შტამპის შუალედური პროგრამის გასაშვებად მოათავსეთ შტამპის ბარათი წამკითხველში და გახსენით Windows-ის პროგრამების ჩამონათვალი, დააჭირეთ Start-ს (1) მოძებნეთ IDplug Manager (2).

სურ. 1
მასზე დაწკაპებით გაიხსნება IDplug Manager პროგრამის საწყისი ფანჯარა, სადაც შესაძლებელია შტამპის ბარათის შესახებ ინფორმაციის მიღება და მასზე სხვადასხვა მოქმედებების განხორციელება:
IDplug Manager პროგრამის საწყისი ფანჯარა შედგება:
ბარათის წამკითხველიდან ამოღებული ინფორმაციისგან (ა)
პროგრამის პარამეტრებისგან (ბ)
პროგრამის მართვის მენიუსგან (გ)

სურ. 2
პროგრამის გაშვების შემდგომ შესაძლოა გაიხსნას პროგრამის ინგლისური ვერსია.
ენის შესაცვლელად დააჭირეთ პარამეტრებს [Parameters] (1) ჩამონათვალიდან აირჩიეთ [Language] (2)
ენის ასარჩევი ფანჯრიდან Language (ა), აირჩიეთ [Georgian] (3). არჩევანი დაადასტურეთ ღილაკით [OK] (4)
პროგრამა გაიხსნება ქართულ ენაზე
ღილაკი (1) ფანჯარა ინფორმაცია (ა) საშუალებით შესაძლებელია შტამპის ბარათის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციის მიღება.
ღილაკი (2) ფანჯარა შინაარსი (ბ) საშუალებით შესაძლებელია შტამპის ბარათის აუტენტიფიკაციისა და ხელმოწერის გასაღების შესახებ ინფორმაციის მიღება.
ღილაკი (3) ფანჯარა პაროლის შეცვლა (გ) საშუალებით შესაძლებელია შტამპის ბარათის აუტენტიფიკაციისა User ან ხელმოწერის Signature შეცვლა
ღილაკი (4) ფანჯარა პაროლის განბლოკვა (დ) საშუალებით შესაძლებელია შტამპის ბარათის აუტენტიფიკაციისა User ან ხელმოწერის Signature პინების შეცვლა
ღილაკი (5) ფანჯარა კოდის წაშლა (ე) საშუალებით შესაძლებელია შტამპის ბარათის კოდის წაშლა