Skip to end of metadata
Go to start of metadata

ეს სახელმძღვანელო საშუალებას მოგცემთ, დააინსტალიროთ ბარათის წამკითხველი Bit4id miniLECTOR EVO კომპიუტერზე რომელზეც Microsoft Windows XP ოპერაციული სისტემა აყენია.

სანამ ინსტალაციას დაიწყებდეთ

სასურველია, არ შეუერთოთ წამკითხველი კომპიუტერს დრაივერის ინსტალაციის დასრულებამდე.

საჭიროა ადმინისტრატორის პრივილეგიები

სანამ ინსტალაციას დაიწყებდეთ, დარწმუნდით რომ სისტემაში ადმინისტრატორის უფლებებით სარგებლობთ. თუკი ინსტალაციას სამსახურის კომპიუტერზე აკეთებთ, შესაძლოა დაგჭირდეთ თქვენი ორგანიზაციის სისტემური ადმინისტრატორის ან IT მხარდაჭერის სამსახურის დახმარება.

ინსტალაციის პროცედურა

ინსტალაციის დროებითი ინსტრუქცია

 ჩვენ აღმოვაჩინეთ რომ ქვემოთ მოყვანილი ინსტრუქცია Windows XP–ს ყველა ვერსიაზე არ მუშაობს. მანამ, სანამ მოწყობილობის მწარმოებელი ამ პრობლემას გამოასწორებდეს, შეგიძლიათ დააინსტალიროთ Microsoft CCID დრაივერი რომელიც უზრუნველჰყოფს Bit4id miniLECTOR EVO–ს მხარდაჭერას.

გადმოიწერეთ დრაივერი მწარმოებლის ვებ–გვერდიდან

  1. დააჭირეთ მწვანე ისარს. თქვენ გადამისამართდებით მწარმოებლის ვებ–გვერდზე
  2. დააჭირეთ Download ღილაკს
  3. შეინახეთ არქივის ფაილი Windows-setup.zip თქვენს კომპიუტერში. მაგალითად, პირდაპირ სამუშაო მაგიდაზე (Desktop–ზე)

გახსენით არქივის ფაილი და დააინსტალირეთ დრაივერი

  1. იპოვეთ ფაილი Windows-setup.zip, რომელიც წინა ბიჯზე გადმოწერეთ

  2. გახსენით ფაილი. ამისათვის საჭიროა, 2-ჯერ დაუწკაპუნოთ მას. შედეგად გაიხსნება შემდეგი ფანჯარა

    miniLECTORZIP.jpg
  3. არქივში მოთავსებულია ინსტალატორი პროგრამა, სახელად MinilectorySetup.3.0.exe. ეკრანზე გამოვა შეკითხვა, დარწმუნებული ხართ თუ არა რომ გსურთ პროგრამის გაშვება (იხ. სურათი ქვემოთ). აირჩიეთ Run



  4. გამოვა ფანჯარა Installer Language. აირჩიეთ ინგლისური ენა და დააჭირეთ OK



  5. გამოვა ფანჯარა. აირჩიეთ Next



     
  6. დაეთანხმეთ  სალიცენზიო პირობებს I Agree ღილაკზე დაჭერით



     
  7. გამოჩნდება შემდეგი ფანჯარა და დაიწყება ინსტალაციის პროცესი. მისი დასრულების შემდეგ გააქტიურდება Close ღილაკი



     
  8. მიაქციეთ ყურადღება რომ სათაურზე ეწეროს Installation Complete (იხ. სურათი მე–7 პუნქტში). თუ ეს ასეა, შეგიძლიათ დააჭიროთ ღილაკს Close

  9. შეუერთეთ წამკითხველი კომპიუტერს. სისტემა ავტომატურად აღიქვამს ახალ მოწყობილობას. წამკითხველის ინსტალაცია დასრულებულია

 

  • No labels