Skip to end of metadata
Go to start of metadata

ავთენტიფიკაციის PIN კოდის 3-ჯერ არასწორად აკრეფვის შემთხვევაში ავთენტიფიკაციის PIN კოდი დაიბლოკება.  

შტამპის შუალედური პროგრამის AWP Identity Manager საშუალებით შესაძლებელია შტამპის ბარათის დაბლოკილი ავთენტიფიკაციის  PIN კოდის განბლოკვა. ამ პროცედურისთვის დაგჭირდებათ შტამპის ბარათის ავთენტიფიკაციის PUK კოდი, რომელიც შტამპის ბარათთან ერთად კონვერტით გადმოგეცათ.

ავთენტიფიკაციის PIN კოდის განბლოკვის მიზნით შტამპის ბარათი განათავსეთ ბარათის წამკითხველ მოწყობილობაში და გაუშვით შტამპის შუალედური პროგრამა AWP Identity Manager.

სურ. 1

გააქტიურეთ ჩანართი [Unblock Password] (1). აირჩიეთ [User Password (PIN)] (2) და ველში [PUK] (3) შეიყვანეთ შტამპის ბარათის ავთენტიფიკაციის PUK კოდი. შემდეგ ველში [New User Password (PIN)] (4) ჩაწერეთ ავთენტიფიკაციის ახალი PIN კოდი და მომდევნო ველში [New User Password (PIN) confirmation] (5) გაიმეორეთ ავთენტიფიკაციის ახალი PIN კოდი. ცვლილების განხორციელების მიზნით დააჭირეთ ღილაკს [Unblock] (6).

სურ. 2


გამოვა შეტყობინება განბლოკვის წარმატებით დასრულების შესახებ.

სურ. 3

იხ. ვიდეო-ინსტრუქცია

 

 


  • No labels