პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალურ პროგრამაში შესაძლებელია ციფრული ხელმოწერის ვიზუალიზაცია. ამისათვის, ციფრული ხელმოწერის ფანჯარაში ხელმოსაწერი ფაილის არჩევის შემდეგ მონიშნეთ საკონტროლო ფანჯარა [ვიზუალური ხელმოწერა] (1) და დააჭირეთ ღილაკს [ხელმოწერა] (2).  გაიხსნება ხელმოწერის ვიზუალური დატანის ფანჯარა, დოკუმენტის შიგთავსით.

სურ. 1

ფანჯარაში მაუსის საშუალებით მონიშნეთ ადგილი (3), სადაც გსურთ ხელმოწერის დატანა და დააჭირეთ ღილაკს [ხელმოწერა] (4).

სურ. 2

ამის შემდეგ პროგრამა მოგთხოვთ ელექტრონული ხელმოწერის PIN კოდის (PIN3) შეყვანას. ჩაწერეთ ხელმოწერის პინი (5) და დააჭირეთ ღილაკს [დადასტურება] (6).

სურ. 3

გამოსულ ფანჯარაში [არა] ღილაკის არჩევით პროგრამა დაიხურება, ხოლო თუ გსურთ ხელმოწერილი ფაილის დათვალიერება დააჭირეთ ღილაკს [დიახ] (7).

სურ. 4

გაიხსნება ხელმოწერილი დოკუმენტი, სადაც ვიზუალურად იქნება დატანილი ხელმოწერა (ა).

სურ. 5

აღნიშნული მეთოდით შესაძლებელია რამდენიმე ხელმოწერის  ვიზუალიზაცია.  ამისათვის თითოეულმა ხელმომწერმა უნდა გაიმეოროს აღნიშნული პროცესი ისე, რომ ხელმოწერის არეალი არ ფარავდეს ერთმანეთს.

 

იხ. ვიდეო-ინსტრუქცია

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/trnMTg-o0VE" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>