მოქალაქის მიმდინარე სტატუსის ელექტრონულად განსაზღვრას არსებითი უპირატესობები გააჩნია. მისი საშუალებით შესაძლებელია მოხდეს იდენტიფიკაცია, მიეკუთვნება თუ არა მოქალაქე ამა თუ იმ სოციალურ ჯგუფს. მაგალითად, თუკი მოქალაქე არის სტუდენტია, მან შეიძლება მიიღოს ფასდაკლება კინოთეატრში, ბიბლიოთეკაში, ისარგებლოს სტუდენტური ტარიფებით მობილურ ტელეფონზე და ა.შ.
სტუდენტური ფასდაკლების პროგრამაში ჩასართავად მხოლოდ ტექნიკური ინტეგრაცია არ კმარა. ასევე საჭიროა მიმართოთ შემოსავლების სამსახურს რათა მიიღოთ დასტური აღნიშნული ფასდაკლების განხორციელებაზე. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ მიმართოთ შემოსავლების სამსახურს. |
ამ სისტემის შექმნის იდეა განვითარდა სტუდენტური ბარათების კონცეფციიდან. ამჟამად იგი განზოგადებულია და შესაძლებელია მისი გამოყენება არამარტო სტუდენტების, არამედ სხვა სოციალური ჯგუფების შემთხვევაშიც.მაგალითად, შეიძლება არსებობდეს სოციალური სტატუსი "დევნილი", "პენსიონერი", "ომის ვეტერანი" და სხვა.
სოციალური სტატუსის ინფორმაცია განთავსებულია ID ბარათზე. მისი წვდომა შესაძლებელია უკონტაქტო ინტერფეისით, MIFARE 1k ემულატორის გამოყენებით. მონაცემთა სტრუქტურაში განთავსებულია შემდეგი ძირითადი ინფორმაცია
სულ სისტემაში შესაძლებელია არსებობდეს 255 სხვადასხვა სტატუსი. მოქალაქეს დროის ნებისმიერ მომენტში ID ბარათზე შეიძლება ეწეროს მაქსიმუმ 5 სტატუსი.
ტექნიკური სპეციფიკაციის დოკუმენტი, ვერსიაა 1.4 E-ID status application_ V 1.4.pdf