Java Cryptography Architecture და Java Cryptography Extension განსაზღვრავენ Java პროგრამირების ენაზე დაფუძნებულ სისტემებში კრიპტოგრაფიისა და მასთან დაკავშირებული სხვა ოპერაციების ზოგად ჩარჩოებს. იქიდან გამომდინარე, რომ ID ბარათი წარმოადგენს კრიპტოგრაფიულ საშუალებას, ბუნებრივია რომ მას შეეძლოს სტანდარტული ინტერფეისის გამოყენებით კრიპტოგრაფიული ოპერაციების ჩატარება.
ამ მიზნით შექმნილია სპეციალური პროვაიდერი JCA/JCE წესების მიხედვით.
მხარდაჭერილი ინტერფეისები
კრიპტოგრაფიული პროვაიდერი მხარს უჭერს შემდეგ ინტერფეისებს:
- KeyStore - ამ ინტერფეისით შესაძლებელია მისწვდეთ ID ბარათის მომხმარებლის გასაღებებს, სერტიფიკატებს, ასევე სერტიფიკაციის შუალედური ცენტრების (GEO Authentication CA, GEO Signing CA) და ძირეულ (Root) სერტიფიკატს.
- Signature - ამ ინტერფეისით შესაძლებელია ციფრული ხელმოწერის განხორციელება. მხარდაჭერილია 3 ალგორითმი
- NONEwithRSA
- SHA1withRSA
- SHA256withRSA
პროვაიდერის ინსტალაცია
პროვაიდერის ინსტალაცია შესაძლებელია როგორც ცენტრალიზებულად, JRE გარემოში .jar ფაილების განთავსებით, ისე ლოკალურად პროგრამაში – ამ jar ფაილების CLASSPATH–ში განთავსებით.
ამ ეტაპზე jar ფაილების გადაწერა შეგიძლიათ ამავე გვერდიდან
ახლო მომავალში ეს ფაილები ასევე დაიდება id.ge –ს Maven–რეპოზიტორიში. ორივე ფაილი ოპერირებისათვის ასევე საჭიროებს sl4j ბიბლიოთეკას, რომლის გადმოწერაც შესაძლებელია მისი გვერდიდან.
სამაგალითო კოდი