შტამპის შუალედური პროგრამის გასაშვებად მოათავსეთ შტამპის ბარათი წამკითხველში და გახსენით Windows-ის პროგრამების ჩამონათვალი, დააჭირეთ Start-ს (1) მოძებნეთ AWP Identity Manager (2).

სურ. 1
მასზე დაწკაპებით გაიხსნება AWP Identity Manager პროგრამის საწყისი ფანჯარა, სადაც შესაძლებელია შტამპის ბარათის შესახებ ინფორმაციის მიღება და მასზე სხვადასხვა მოქმედებების განხორციელება:
AWP Identity Manager პროგრამის საწყისი ფანჯარა შედგება ბარათის წამკითხველიდან ამოღებული ინფორმაციისგან (ა), პროგრამის პარამეტრებისგან (ბ) და პროგრამის მართვის მენიუსგან (გ).

სურ. 2