შტამპის შუალედური პროგრამის AWP Identity Manager საშუალებით შესაძლებელია შტამპის ბარათის ხელმოწერის PIN კოდის შეცვლა.
ამისათვის შტამპის ბარათი განათავსეთ ბარათის წამკითხველ მოწყობილობაში და გაუშვით შტამპის შუალედური პროგრამა AWP Identity Manager.
სურ. 1
გააქტიურეთ ჩანართი [Change password] (1). აირჩიეთ [Signature PIN] (2) და ველში [Signature PIN] (3) შეიყვანეთ შტამპის ბარათის მოქმედი ხელმოწერის PIN კოდი. შემდეგ ველში [New Signature PIN] (4) ჩაწერეთ ახალი ხელმოწერის PIN კოდი და მომდევნო ველში [New Signature PIN confirmation] (5) გაიმეორეთ ახალი ხელმოწერის PIN კოდი. ცვლილების განხორციელების მიზნით დააჭირეთ ღილაკს [Change] (6).
სურ. 2
გამოვა შეტყობინება ცვლილების წარმატებით დასრულების შესახებ.
სურ. 3
იხ. ვიდეო-ინსტრუქცია