ID ბარათის დეველოპერის სახელმძღვანელო განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს ჩააშენოს ID ბარათის საკუთარ პროგრამულ უზრუნველყოფაში ან უბრალოდ აინტერესებს გაიგოს, როგორაა ID ბარათი მოწყობილი, რა ფუნქციონალობა აქვს მას და ასე შემდეგ.
მიუხედავად იმისა რომ აქ გამოქვეყნებული მასალების გაგება შეიძლება მოითხოვდეს სპეციფიურ ცოდნას, ჩვენ ვეცდებით, ის მაქსიმალურად გასაგები გავხადოთ რაც შეიძლება ფართო წრის მკითხველებისათვის.
ID ბარათი სტანდარტული, ID-1 ზომის მოწყობილობაა, ზომა სტანდარტიზებულია ISO/IEC 7810 სტანდარტით. მეტი ამ სტანდარტის შესახებ შეგიძლიათ გაიგოთ ვიკიპედიას საშუალებით
ბარათზე დატანილია:
ელექტრონული მატარებელზე განთავსებულია საბარათე ოპერაციული სისტემა JCOP და მასზე ჩაწერილია პროგრამული უზრუნველყოფა ე.წ. აპლეტების სახით
ამჟამად ID ბარათზე მოთავსებულია 3 აპლეტი
როგორც ზემოთ აღინიშნა, MIFARE 1k ემულატორი გაკუთვნილია მცირე ზომის ინფორმაციების ჩასაწერად ბარათზე. ID ბარათზე მისი განთავსების ძირითადი მიზანი იყო ის რომ უფრო ადვილად მომხდარიყო ბარათის ინტეგრირება სხვადასხვა ბიზნეს–გადაწყვეტილებებში. პრაქტიკულად ნებისმიერი არსებული გადაწყვეტილება, რომელიც იყენებს MIFARE 1k ტექნოლოგიას და სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოცემულ ბარათებს, მცირეოდენი ძალისხმევის შემდეგ შეიძლება დაინტეგრირდეს პირდაპირ ID ბარათზე
MIFARE 1k ემულატორს შეუძლია შეიცავდეს მონაცემებს რამდენიმე სხვადასხვა სისტემისათვის. ამ მიზნით ის ინიციალიზირდება MIFARE Application Directory (MAD) სტანდარტის მიხედვით.
გაიგეთ მეტი MIFARE Application Directory–ს შესახებ MIFARE.net ვებ–გვერდიდან
სადღეისოდ MIFARE1k ემულატორის ზონაში თავსდება მოქალაქის სოციალური სტატუსის ინფორმაცია. ვიმედოვნებთ, უახლოეს მომავალში იმ სისტემების რიცხვი რომლებიც თავიანთ ინფორმაციას ამ ზონაში ათავსებენ, მნიშვნელოვნად გაიზრდება