სოციალური სტატუსის შემოწმების პროგრამა საშუალებას გვაძლევს წავიკითხოთ ID ბარათზე ჩაწერილი მოქალაქის სტატუს(ებ)ი .
ID ბარათზე სტატუსის შემოწმებისთვის საჭიროა :
იმისათვის რომ პროგრამამ შესძლოს ID ბარათიდან ინფორმაციის წაკითხვა, აუცილებელია კომპიუტერი აღჭურვილი იყოს ბარათის უკონტაქტო წამკითხველით, რომლის დრაივერიც უნდა იყოს დაინსტალირებული სისტემაში. პროგრამასთან თავსებადი ბარათის წამკითხველი მოწყობილეობების დასახელება და მათი დრაივერების ბმულების სია იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში
მოდელი | მწარმოებელი | დრაივერი |
---|---|---|
OMNIKEY 5321 USB | HID Global | https://www.hidglobal.com/drivers |
SCL 010 | SCM Microsystems/Identive | http://support.identive-group.com/downloads.php?lang=en |
SDI 010 | SCM Microsystems/Identive | http://support.identive-group.com/downloads.php?lang=en |
პროგრამის პირველადი გაშვებისთვის უნდა გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე : https://id.ge/tools/social-status-viewer/
ბმულის გადასვლის შემდეგ გაიხსნება ფრომა :
დააჭირეთ "პროგრამის გაშვება" ღილაკს . ღილაკზე დაჭერის შემდეგ პრგორამა გადმოიწერება თქვენს კომპიუტერში . შემდეგში პროგრამის მარტივად გახსნისთვის შეგიძლიათ ის მოათავსოთ კომპიუტერის სამუშაო მაგიდაზე
პროგრამის კომპიუტერში გადმოწერის შემდეგ თქვენ აღარ დაგჭირდებათ ზემოთ მოცემულ ბმულზე გადასვლა . პროგრამის გაშვების გასამარტივებლად შეგიძლიათ ის განათავსოთ კომპიუტერის სამუშაო მაგიდაზე |
წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველად ეკრანზე გამოვა ბარათის წამკითხველის არჩევის ფანჯარა
ბარათის წამკითხველის არჩევა
პროგრამის პირველი გაშვებისას ეს ფანჯარა ავტომატურად გამოდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი თქვენი კომპიუტერი ორი ან მეტი წამკითხველითაა აღჭურვილი |
მონაცემების გადამოწმების შემდეგ ეკრანზე გამოვა ID ბარათზე არსებული სტატუს(ებ)ის ინფორმაცია : გამოტანილი ფორმა შეიცავს სოციალურ იდენტიფიკატორს (შეგიძლიათ ამ იდენტიფიკაორის დამახოსვრება ) ასევე მოქალაქის მიმდინარე სტატუსს და სტატუსის მოქმედების ვადას
"დამახსოვრების" ღილაკი მოქალაქის იდენტიფიკატორს დაიმახსოვრებს სისტემურ ბუფერში |
პროგრამის კომპიუტერიდან წაშლისთვის უნდა განხორციელოთ შემდეგი პროცედურა :
2. გახსენით Java და დააჭირეთ "View" ღილაკს :
3. ღილაკზე დაჭერის შემდეგ გახსნილ ფორმაში მონიშნეთ "eID Citizens Status Viewer"
4. დააჭირეთ მაუსის მარჯვენა ღილაკს ხელი და კონტექსტური მენიუში აირჩიეთ "delete"