Skip to end of metadata
Go to start of metadata

რა არის ონლაინ იდენტიფიკაცია?

ყოველდღიურად თქვენ უამრავ ინტერნეტ რესურსს სტუმრობთ. ეს შეიძლება იყოს ახალი ამბების საიტი, ელექტრონული ფოსტა, სოციალური ქსელი თუ სხვა. ზოგიერთ მათგანზე თქვენ შედიხართ ვებ-ბროუზერით, ზოგიერთზე სპეციალური პროგრამებით (მაგ. სამსახურის ელექტრონულ ფოსტაში).

სისტემების უმრავლესობას გააჩნია ერთი მნიშვნელოვანი საერთო ნიშან-თვისება - ისინი ითხოვენ თქვენს იდენტიფიკაციას მანამ, სანამ ინფორმაციაზე წვდომას მოგცემდნენ. როგორც წესი, იდენტიფიკაცია შემოიფარგლება თქვენთვის მომხმარებლის სახელის და პაროლის (Username/Password) შეკითხვით. თუკი კომბინაციას სწორად მიუთითებთ, ეს ნიშნავს რომ თქვენ ნამდვილად გაქვთ უფლება, მისწვდეთ თქვენს წერილებს, მისწეროთ ვინმეს თქვენი სახელით და ა.შ.

რასაკვირველია, ინტერნეტში განთავსებული საიტების უმრავლესობას თქვენი ფიზიკური იდენტობა (რეალური სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ა.შ.) არაფერში სჭირდება. მაგალითად, სოციალურ ქსელ Facebook-ზე თქვენ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ გამოგონილი სახელით და გვარით, გაიჩინოთ ვირტუალური მეგობრები და იცხოვროთ თქვენი რეალური ცხოვრებისაგან სრულიად განსხვავებული, ვირტუალური ცხოვრებით. მეტიც, თქვენი რეალური ვინაობის შესახებ თვით Facebook-საც კი არაფერი ეცოდინება. მისთვის მხოლოდ თქვენი ონლაინ იდენტობაა საინტერესო.

თუმცა ამის საპირისპიროდ, არსებობენ ვებ-საიტები რომლებზეც თქვენი ონლაინ იდენტობა აუცილებლად უნდა ასახავდეს თქვენს რეალურ ვინაობას.როგორც წესი, ასეთი საიტებია ბანკების ინტერნეტ-ბანკინგის სისტემები, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სისტემა, მოქალაქის პორტალი (https://my.gov.ge) და სხვანი.

მაგალითად, როდესაც მიდიხართ ბანკში და იქ ანგარიშს ხსნით, თქვენ გთხოვენ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას. ამის შემდეგ ანგარიში იხსნება უშუალოდ თქვენზე და თქვენს გარდა არავის აქვს უფლება, ამ ანგარიშიდან თანხა გაიტანოს. თუ გსურთ რომ ბანკში მისვლა იშვიათად დაგჭირდეთ, სთხოვთ ბანკს დაშვებას ინტერნეტ-ბანკინგის სისტემაში.

განსხვავებით Facebook-ისაგან, როდესაც ინტერნეტ-ბანკში თქვენს საიდენტიფიკაციო სახელს და პაროლს (Username/Password) კრეფთ, ბანკმა ცალსახად იცის, ვინ ხართ რეალობაში. მან იცის თქვენი რეალური სახელი, გვარი, პირადი ნომერი და სხვა - რათა დარწმუნდეს რომ ანგარიშიდან გადარიცხვას ნამდვილად ის პიროვნება ატარებს, რომელსაც ამის უფლება აქვს.

ონლაინ იდენტიფიკაცია და ID ბარათი

ID ბარათი ონლაინ იდენტიფიკაციის ერთ-ერთი საშუალებაა. გაყალბებისგან დაცვის თანამედროვე სისტემები, რომლებიც მას ახლავს, საშუალებას იძლევა მოხდეს მისი მფლობელის უტყუარი იდენტიფიკაცია, ანუ დადგინდეს, ფიზიკურად ვინ არის ის.

აქედან გამომდინარე, ID ბარათით ონლაინ იდენტიფიკაცია ძირითადად საჭიროა ისეთი სისტემებისათვის, სადაც თქვენი ონლაინ იდენტობა ემთხვევა ფიზიკურ ვინაობას. მაგალითად, მოქალაქის პორტალისათვის, სადაც თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სახელმწიფო უწყებებში დაცული ინფორმაცია თქვენს შესახებ.

განსხვავებით მომხმარებლის სახელითა და პაროლით იდენტიფიკაციისაგან, თავად მფლობელიც გაცილებით მეტადაა დაცული - იმისათვის რომ ვინმე თქვენს ნაცვლად შევიდეს სისტემაში, მან ფიზიკურად უნდა მოიპაროს თქვენი ID ბარათი, გაიგოს თქვენი PIN კოდი და თქვენი სახელით ოპერაციები მანამ ჩაიდინოს, სანამ თქვენ ID ბარათის დაკარგვის შესახებ განაცხადებდეთ.

ანონიმურობა და ID ბარათი

ის, რომ ID ბარათი მფლობელის უტყუარი იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა, სულაც არ ნიშნავს რომ ვებ-საიტი რომელზეც თქვენ იდენტიფიკაციას გაივლით, აუცილებლად გაიგებს თქვენს პირად ნომერს. სისტემა იმის საშუალებას მოგცემთ რომ თქვენ თვითონ აირჩიოთ, რა შეგიძლიათ უთხრათ ვებ-საიტს თქვენს შესახებ და რა არა.

ID ბარათით იდენტიფიკაციის ცენტრალიზებული სისტემა

ვებ-საიტებს უკვე შეუძლიათ, ID ბარათით მომხმარებლის იდენტიფიკაციისათვის გამოიყენონ ცენტრალიზებული სისტემა რომელიც განთავსებულია ID ბარათის ოფიციალურ გვერდზე https://id.ge/openid რასაკვირველია, ამისათვის მათ გარკვეული ტექნიკური სამუშაოების შესრულება მოუწევთ. დოკუმენტაცია ვებ-საიტების შემქმნელთათვის ასევე განთავსებულია ჩვენს ცოდნის ბაზაში.

მომხმარებლისთვის ეს პროცესი გამოიყურება შემდეგნაირად:

როდესაც რომელიმე ასეთ საიტზე თქვენ დააჭერთ ID ბარათით იდენტიფიკაციის ღილაკს, თქვენ გადმომისამართდებით ID ბარათის ოფიციალურ გვერდზე, სადაც გაივლით იდენტიფიკაციას თქვენი ID ბარათით.

იდენტიფიკაციის დასრულების შემთხვევაში გადამისამართდებით საწყის ვებ-გვერდზე. თუკი იდენტიფიკაცია წარმატებით დასრულდებ, ვებ-საიტი მიიღებს თქვენს უნიკალურ იდენტიფიკატორს და, თუკი ამაზე თქვენი თანხმობა იქნება - დამატებით ინფორმაციასაც.

თუკი ნებისმიერ მომენტში თქვენ უარს იტყვით იდენტიფიკაციას, საწყისი ვებ-გვერდი თქვენს შესახებ ვერაფერს გაიგებს.

იდენტიფიკაციისათვის დაგჭირდებათ:

  1. თქვენი ID ბარათი
  2. ბარათის წამკითხველი მოწყობილობა, რომელიც კომპიუტერთანაა შეერთებული
  3. კომპიუტერზე დაინსტალირებული Java Runtime Environment. სასურველია - ბოლო ვერსია
Java Runtime Environment ბოლო ვერსია

ინსტალაციისათვის დააჭირეთ და მიჰყევით ამ ბმულს

რეკომენდებულია, Java Runtime Environment მუდამ განახლებულ მდგომარეობაში იქონიოთ. ამის მიზეზი ისაა რომ მისი მწარმოებელი, Oracle Corporation მუდმივად ახდენს სხვადასხვა დეფექტების გასწორებას, რაც სისტემის უსაფრთხო და გამართული მუშაობის საწინდარია.

სადემონსტრაციო ვებ-გვერდი

თუკი თქვენ უკვე აღჭურვილი ხართ ყველა საჭირო ინსტრუმენტით, შეგიძლიათ იხილოთ ID ბარათით იდენტიფიკაციის ცენტრალიზებული სისტემის სადემონსტრაციო გვერდი

თქვენ შეგიძლიათ სცადოთ იდენტიფიკაცია როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე. ამისათვის ენის გადამრთველი უნდა დააყენოთ შესაბამის პოზიციაში.

იდენტიფიკაციისათვის დააჭიერეთ ID ბარათის ლოგოს.

მომხმარებლის უნიკალური იდენტიფიკატორი

იდენტიფიკატორი, რომელსაც ცენტრალიზებული სისტემა აგენერირებს ამა თუ იმ ვებსაიტისათვის, არ გასცემს არანაირ პირად ინფორმაციას თქვენს შესახებ. მოკლედ რომ ვთქვათ, ვებ-საიტი მარტო ამ იდენტიფიკატორის მეშვეობით ვერ მიხვდება, რა არის თქვენი სახელი და გვარი, პირადი ნომერი და სხვა.

მეტიც, ეს იდენტიფიკატორი სხვადასხვაა განსხვავებული საიტებისთვის. ეს კი თქვენი ანონიმურობის დამატებითი მექანიზმია

ID ბარათით იდენტიფიკაცია ვებსაიტზე 

ვებ-საიტებზე ID ბარათით იდენტიფიკაციის ორი შესაძლო ვარიანტი არსებობს. პირველ შემთხვევაში საიტი უშუალოდ ID ბარათითით იდენტიფიკაციას უჭერს მხარს - ისე, როგორც ამას  იხილოთ ID ბარათით იდენტიფიკაციის ცენტრალიზებული სისტემის სადემონსტრაციო გვერდი აკეთებს. ამისათვის მოძებნეთ ID ბარათის ლოგოტიპი იდენტიფიკაციის სექციაში.

სანამ იდენტიფიკაციას დაიწყებდეთ

ID ბარათით იდენტიფიკაციისთვის აუცილებელია იქონიოთ ბარათის წამკითხველი მოწყობილობა, რომელიც მიერთებული იქნება თქვენს კომპიუტერთან მანამ, სანამ იდენტიფიკაციის პროცესს დაიწყებდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება პროცესის თავიდან დაწყება დაგჭირდეთ.

თუ ვებ-საიტს ID ბარათით იდენტიფიკაციის საშუალება არ აქვს

თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ, გააჩნია თუ არა ვებ-საიტს OpenID -ის მხარდაჭერა. მაგალითად, ქვემოთ მოყვანილ ვებ-საიტის მთავარ გვერდზე, იდენტიფიკაციის პროვაიდერების ჩამონათვალში, არ აქვს მითითებული ID ბარათით იდენტიფიკაცია, მაგრამ მას აქვს OpenID -ის პროვაიდერით იდენტიფიკაციის საშუალება.

ასეთ შემთხვევაში თქვენ მოგიწევთ შეიტანოთ იდენტობის პროვაიდერის მისამართი: https://id.ge/openid  და შემდეგ დააჭიროთ "Login" ღილაკს 

ID ბართით იდენტიფიკაციის პროცესი

როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში თქვენ გადამისამართდებით ID ბარათის ოფიციალურ გვერდზე, რომელიც თქვენ მოგთხოვთ ID ბარათის ჩადებას წამკითხველში. ამის შემდეგ ეკრანზე გამოვა ბარათის PIN კოდის შეტანის ფორმა.

აქ თვენ უნდა შეიტანოთ აუთენტიფიკაციის PIN კოდი (4-ციფრა PIN1 კოდი) და დააჭირეთ "OK" ღილაკს :

PIN კოდის შეტანის შემდეგ, ეკრანზე გამოვა იმ მომაცემების ჩამონათვალი, რომლებსაც ითხოვს საიტი თქვენს შესახებ, იმისათვის რომ მოგცეთ ინფორმაციაზე წვდომა. გადახედეთ მონაცემებს და თუ თანახმა იქნებით, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია გადასცეთ, მაშინ დააჭირეთ "თანხმობა და საიტზე დაბრუნება" ღილაკს

ღილაკზე დაჭერის შემდეგ გადამისამართდებით უკან საიტზე, საიდანაც პროცესი დაიწყეთ, ამით იდეტიფიკაციის პროცესი დასრულდება. ღილაკ "გაუქმებაზე" დაჭერით თქვენ გადამისამართდებით საიტზე იდენტიფიკაციის შესახებ და თქვენი მონაცემები მისთვის ცნობილი არ გახდება.

თქვენი პირადი მონაცემები
მოცემული სურათიდან ადვილი მისახვედრია რომ მარტო თქვენი იდენტიფიკატორის ცოდნით საიტი ვერ გაიგებს თქვენს ვინაობას. თქვენი პირადი ინფორმაცია მოცემულია ატრიბუტებში (იხ. სურათი ზემოთ).

თუკი საიტმა ატრიბუტი მონიშნა როგორც "არააუცილებელი", თქვენ შეგიძლიათ მოუხსნათ მონიშვნა იმ ინფორმაციას, რომლიც გაზიარებაც მისთვის არ გსურთ. მაგალითად, ზემო სურათზე შეგიძლიათ საიტს მისცეთ მარტო პირადი ნომერი (მოხსნით რა მონიშვნებს ყველა დანარჩენ ატრიბუტს).

ამავე გვერდზე თქვენ შეგიძლიათ მიანიშნოთ რომ სამომავლოდაც დაეთანხმებით მოცემული საიტისთვის თქვენი მონაცემების გადაცემას. ასეთ შემთხვევაში ატრიბუტების დამოწმების გვერდი მოცემულ საიტზე იდენტიფიკაციის პროცესში მეორედ აღარ გამოჩნდება, PIN კოდის შეყვანის შემდეგ თქვენ პირდაპირ გადამისამართდებით საწყის ვებ-საიტზე, სადაც იდენტიფიკაციის გავლა გსურდათ.

 

 

Labels
  • None