Skip to end of metadata
Go to start of metadata

მოკლე მიმოხილვა

ციფრული ხელმოწერის პორტალი  გაძლევთ დოკუმეტის ატვირთვის და მასზე ციფრული ხელმოწერის განხორციელების საშუალებას. პორტალით ასევე შეგიძლიათ ატვირთული დოკუმენტების გაზიარება, რათა მასზე სხვასაც მოაწერინოთ ხელი. გაზიარებისათვის აუცილებელია იცოდეთ პიროვნების 11-ციფრა პირადი ნომერი.

პორტალიზე იდენტიფიკაცია და ციფრული ხელმოწერა ხდება ID ბარათის გამოყენებით. იდენტიფიკაციისათვის დაგჭირდებათ 4-ნიშნა აუთენტიფიკაციის PIN კოდი. უშუალოდ დოკუმენტზე ხელმოსაწერად კი - ციფრული ხელმოწერის 6-ნიშნა PIN კოდი.

ციფრული ხელმოწერის PIN კოდი

გაითვალისწინეთ რომ ციფრული ხელმოწერის PIN-კოდს ესაჭიროება ერთჯერადი აქტივაცია. აქტივაციისათვის გამოიყენეთ ID ბარათების მართვის პროგრამა eID Card Tool

პორტალზე შესვლა 

პორტალი განთავსებულია შემდეგ მისამართზე: https://id.ge/signem-portal
თქვენ ასევე შეგიძლიათ შეხვიდეთ პორტალზე ID ბარათის ოფიციალური გვერდიდან. ამისათვის გახსენით ვებ-გვერდი www.id.ge. გამოტანილ ეკრანზე დააჭირეთ ციფრულ ხელმოწერას: 

 

ორივე შემთხვევაში გაიხსნება ციფრული ხელმოწერის პორტალის მთავარი გვერდი:

პორტალზე იდენტიფიკაცია

იმისათვის რომ თქვენ შეძლოთ დოკუმეტის ატვირთვა პორტალზე და შემდეგ ციფრულად ხელის მოწერა, უნდა გაიაროთ ავტორიზაცია. პორტალზე ავტორიზაცია შესაძლებელია მხოლოდ ID ბარათის საშუალებით.

ავტორიზაციისთვის ეკრანის მარჯვენა ზედა კუთხეში დააჭირეთ ბმულს "სისტემაში შესვლა"

იდენტიფიკაციის ინსტრუქცია

პორტალი იყენებს ID ბარათით იდენტიფიკაციის ცენტრალიზებულ სისტემას. დეტალური ინსტრუქცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: ID ბარათით იდენტიფიკაციის ცენტრალიზებული სისტემა

ჩანართი "დოკუმენტები"

იდენტიფიკაციის შემდეგ თქვენ მოხვდებით ჩანართზე "დოკუმენტები". ამ ჩანართიდან თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ, რა ფაილები გაქვთ ატვირთული, ჩამოტვირთოთ ერთ-ერთი მათგანი, ატვირთოთ ახალი ფაილი, ასევე ნახოთ თუ გაქვთ რაიმე ფაილი რომელიც სხვა მომხმარებელმა გაგიზიარათ და ა.შ.

ეს ჩანართი დამატებით აღჭურვილია ფუნქციით, შეამოწმოს თქვენს სისტემაში ინსტალირებული კომპონენტები და პრობლემების შემთხვევაში გაცნობოთ თქვენ ამის შესახებ.

ფაილის ატვირთვა პორტალზე

ხელმოსაწერი დოკუმენტის ასატვირთად დააჭირეთ "Choose File"  ღილაკს  და ამორიჩიეთ დოკუმენტი თქვენი დისკიდან

სისტემაში მოქმედი შეზღუდვები

სისტემაში მოქმედებს სხვადასხვა შეზღუდვები. კერძოდ, თქვენ არ შეგიძლიათ ატვირთოთ 4 მეგაბაიტზე დიდი ზომის ფაილი. თქვენს მიერ ატვირთული ფაილების ჯამური ზომა არ უნდა აღემატებოდეს 20 მეგაბაიტს.

თქვენს მიერ ატვირთული ფაილები შეინახება 30 დღის განმავლობაში, რის შემდეგადაც ის ავტომატურად წაიშლება.

 

ფაილზე ციფრული ხელმოწერა

იმისათვის რომ ფაილზე განახორციელოთ ციფრული ხელმოწერა, უნდა აირჩიოთ ფაილი სიიდან "ჩემი ფაილები" ან "დოკუმენტები რომლებიც სხვებმა გაგიზიარეს" და დააჭიროთ ბმულს "დეტალები"

 

ორივე შეემთხვევაში გაიხსნება დოკუმენტის დათვალიერების გვერდი.

დოკუმენტების დათვალიერების გვერდი

ამ გვერდზე ჩანს დოკუმენტის დამატებითი დატალები. თქვენ შეგიძლიათ კიდევ ერთხელ გადახედეთ დოკუმეტს (ღილაკი "დათვალიერება"), ამავე გვერდიდან შეგიძლიათ გაუზიაროთ დოკუმენტი სხვა მომხმარებლებს, მარჯვენა მხარეს მდებარე არის მეშვეობით - იქ საჭიროა მიუთითოთ მიმღების პირადი ნომერი, რეჟიმი ("დათვალიერება" ან "ხელმოწერა") და დააჭიროთ ღილაკს "გაზიარება".

დოკუმენტზე ხელმოწერა

თუკი დოკუმენტზე ხელის მოწერას გადაწყვეტთ, საჭიროა დააჭიროთ ღილაკს "ხელმოწერა", რომელიც გადაგიყვანთ ახალ გვერდზე. აქ თქვენ დაგჭირდებათ მიუთითოთ თქვენი ციფრული ხელმოწერის PIN კოდი (PIN3 კოდი, რომელიც დააყენეთ ID ბარათების მართვის პროგრამა eID Card Tool-ის მეშვეობით)

 

ხელმოწერის წარმატებით დასრულების შემდეგ თქვენ გადამისამართდებით დოკუმენტების დათვალიერების გვერდზე.

 

დოკუმენტების გაზიარება 

იმისათვის, რომ დოკუმენტი სხვას გაუზიაროთ დათვალიერების ან ხელმოწერისათვის, გაზიარების ფორმაში  უნდა შეიტანოთ თქვენი პირადი ნომერი, ამოირჩიოთ თუ რა უფლება ქენება დოკუმეტის დამთვალიერებელს: ხელმოწერის თუ მხოლოდ დათვალიერების. შემდეგ კი დააჭირეთ  "გაზიარება" ღილაკს:

 

ამ მოქმედების შემდეგ დაჭერის შემდეგ ხელმომწერი ჩაემატება გაზიარების არის ქვემოთ მდებარე სიაში. თუკი მომხმარებელი, ვისაც დოკუმენტი გაუზიარეთ, ერთხელ მაინც იყო შესული პორტალზე, სიაში პირდაპირ გამოჩნდება მისი სახელი და გვარი. წინააღმდეგ შემთხვევაში კი თქვენ დაინახავთ მხოლოდ პირად ნომერს.

 

 

Labels
  • None