Skip to end of metadata
Go to start of metadata

You are viewing an old version of this page. View the current version.

Compare with Current View Page History

« Previous Version 4 Next »

ID ბარათის დეველოპერის სახელმძღვანელო განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს ჩააშენოს ID ბარათის საკუთარ პროგრამულ უზრუნველყოფაში ან უბრალოდ აინტერესებს გაიგოს, როგორაა ID ბარათი მოწყობილი, რა ფუნქციონალობა აქვს მას და ასე შემდეგ.

მიუხედავად იმისა რომ აქ გამოქვეყნებული მასალების გაგება შეიძლება მოითხოვდეს სპეციფიურ ცოდნას, ჩვენ ვეცდებით, ის მაქსიმალურად გასაგები გავხადოთ რაც შეიძლება ფართო წრის მკითხველებისათვის.

ID ბარათის ტექნიკური სპეციფიკაცია

ID ბარათი სტანდარტული, ID-1 ზომის მოწყობილობაა, ზომა სტანდარტიზებულია ISO/IEC 7810 სტანდარტით. მეტი ამ სტანდარტის შესახებ შეგიძლიათ გაიგოთ ვიკიპედიას საშუალებით

ბარათზე დატანილია:

  1. ვიზუალური ინფორმაცია (სახელი, გვარი, სურათი, ხელმოწერა და სხვა)
  2. მანქანურად კითხვადი ზონა (MRZ) რომელიც შეესაბამება დოკუმენტს ICAO Document 9303 (იხ. ვიკიპედია)
  3. ელექტრონული მატარებელი, ინტეგრირებული მიკროსქემა რომელსაც გააჩნია შემდეგი ორი ინტერფეისი
    1. კონტაქტური ინტერფეისი ISO/IEC 7816 მიხედვით (იხ. ვიკიპედია)
    2. უკონტაქტო ინტერფეისი ISO/IEC 14443 მიხედვით (იხ. ვიკიპედია)

 

ელექტრონული მატარებელზე განთავსებულია საბარათე ოპერაციული სისტემა JCOP და მასზე ჩაწერილია პროგრამული უზრუნველყოფა ე.წ. აპლეტების სახით

 

ID ბარათის აპლეტები

ამჟამად ID ბარათზე მოთავსებულია 3 აპლეტი

  1. ICAO აპლეტი, რომელიც შეიცავს მფლობელის პირად ინფორმაციას ICAO Document 9303 მიხედვით. მასზე წვდომა შეიძლება როგორც კონტაქტური, ისე უკონტაქტო ინტერფეისიდან. წვდომა დაცულია Basic Access Control (BAC) საშუალებებით
  2. PKI აპლეტი, რომელიც შეიცავს მფლობელის კრიპტოგრაფიულ გასაღებებს და განკუთვნილია ონლაინ–იდენტიფიკაციისა და ციფრული ხელმოწერისათვის
  3. MIFARE 1k ემულატორი, რომელიც ახდენს პოპულარული MIFARE ბარათების ემულაციას და საშუალებას იძლევა, ჩაიწეროს მცირე ზომის მონაცემები ბარათზე

 

MIFARE 1k ემულატორი

როგორც ზემოთ აღინიშნა, MIFARE 1k ემულატორი გაკუთვნილია მცირე ზომის ინფორმაციების ჩასაწერად ბარათზე. ID ბარათზე მისი განთავსების ძირითადი მიზანი იყო ის რომ უფრო ადვილად მომხდარიყო ბარათის ინტეგრირება სხვადასხვა ბიზნეს–გადაწყვეტილებებში. პრაქტიკულად ნებისმიერი არსებული გადაწყვეტილება, რომელიც იყენებს MIFARE 1k ტექნოლოგიას და სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოცემულ ბარათებს, მცირეოდენი ძალისხმევის შემდეგ შეიძლება დაინტეგრირდეს პირდაპირ ID ბარათზე

MIFARE 1k ემულატორს შეუძლია შეიცავდეს მონაცემებს რამდენიმე სხვადასხვა სისტემისათვის. ამ მიზნით ის ინიციალიზირდება MIFARE Application Directory (MAD) სტანდარტის მიხედვით.

გაიგეთ მეტი MIFARE Application Directory–ს შესახებ MIFARE.net ვებ–გვერდიდან

 

სადღეისოდ MIFARE1k ემულატორის ზონაში თავსდება მოქალაქის სტატუსის ინფორმაცია. ვიმედოვნებთ, უახლოეს მომავალში იმ სისტემების რიცხვი რომლებიც თავიანთ ინფორმაციას ამ ზონაში ათავსებენ, მნიშვნელოვნად გაიზრდება

Recently Updated

Navigate space

  • No labels