ზოგადი ინფორმაცია პინ კოდების შესახებ

თქვენ ID ბარათთან ერთად გადმოგეცათ სპეციალური კონვერტი, რომელშიც ინახება ელექტრონული სერვისებისათვის საჭირო PIN კოდები. კონვერტში მოთავსებულია 3 კოდი:

პინების დაკარგვის შემთხვევაში შესაძლებელია განახლება. განახლებული PIN კოდები პირველად გაცემული PIN კოდებისგან განსხვავებულია:

 

პინ კოდები

პირველადი

განახლებული

PIN1

4 ციფრი

6 ციფრი

PIN2

5 ციფრი

8 ციფრი

PIN3

6 ციფრი

მინიმუმ 6 ციფრი

PUK

8 ციფრი

8 ციფრი

 

ჩანართიდან [PIN კოდების მართვა] (ბ) შესაძლებელია ბარათის PIN კოდის, ხელმოწერის PIN კოდის და PUK კოდის მართვა.

სურ. 13

ბარათის PIN კოდი

ბარათის PIN კოდის მართვის მიზნით გააქტიურეთ ჩანართი [ბარათის PIN კოდი](1).

გამოჩნდება ბარათის PIN კოდის შესახებ ინფორმაცია (ა):

სურ. 14

ბარათის PIN კოდის შეცვლა

ბარათის PIN კოდის შეცვლის მიზნით დააჭირეთ ღილაკს [შეცვლა].

სურ. 15

გამოსულ ფანჯარაში შეიყვანეთ:

სურ. 16

საიდენტიფიკაციო PIN კოდი უნდა შედგებოდეს პირველადი პინების შემთხვევაში 4 სიმბოლოსგან, განახლებული პინების შემთხვევაში 6 სომბოლოსგან და შესაძლებელია მხოლოდ ციფრების მითითება.

 

პროცესის წარმატებით დასრულებისას გამოვა შესაბამისი შეტყობინება.

სურ. 17

ხელმოწერის PIN კოდის გააქტიურება

ხელმოწერის PIN კოდის გააქტიურების მიზნით გადადით ჩანართში [ხელმოწერის PIN კოდი](1) და დააჭირეთ ღილაკს [გააქტიურება](2).

სურ. 18

გამოსულ ფანჯარაში შეიყვანეთ:

სურ. 19

პროცესის წარმატებით დასრულებისას გამოვა შესაბამისი შეტყობინება.

სურ. 20

ხელმოწერის PIN კოდი უნდა შედგებოდეს პირველადი პინების შემთხვევაში 6 სიმბოლოსგან, განახლებული პინების შემთხვევაში მინიმუმ 6 სომბოლოსგან და შესაძლებელია მხოლოდ ციფრების მითითება.

 

ხელმოწერის PIN კოდის შეცვლა

ხელმოწერის PIN კოდის შეცვლის მიზნით გააქტიურეთ ჩანართში [ხელმოწერის PIN კოდი](1) და დააჭირეთ ღილაკს [შეცვლა] (2).

სურ. 21

გამოსულ ფანჯარაში შეიყვანეთ:

სურ. 22

პროცესის წარმატებით დასრულებისას გამოვა შესაბამისი შეტყობინება.

სურ. 23

ელექტრონული ხელმოწერის PIN კოდი უნდა შედგებოდეს პირველადი პინების შემთხვევაში 6 სიმბოლოსგან, განახლებული პინების შემთხვევაში მინიმუმ 6 სომბოლოსგან და შესაძლებელია მხოლოდ ციფრების მითითება

PUK კოდი

PUK კოდის მართვის მიზნით გააქტიურეთ ჩანართი [PUK კოდი].

გამოჩნდება PUK კოდის შესახებ ინფორმაცია (ა):

სურ. 24

PUK კოდის 3-ჯერ არასწორად გამოყენების შემთხვევაში დაიბლოკება და [სტატუსი] გახდება დაბლოკილია.

 

დაბლოკილი PUK კოდის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სსგს-ს ტერიტორიულ სამსახურებში!

ბარათის PIN კოდის განბლოკვა და აღდგენა

ბარათის PIN კოდის არასწორად აკრეფვის შემთხვევაში გამოვა შეტყობინების ფანჯარა.

სურ. 25

ბარათის PIN კოდი დაიბლოკება მისი არასწორად აკრეფის სამი მცდელობის შემდეგ და გამოვა შესაბამისი ფანჯარა.

სურ. 26

თუ დაგებლოკათ ბარათის საიდენტიფიკაციო PIN კოდი, მისი განბლოკვა შესაძლებელია. ამისათვის პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალურ პროგრამაში გააქტიურეთ ჩანართი [ბარათის PIN კოდი] (1) და დააჭირეთ ღილაკს [განბლოკვ] (2).

სურ. 27

გამოსულ ფანჯარაში შეიყვანეთ:

და დააჭირეთ ღილაკს [დადასტურება] (6).

სურ. 28

პროცესის წარმატებით დასრულებისას გამოვა შესაბამისი შეტყობინება.

სურ. 29

ხელმოწერის PIN კოდის განბლოკვა

ხელმოწერის PIN კოდის არასწორად აკრეფვის შემთხვევაში გამოვა შეტყობინების ფანჯარა.

სურ. 30

ხელმოწერის PIN კოდი დაიბლოკება მისი არასწორად აკრეფის სამი მცდელობის შემდეგ და გამოვა შესაბამისი ფანჯარა.

სურ. 31

თუ დაგებლოკათ ხელმოწერის PIN კოდი, მისი განბლოკვა შესაძლებელია. ამისათვის პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალურ პროგრამაში გააქტიურეთ ჩანართი [ხელმოწერის PIN კოდი] (1) და დააჭირეთ ღილაკს [განბლოკვ] (2).

სურ. 32

გამოსულ ფანჯარაში შეიყვანეთ:

სურ. 33

პროცესის წარმატებით დასრულებისას გამოვა შესაბამისი შეტყობინება.

სურ. 34

 ელქტრონული ხელმოწერის დავიწყებული PIN კოდის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სსგს-ს ტერიტორიულ სამსახურებში!