ID ბარათზე მოქალაქის მიმიდინარე სტატუსის დატანა ხდება უკონტაქტო, MIFARE ზონაში შესაბამისი ინფორმაციული სტრუქტურის მოთავსების გზით. მოქალაქის მიმდინარე სტატუსის ელექტრონულად განსაზღვრას არსებითი უპირატესობები გააჩნია. მისი საშუალებით შესაძლებელია მოხდეს იდენტიფიკაცია, მიეკუთვნება თუ არა მოქალაქე ამა თუ იმ სოციალურ ჯგუფს: არის თუ არა სტუდენტი, დევნილი, პენსიონერი, ომის ვეტერანი და სხვა. ეს სახელმძღვანელო განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს საკუთარ სისტემაში დააინტეგრიროს მოქალაქის სტატუსის წაკითხვა და მასთან დაკავშირებული ოპერაციები.
მოქალაქის სტატუსის ერთ–ერთი პრაქტიკული მაგალითია სტუდენტური ბარათი რომელიც სინამდვილეში წარმოადგენს ID ბარათს, ზედ დატანილი დამატებითი ინფორმაციით.მაგალითად, თუკი მოქალაქე არის სტუდენტი, მან შეიძლება მიიღოს ფასდაკლება კინოთეატრში, ბიბლიოთეკაში, ისარგებლოს სტუდენტური ტარიფებით მობილურ ტელეფონზე და ა.შ.
სტუდენტური ფასდაკლების პროგრამაში ჩასართავად მხოლოდ ტექნიკური ინტეგრაცია არ კმარა. ასევე საჭიროა მიმართოთ შემოსავლების სამსახურს, რათა მიიღოთ დასტური აღნიშნული ფასდაკლების განხორციელებაზე. შემოსავლების სამსახური მიგითითებთ, შეგიძლიათ თუ არა თქვენი პროდუქტებისათვის განახორციელოთ სტუდენტური ფასდაკლება და კერძოდ რა გზით უნდა მოახდინოთ პიროვნების სტატუსის გადამოწმება – ბარათიდან ინფორმაციის ამოკითხვით თუ შესაბამისი ვებ–სერვისის გამოძახებით. |
სოციალური სტატუსის ინფორმაცია განთავსებულია ID ბარათზე. მისი წვდომა შესაძლებელია უკონტაქტო ინტერფეისით, MIFARE 1k ემულატორის გამოყენებით. მონაცემთა სტრუქტურაში განთავსებულია შემდეგი ძირითადი ინფორმაცია
სულ სისტემაში შესაძლებელია არსებობდეს 255 სხვადასხვა სტატუსი. მოქალაქეს დროის ნებისმიერ მომენტში ID ბარათზე შეიძლება ეწეროს მაქსიმუმ 5 სტატუსი.
ამჟამად რეალიზებულია 2 მეთოდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მოქალაქის სოციალური სტატუსის გადამოწმება: კითხვა უშუალოდ ID ბარათიდან და ონლაინ გადამოწმება ვებ–სერვისის საშუალებით.
ფასდაკლების განხორციელებისას თქვენს სისტემაში აუცილებლად უნდა შეინახოთ იმ პიროვნების სოციალური იდენტიფიკატორი, რომლისთვისაც განახორციელეთ ფასდაკლება, რათა შემდეგში შემოსავლების სამსახურს წარუდგინოთ ეს ინფორმაცია შედარების მიზნით. დაწვრილებით სოციალური იდენტიფიკატორის შესახებ შეგიძლიათ გაიგოთ ტექნიკური სპეციფიკაციის დოკუმენტიდან (იხ. ქვემოთ). |
გადამოწმების მიზნით შექმნილია სპეციალური ვებ–სერვისი რომლის გამოძახების შემდეგ თქვენ მიიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რა სტატუსი გააჩნია ამჟამად პიროვნებას. ამ მიდგომას გააჩნია რამდენიმე უპირატესობა:
მიდგომის ნაკლოვანებები:
სერვისი გამოქვეყნებულია შემდეგ მისამართზე: https://submission.e-government.ge/submission
სერვისის დასახელებაა CRA_GetPersonSocialStatusByPnByRequestBody
მომხმარებლებისათვის სერვისის მიწოდება მონაცემთა გაცვლის სააგენტოს საშუალებით ხდება. ინტეგრაციისათვის დაუკავშირდით შემდეგ მისამართზე: integration@dea.gov.ge |
როგორც ზემოთ აღინიშნა, მოქალაქის სოციალური სტატუსი პირდაპირ დატანილია MIFARE Classic 1k ემულატორის ზონაში. თუკი თქვენ გაქვთ ბარათის უკონტაქტო წამკითხველი რომელსაც შეუძლია MIFARE Classic 1k ბარათებთან მუშაობა, მისი საშუალებით თქვენ შესძლებთ შესაბამისი ზონის წაკითხვას. ამ მიდგომას გააჩნია რამდენიმე უპირატესობა:
მიდგომის ნაკლოვანებები:
სოციალური სტატუსის ინფორმაცია ID ბარათზე ღიად წერია. აქედან გამომდინარე, მისი კოპირება შესაძლებელია სპეციალური ფუნქციებით აღჭურვილ მობილურ ტელეფონებში. მიაქციეთ ყურადღება რომ პიროვნებამ წამკითხველს ID ბარათი დაადოს და არა მობილური ტელეფონი, ანდა რამე სხვა ბარათი. |
შეგიძლიათ იხილოთ ჩანაწერი ბლოგზე რომელიც აგიხსნით, როგორ ხდება ინფორმაციის ამოკითხვა MIFARE Classic 1k ემულატორიდან. პროგრამა დაწერილია Java–ზე თუმცა ის იყენებს სტანდარტულ PC/SC ინტერფეისებს და ასევე სტანდარტულ APDU ბრძანებებს ბარათთან. აქედან გამომდინარე, მისი პორტირება პროგრამირების სხვა ენაზე უპრობლემოდ შეიძლება
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორივე მეთოდს თავისი უპირატესობები და ნაკლოვანებები გააჩნია. თუ შეგიძლიათ განახორციელოთ ორივე (წაიკითხოთ სოციალური სტატუსი ID ბარათიდან და შემდეგ ვებ–სერვისშიც გადაამოწმოთ), ამით მნიშვნელოვნად გაამარტივებთ კლიენტების მომსახურებას და ამავდროულად თავიდან აიცილებთ რისკებს.
მხოლოდ ვებ–სერვისით გადამოწმება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში.
როგორც მოგახსენეთ, თქვენ აუცილებლად უნდა მიმართოთ შემოსავლების სამსახურს, თუკი ფასდაკლების განხორციელება გსურთ. ნებართვის გაცემისას შემოსავლების სამსახური ასევე მიგითითებთ, შეგიძლიათ თუ არა განახორციელოთ მომსახურება მარტო ვებ–სერვისის გამოყენებით. |
ტექნიკური სპეციფიკაციის დოკუმენტი, ვერსიაა 1.4 E-ID status application_ V 1.4.pdf
მუშაობა MIFARE Classic 1k ემულატორთან - ჩანაწერი ბლოგზე
ტექნიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხებისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: online@sda.gov.ge
დანარჩენ საკითხებთან დაკავშირებით (ხელშეკრულება, მომსახურების პირობები და სხვა) შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პროექტის ჯგუფს განათლების სამინისტროში ტელეფონზე: (+995 32) 2 200 220