Skip to end of metadata
Go to start of metadata

Bit4id miniLECTOR EVO ბარათის კომპაქტური წამკითხველია, რომელიც კომპიუტერს USB ინტერფეისით უერთდება. ის განკუთვნილია პირადი მოხმარებისათვის.წამკითხველი სერტიფიცირებულია ID ბარათის სრულყოფილ მხარდაჭერაზე კონტაქტური ინტერფეისით. 

ამ წამკითხველის საშუალებით შეგიძლიათ დაათვალიეროთ თქვენი ბარათის შიგთავსი, Georgian ID Card - პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალური პროგრამის გამოყენებით, შეხვიდეთ მოქალაქის პორტალზე, განახორციელოთ ციფრული ხელმოწერა და სხვა. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სამსახურში, ასევე სახლში ნებისმიერ კომპიუტერზე რომელსაც USB პორტი გააჩნია.

 

წამკითხველს არ აქვს PIN კოდის უსაფრთხო შეყვანის ფუნქცია, ამიტომაც კლიენტების მომსახურებისათვის მისი გამოყენება დაუშვებელია.

როგორ დავაყენოთ კომპიუტერზე?

წამკითხველის ინსტალაცია მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, რომელი ოპერაციული სისტემა აყენია თქვენს კომპიუტრზე. ქვემოთ თქვენ ნახავთ ინსტალაციის ინსტრუქციებს რამდენიმე, გავრცელებული ოპერაციული სისტემისათვის"

ინსტალაციის დასრულების შემდეგ 

ბარათის წამკითხველის ინსტალაცია მხოლოდ პირველი ნაბიჯია იმისათვის რომ თქვენ შესძლოთ ID ბარათის ელექტრონული ფუნქციების გამოყენება. გარდა ამისა, თქვენ ასევე დაგჭირდებათ რომ დააყენოთ პროგრამული უზრუნველყოფა და სერტიფიკატები.

 

გასაგრძელებლად გადადით  ინსტალაციის ინსტრუქციების გვერდზე.

  • No labels