Skip to end of metadata
Go to start of metadata

რა არის CCID?

სპეციფიკაცია USB Chip/Smart Card Interface Devices (CCID) განსაზღვრავს ბარათების წამკითხველების უნივერსალურ ინტერფეისს ოპერაციულ სისტემასთან. თუკი თქვენს სისტემას გააჩნია სპეციალური, უნივერსალური დრაივერის მხარდაჭერა რომელიც CCID–თავსებადია მაშინ შესაძლოა თქვენ აღარ დაგჭირდეთ ბარათის წამკითხველის სპეციალიზებული დრაივერის ინსტალაცია

Windows ვერსია

ამგვარი დრაივერის მხარდაჭერა Windows 7–ს თავისთავად აქვს. Windows XP–სათვის შესაძლოა საჭირო გახდეს მისი ინსტალაცია ხელით. ამაში ჩვენი გვერდი დაგეხმარებათ

CCID დრაივერის ინსტალაცია Windows XP ოპერაციულ სისტემაში

უპირველეს ყოვლისა, გადმოიწერეთ CCID დრაივერი Windows-ისათვის რომელიც ZIP ფორმატშია შეკუმშული და გახსენით ის რომელიმე დირექტორიაში. მაგალითად: C:\install\CCIDDriver. ამის შემდეგ შეუერთეთ ID ბარათის წამკითხველი თქვენს კომპიუტერს. ეკრანზე გამოვა ახალი ხელსაწყოს პოვნის ფანჯარა. აირჩიეთ მასში რომ არ გსურთ Windows Update სერვისთან დაკავშირება და დააჭირეთ Next

 

 

ამის შემდეგ ეკრანზე გამოვა ახალი ფანჯარა რომელიც შემოგთავაზებთ მოწყობილობის ავტომატურ ინსტალაციას. უთხარით მას რომ თქვენ თვითონ დააყენებთ მოწყობილობას სასურველი ადგილმდებარეობიდან და დააჭირეთ Next

 

შემდეგ ეკრანზე უნდა აირჩიოთ დირექტორია, სადაც განაარქივეთ ინსტრუქციის დასაწყისში გადმოწერილი ფაილი. ჩვენს შემთხვევაში ესაა C:\install\CCIDDriver და დააჭირეთ Next

 

Windows დაიწყებს ინსტალაციის პროცესს. დასრულებისას ის გამოიტანს წარმატებული ინსტალაციის შეტყობინების ფანჯარას

 

დახურეთ ის Finish ღილაკზე თითის დაჭერით.

 

ინსტალაცია დასრულებულია!

 

 

  • No labels