1. Georgian ID Card აპლიკაციის გამოყენება ციფრული ხელმოწერისას

1.1. ზოგადი აღწერა

ხელმოწერის პროცესის მსვლელობისას ხდება ინფორმაციის მიმოცვლა სერვერსა და აპლიკაციას შორის. ხელმოწერის აპლიკაციის გამოსაყენებლად საჭიროა HTTP REST (SSL ით დაცული) სერვისი, რომელიც დააბრუნებს შესაბამისი სტრუქტურის JSON-ს, (აღწერა §1.2) მაგალითად https://example.com/getJson, პროგრამის გასახსნელად საჭიროა ბმულის შეცვლა შემდეგნაირად: geoeid-unitool://example.com/getJson. შეცვლილ ბმულზე დაკლიკების შედეგად გაიხსნება Georgian ID Card პროგრამა და Json-ს წამოიღებს  https://example.com/getJson მისამართიდან.

1.2. Json-სტრუქტურა

JSON არის შემდეგი სახის:

{

}

1.2.1. Json-ის ზოგიერთი პარამეტრის დეტალური აღწერა

როდესაც dataType არის “hash”, ამ შემთხვევაში hash პარამეტრში განთავსებული უნდა ხელმოსაწერი ჰეშის hex-string მნიშვნელობა PDF დოკუმენტში ხელმოწერის განსათავსებლად:

თუ dataType არის “hash” და padesUsage არის false, ხელმოწერია იქნება CadES BASELINE პროფილით შესრულებული. ამ შემთხვევაში signatureProfile შეიძლება იყოს: “B”, “BT”, “LT”, “LTA”

 

როდესაც dataType არის “document”, საჭიროა ხელმოსაწერი დოკუმენტის გადმოსაწერი მისამართის მითითება dataUrl-ში, ამ შემთხვევაში hash პარამეტრს ყურადღება არ ექცევა.

 

პარამეტრი signatureProfile - განსაზღვრავს ხელმოწერის ტიპს.

1.3. ხელმოწერის მიღება სერვერზე

Georgian ID Card აპლიკაცია სერვერიდან წაიკითხავს JSON ობიექტს და გამოიტანს ხელმოწერის ინტერფეისს, ხელმოწერის დასრულების შემდეგ ვებსერვერს დაუბრუნებს ხელმოწერას submitUrl-ში მითითებულ მისამართზე, ან იმ მისამართზე საიდანაც წაიკითხა:

dataType =“hash“ შემთხვევაში ხელმოწერის ობიექტის (CMS Signed Data)  hex-string-ს POST მეთოდით და მისი პარამეტრის სახელია signedData.

dataType =“document“-ის შემთხვევაში აიტვირთება ხელმოწერილი დოკუმენტი, მისი პარამეტრის სახელია signedFile.

 

2. Georgian ID Card აპლიკაციის გამოყენება ავთენტიფიკაციისთვის

ავთენტიფიკაციის დროს, Json სტრუქტურა განსხვავდება ხელმოწერის Json სტრუქტურისგან.

2.1. Json-სტრუქტურა

JSON არის შემდეგი სახის:

{

}

2.2. Json აგების დეტალები

ავთენტიფიკაციისთვის სერვერმა უნდა დააგენერიროს Challenge, რომელზეც მოხდება ხელის მოწერა ავთენტიფიკაციის გასაღებით. Json ის hash-მნიშვნელობაში უნდა ჩაწეროს challenge-ის ჰეშ მნიშვნელობა, sha256 ალგორითმით.

2.3. ხელმოწერის მიღება სერვერზე

Georgian ID Card აპლიკაცია სერვერიდან წაიკითხავს JSON ობიექტს და გამოიტანს ავთენტიფიკაციის ინტერფეისს. ავთენტიფიკაციის დასრულების შემდეგ ვებსერვერი submitUrl-ში მითითებულ მისამართზე (ან იმ მისამართზე საიდანაც წაიკითხა)   დააბრუნებს CAdES ხელმოწერას. ხელმოწერის ვალიაცია შესაძლებელია DSS ბიბლიოთეკის საშუალებით