Skip to end of metadata
Go to start of metadata

ხელმოწერის PIN კოდის 3-ჯერ არასწორად აკრეფვის შემთხვევაში ხელმოწერის PIN კოდი დაიბლოკება.  

შტამპის შუალედური პროგრამის AWP Identity Manager საშუალებით შესაძლებელია შტამპის ბარათის დაბლოკილი ხელმოწერის  PIN კოდის განბლოკვა. ამ პროცედურისთვის დაგჭირდებათ შტამპის ბარათის ხელმოწერის PUK კოდი, რომელიც შტამპის ბარათთან ერთად კონვერტით გადმოგეცათ.

ხელმოწერის PIN კოდის განბლოკვის მიზნით შტამპის ბარათი განათავსეთ ბარათის წამკითხველ მოწყობილობაში და გაუშვით შტამპის შუალედური პროგრამა AWP Identity Manager.

სურ. 1

გააქტიურეთ ჩანართი [Unblock Password] (1). აირჩიეთ [Signature PIN] (2) და ველში [Signature PUK] (3) შეიყვანეთ შტამპის ბარათის ხელმოწერის PUK კოდი. შემდეგ ველში [New Signature PIN] (4) ჩაწერეთ ხელმოწერის ახალი PIN კოდი და მომდევნო ველში [New Signature PIN confirmation] (5) გაიმეორეთ ხელმოწერის ახალი PIN კოდი. ცვლილების განხორციელების მიზნით დააჭირეთ ღილაკს [Unblock] (6).

სურ. 2


გამოვა შეტყობინება განბლოკვის წარმატებით დასრულების შესახებ.

სურ. 3

იხ. ვიდეო-ინსტრუქცია

 

  • No labels