რა საჭიროა PIN კოდები?

რატომ გადმომეცემა PIN კოდები დალუქულ კონვერტში?

სანამ ID ბარათი თქვენს ხელში მოხვდებოდეს, ის დიდ გზას გადის. ბარათი მზადდება სპეციალურ, მკაცრად კონტროლირებად სივრცეში – საბეჭდ ცენტრში. საბეჭდი ცენტრიდან გამოსული ბარათი ტრანსპორტირდება ოფისში სადაც თქვენ ბარათის მიღება გადაწყვიტეთ. ბოლოს კი გადმოგეცემათ თქვენ. თუკი ჩვენ გადმოგცემდით PIN კოდებს ღია სახით, გამოვიდოდა რომ ყველა ეტაპზე ჩვენს რომელიღაც თანამშრომელს საშუალება ექნებოდა ენახა თქვენი PIN კოდები. მაშასადამე თქვენი უსაფრთხოება დამოკიდებული გახდებოდა ყველა ამ პიროვნების კეთილსინდისიერებაზე,

დალუქულ კონვერტს ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება გააჩნია – შეუძლებელია მასში მოთავსებული ინფორმაციის წაკითხვა კონვერტის დაზიანების გარეშე. კონვერტი PIN კოდებით იბეჭდება ავტომატურად სპეციალური, მრავალგზის გადამოწმებული აპარატურის მიერ ასევე სპეციალურ, დაცულ და მკაცრად კონტროლირებად სივრცეში და იქვე ილუქება ადამიანის ჩარევის გარეშე. შემდეგ უკვე ადამიანების მიერ იგზავნება თქვენამდე. ერთადერთი, რაც თქვენ უნდა გააკეთოთ, არის ის რომ დარწმუნდეთ კონვერტის მთლიანობაში.

კონვერტის მთლიანობაში დარწმუნდით მაშინვე, როდესაც ის გადმოგეცემათ და ნუ გადადებთ ამ პროცედურას სამერმისოდ. თუკი ხედავთ რომ კონვერტი დაზიანებულია, დაუყოვნებლივ გამოხატეთ თქვენი პრეტენზია

 

როდესაც დარწმუნდებით რომ თქვენი კონვერტის მთლიანობა დარღვეული არ არის, შეგიძლიათ თამამად გახსნათ ის. PIN კოდების კონვერტი უნდა გახიოთ ისრებით მითითებულ ზოლებში (იხ. სურათი).

როგორ სჯობს კონვერტის შენახვა?

ეცადეთ არ შეინახოთ PIN კოდების კონვერტი სხვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას. თუ ეს არ გამოგდით, ის მაინც სცადეთ რომ არ შეინახოთ თქვენი ID ბარათი და კონვერტი ერთად. მაგალითად, ბარათი მუდმივად ატარეთ საფულით, კონვერტი კი შეინახეთ სახლში

რა წერია PIN კოდების კონვერტში?

კონვერტი ასევე შეიცავს მოკლე ინსტრუქციას თითოეული კოდის შესახებ. კოდების შეცვლა, ციფრული ხელმოწერის PIN კოდის გააქტიურება, განბლოკვა, დავიწყებული PIN1 კოდის აღდგენა შესაძლებელია Georgian ID Card - პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალური პროგრამით, რომლის ინსტრუქციაც ასევე ხელმისაწვდომია ამავე გვერდზე

რა უნდა გავაკეთო, თუკი PIN კოდის კონვერტი დავკარგე?

იმ შემთხვევაში, თუკი PIN კოდების კონვერტი დაკარგეთ, მის ხელახლა ასაღებად უნდა მიაკითხოთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს, იუსტიციის სახლებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს.

თუკი კონვერტის ადგილსამყოფელი არ იცით, თქვენ მოგიწევთ უფრო მეტად გაუფრთხილდეთ თქვენს ID ბარათს რათა ორივე ერთად (ბარათიც და კონვერტიც) ავისმზრახველის ხელში არ აღმოჩნდეს, მუდმივად აკონტროლოთ თქვენი ბარათის ადგილსამყოფელი და მისი დაკარგვისთანავე განაცხადოთ ცხელ ხაზზე, რომლის ნომერიც ასევე თქვენს კონვერტზეა მითითებული (ცხელი ხაზის ნომერია (+995) 32 240 10 10).

თუკი ID ბარათი და კონვერტი ავისმზრახველის ხელში აღმოჩნდა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს რომ თქვენ დაკარგავთ ყველაფერს, თქვენი სახელით ციფრულ ხელმოწერას და საბანკო გადარიცხვებს განახორციელებენ და ა.შ. მთავარია იმოქმედოთ სწრაფად და არ დააყოვნოთ, დაუყოვნებლივ განაცხადეთ ბარათის დაკარგვის შესახებ. ის მყისიერად, ცენტრალიზებულად შევა დაბლოკილთა სიაში და ყველა ოპერაცია რომელიც განხორციელდება ამის შემდეგ, ავტომატურად დაკარგავს ძალას


გამოდის რომ ID ბარათი ზედმეტად სარისკო ნივთია...

ვიღაცას ნამდვილად შეიძლება გაუჩნდეს იმის შიში რომ ID ბარათის ან PIN კოდის კონვერტის დაკარგვისას ის შეიძლება საფრთხეში აღმოჩნდეს. შიში რასაკვირველია ბოლომდე უსაფუძვლო არ არის მაგრამ დავფიქრდეთ, განა ჩვენს გარშემო უამრავი სახიფათო ნივთი არაა?

მაგალითად ავიღოთ თქვენი სახლის გასაღები:

შეხედეთ თქვენს ID ბარათს როგორც თქვენი ინტერნეტ–სახლის გასაღებს და გაუფრთხილდით მას ზუსტად ისევე, როგორც სახლის გასაღებს უფრთხილდებით. სულ ესაა რაც მოგეთხოვებათ.