ინსტალაციის მიზანი

საქართველოში დანერგილი კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა და კვალიფიციური ელექტრონული შტამპი ელექტრონული დოკუმენტის ფორმატად იყენებს PDF–ს (ISO 32000-1). აქედან გამომდინარე, მოქალაქეს შეუძლია ელექტრონული დოკუმენტების დათვალიერება დამოუკიდებელი მხარის მიერ მოწოდებული პროგრამული უზრუნველყოფით. კერძოდ ისეთი პოპულარული ხელსაწყოთი, როგორიცაა Adobe Reader.

ინსტრუქციაში მოცემული ინსტალაციის პროცესი ერთჯერადია. მას შემდეგ რაც კომპიუტერზე ერთხელ ჩაატარებთ ამ ქმედებას, თქვენ შეგეძლებათ შეამოწმოთ ნებისმიერი რაოდენობის დოკუმენტი

Adobe Reader–ის გადმოწერა შესაძლებელია საიტიდან http://get.adobe.com/reader/

ციფრულიად ხელმოწერილი დოკუმენტების სრულყოფილად დათვალიერების მიზნით რეკომენდებულია Adobe Reader-ის ვერსია, არანაკლებ 10-სა (Adobe Reader X). საზოგადოდ კი რეკომენდებულია რომ კომპიუტერზე ამ პროგრამის ყველაზე ახალი ვერსია გქონდეთ.

თუ შესაძლებელია, ასევე რეკომენდებულია რომ ჩართული გქონდეთ Adobe Reader-ის ავტომატური განახლების ფუნქცია.

სერტიფიკატების ინსტალაცია

სანამ ინსტალაციას შეუდგებოდეთ

იმპორტამდე გთხოვთ, ყურადღებით გადაამოწმოთ თითოეული სერტიფიკატის SHA-256 ანაბეჭდი რომ თავიდან აიცილოთ გაყალბებული სერტიფიკატის იმპორტი სისტემაში.

მაგალითად, Windows ოპერაციულ სისტემაში ამის გაკეთება შეგიძლიათ ბრძანებათა სტრიქონში, certutil ხელსაწყოთი

>certutil -hashfile GEOSigningCA.crt SHA256
SHA256 hash of file GEOSigningCA.crt:
9b bc fe 37 52 d1 90 b4 f7 b5 ae da 13 94 19 5e 58 ca 4e c0 55 f7 2a e6 44 55 34 b1 8b bb ec da
CertUtil: -hashfile command completed successfully.

მიაქციეთ ყურადღება ჰეშს. ის უნდა ემთხვეოდეს https://id.ge/tsp/generalpki მისამართზე გამოქვეყნებულს.

ინსტალაცია

გაუშვით პროგრამა Adobe Reader და მენიუს პუნქტში Edit აირჩიეთ Preferences 

შემდეგ აირჩიეთ Signatures და identities & Trusted Certificates -ის გასწვრივ დააჭირეთ More... ღილაკს

More ღილაკზე დაჭერის შემდეგ გამოსულ ფანჯარაში დააჭირეთ Trusted Certificates 

Trusted Certificates-ზე დაჭერის შემდეგ გამოსულ ფნაჯარაში დააჭირეთ import ჩანართს 

 

 

Import ჩანართში დაჭერის შემდეგ გამოვა შემდეგი ფანჯარა:

 

დააჭირეთ Browse და აირჩიეთ ძირითადი სერტიფიკატის ფაილი, რომელიც ინსტრუქციის დასაწყისში გადმოიწერეთ. ამ მაგალითში ნაჩვენებია GEO Signing CA. იგივე უნდა გააკეთოთ შემდეგ ორ სერტიფიკატზეც.

სიაში Contacts მონიშნეთ GEO Signing CA

სიაში Certificates ასევე მონიშნეთ GEO Signing CA

 

დააჭირეთ ღილაკს Trust. თქვენ დაინახავთ ფანჯარას  Import Contact Settings

გააკეთეთ მინიმუმ შემდეგი მონიშვნები:

 

სერტიფიკატის დასათვალიერებლად დააჭირეთ ღილაკს Certificate Details. გამოვა ფანჯარა, რომელშიც უნდა გადახვიდეთ Details ჩანართზე და აირჩიოთ SHA1 Digest.

 

Certificate Viewer ფანჯრის დასახურად დააჭირეთ Ok

ფაჯნარაში Import Contact Settings დააჭირეთ OK.

ფანჯარაში Choose Contact to Import დააჭირეთ Import

მიიღებთ დადასტურებას იმის შესახებ რომ 1 სერტიფიკატის იმპორტს აპირებთ. დაეთანხმეთ.

 

სერტიფიკატი დაიმპორტდება თქვენს Adobe Reader–ში

 

იხილეთ ვიდეო ინსტრუქცია: სერტიფიკატების ინსტალაცია Adobe Reader–ში

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/HHl9USo16vQ" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>