტი PIN კოდებით იბეჭდება ავტომატურად სპეციალური, მრავალგზის გადამოწმებული აპარატურის მიერ ასევე სპეციალურ, დაცულ და მკაცრად კონტროლირებად სივრცეში და იქვე ილუქება ადამიანის ჩარევის გარეშე. შემდეგ უკვე ადამიანების მიერ იგზავნება თქვენამდე. ერთადერთი, რაც თქვენ უნდა გააკეთოთ, არის ის რომ დარწმუნდეთ კონვერტის მთლიანობაში.

ეს მნიშვნელოვანია

კონვერტის მთლიანობაში დარწმუნდით მაშინვე, როდესაც ის გადმოგეცემათ და ნუ გადადებთ ამ პროცედურას სამერმისოდ. თუკი ხედავთ რომ კონვერტი დაზიანებულია, დაუყოვნებლივ გამოხატეთ თქვენი პრეტენზია

 

როდესაც დარწმუნდებით რომ თქვენი კონვერტის მთლიანობა დარღვეული არ არის, შეგიძლიათ თამამად გახსნათ ის. PIN კოდების კონვერტი უნდა გახიოთ ისრებით მითითებულ ზოლებში (იხ. სურათი).

როგორ სჯობს კონვერტის შენახვა?

განაცალკევეთ ბარათი და კონვერტი

ეცადეთ არ შეინახოთ PIN კოდების კონვერტი სხვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას. თუ ეს არ გამოგდით, ის მაინც სცადეთ რომ არ შეინახოთ თქვენი ID ბარათი და კონვერტი ერთად. მაგალითად, ბარათი მუდმივად ატარეთ საფულით, კონვერტი კი შეინახეთ სახლში

რა წერია PIN კოდების კონვერტში?

კონვერტი ასევე შეიცავს მოკლე ინსტრუქციას თითოეული კოდის შესახებ. კოდების შეცვლა, ციფრული ხელმოწერის PIN კოდის გააქტიურება, განბლოკვა, დავიწყებული PIN1 კოდის აღდგენა შესაძლებელია Georgian ID Card - პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალური პროგრამით, რომლის ინსტრუქციაც ასევე ხელმისაწვდომია ამავე გვერდზე

რა უნდა გავაკეთო, თუკი PIN კოდის კონვერტი დავკარგე?

იმ შემთხვევაში, თუკი PIN კოდების კონვერტი დაკარგეთ, მის ხელახლა ასაღებად უნდა მიაკითხოთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს, იუსტიციის სახლებსა ან საზოგადოებრივ ცენტრებს.

გამოდის რომ ID ბარათი ზედმეტად სარისკო ნივთია...

ვიღაცას ნამდვილად შეიძლება გაუჩნდეს იმის შიში რომ ID ბარათის ან PIN კოდის კონვერტის დაკარგვისას ის შეიძლება საფრთხეში აღმოჩნდეს. შიში რასაკვირველია ბოლომდე უსაფუძვლო არ არის მაგრამ დავფიქრდეთ, განა ჩვენს გარშემო უამრავი სახიფათო ნივთი არაა?

მაგალითად ავიღოთ თქვენი სახლის გასაღები:

  • განა მას კარის წინ, ხალიჩის ქვეშ ტოვებთ? რა თქმა უნდა არა, რადგანაც ქურდს შეუძლია იპოვოს ის და თქვენი სახლი გაძარცვოს.
  • როდესაც სახლის გასაღებს კარგავთ, განა არ ცვლით კარის კლიტეს? რასაკვირველია ცვლით – განა თქვენ დარწმუნებული ხართ რომ გასაღები კი არ დაკარგეთ, არამედ ავტობუსში ჯიბიდან ამოგაცალეს და უკანაც გამოგყვნენ რომ თქვენი სახლის მისამართი გაეგოთ

შეხედეთ თქვენს ID ბარათს როგორც თქვენი ინტერნეტ–სახლის გასაღებს და გაუფრთხილდით მას ზუსტად ისევე, როგორც სახლის გასაღებს უფრთხილდებით. სულ ესაა რაც მოგეთხოვებათ.

 

  • No labels