ID ბარათზე ინახება 2 გასაღები, რომლითაც შესაძლებელია კრიპტოგრაფიული ოპერაციების ჩატარება. ესენია იდენტიფიკაციის და ციფრული ხელმოწერის გასაღებები. კრიპტოგრაფიული ოპერაციების შესრულებამდე აუცილებელია შესაბამისი PIN კოდის აკრეფა. იდენტიფიკაციის PIN კოდი პირდაპირ მოცემულია დალუქულ კონვერტში, რომელიც გადმოგეცემათ ID ბარათთან ერთად. ხოლო ციფრული ხელმოწერის PIN კოდის გააქტიურებისათვის უნდა გამოიყენოთ eID Card Tool.
ბარათის გაცემის პროცესში სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ბარათის მფლობელს უგენერირებს ორ სერტიფიკატს – ერთს იდენტიფიკაციისათვის, მეორეს ციფრული ხელმოწერისათვის. ეს სერტიფიკატები გაიცემა სპეციალური წესით (იხ. ქვემოთ) და ჩაწერილია ID ბარათზე.
სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 2.5 წელი.
სერტიფიკატების გაცემას ახორციელებს სერტიფიკატების გამცემი სპეციალური ორგანო. საჭიროა მისი ძირითადი სერტიფიკატის ინსტალირება ოპერაციულ სისტემასა და პოპულარულ პროგრამულ უზრუნველყოფაში რათა შესაძლებელი იყოს ამ ორგანოს ან მისი ქვეგანაყოფების მიერ გაცემული სერტიფიკატების შემოწმება.
სერტიფიკატის გამცემი ორგანოს დასახელება სერტიფიკატში არის GEO Root CA.
სერტიფიკატი შეგიძლიათ გადმოიწეროთ ამ ბმულიდან. ამ სერტიფიკატის მახასიათებლები შემდეგია:
სუბიექტი | C = GE O = Ministry of Justice of Georgia OU = Civil Registry Agency CN = GEO Root CA |
SHA1 ანაბეჭდი | 63 5a 04 c5 e3 7d 88 90 4e af b2 42 78 cd ab cb b9 05 7a ee |
მოქმედების ვადა | 01 ივლისი, 2032 18:02:27 |
გასაღების სიგრძე | 4096 ბიტი |
ინსტალაციის წინ აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება რომ სერტიფიკატის SHA1 ანაბეჭდი ზუსტად ემთხვეოდეს წინა აბზაცში მითითებულ მნიშვნელობას. ლათინური ასოების რეგისტრს (მთავრული/ნუსხური) მნიშვნელობა არ აქვს. |
უშუალოდ მოქალაქის სერტიფიკატების გაცემა ხდება არა ძირითადი არამედ შუალედური გამცემი ორგანოების მიმართ. ამჟამად 2 სხვადასხვა სახის სერტიფიკატის გაცემა ხდება. შესაბამისად, გამცემი ორგანოც ორია:
ამ გამცემი ორგანოების სერტიფიკატები გაცემული და დამტკიცებულია ძირითადი გამცემი ორგანოს (GEO Root CA) მიერ. ორივე სერტიფიკატი ინახება მოქალაქის ID ბარათზე და მისი ნახვა შესაძლებელია eID Card Tool–ის საშუალებით.
თუკი გადაწყვეტთ რომ ეს სერტიფიკატები თქვენს კომპიუტერზე ლოკალურად დააინსტალიროთ, აუცილებლად დააინსტალირეთ GEO Root CA (ძირითადი გამცემი ორგანოს სერტიფიკატი) და დარწმუნდით რომ ინსტალაციის პროცესში არ იღებთ შეტყობინებას არასანდო სერტიფიკატების შესახებ. |