ID ბარათის პროგრამული უზრუნველყოფა აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს ბარათის წამკითხველების მიმართ. მანამ, სანამ ასეთ მოწყობილობას შეიძენდეთ, გადაამოწმეთ ამავე გვერდზე – თავსებადია თუ არა თქვენი წამკითხველი ID ბარათთან.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ID ბარათის განვითარების ჯგუფის სპეციალისტები მუდმივად მუშაობენ რათა მოთხოვნები მაქსიმალურად შემსუბუქდეს და რაც შეიძლება ბევრმა წამკითხველმა შესძლოს მუშაობა ID ბარათებთან.
გარდა ამისა, წამკითხველი შეიძლება იყოს სერტიფიცირებული პირადი ან კლიენტების მომსახურების წერტილებში გამოყენებისათვის.საკუთარ კომპიუტერზე მოქალაქეს შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერი სერტიფიცირებული წამკითხველი.
თუმცა დამატებითი უსაფრთხოების მიზნით პირადი გამოყენებისთვისაც უმჯობესია ისეთი წამკითხველი შეიძინოთ, რომელიც კლიენტების მომსახურების წერტილებისთვისაა სერტიფიცირებული. თუმცა გაითვალისწინეთ რომ ასეთი წამკითხველების ღირებულება მნიშვნელოვნად მაღალია ვიდრე ჩვეულებრივი, პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობებისა
მოქალაქის PIN კოდის უსაფრთხოების დაცვის მიზნით აკრძალულია კლიენტის მომსახურების წერტილებში (ბანკების, სადაზღვევო კომპანიების, სახელმწიფო დაწესებულების და ა.შ.) ისეთი წამკითხველების დაყენება, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი ციფერბლატი და ითხოვს PIN კოდის შეყვანას კომპიუტერის კლავიატურაზე! |
სერტიფიცირებული წამკითხველების სია მუდმივად განახლებადია. თუკი თქვენ წარმოადგენთ კომპიუტერულ მაღაზიას, რომლის წამკითხველებიც ამ სიაში არაა, გთხოვთ დაუკავშირდეთ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს. ჩვენი სპეციალისტები შეამოწმებენ თქვენს წამკითხველს და თავსებადობის შემთხვევაში მოდელის დასახელება აუცილებლად დაემატება ქვემოთ მოყვანილ სიაში
სურათი | მოდელი | მომწოდებელი | სერტიფიცირება | კლიენტის მომსახურება | დამატებითი ინფორმაცია | |||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
SCR3310v2 | SCM Microsystems | სრული | – | |||||
ASERive IIE USB V3C | Athena Smartcard | სრული | – | |||||
miniLector EVO | Bit4id | სრული | – | შეგიძლიათ შეიძინოთ იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში | ||||
SPR332 | SCM Microsystems | სრული | დასაშვებია |