წამკითხველების სერტიფიცირება

ID ბარათის პროგრამული უზრუნველყოფა აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს ბარათის წამკითხველების მიმართ. მანამ, სანამ ასეთ მოწყობილობას შეიძენდეთ, გადაამოწმეთ ამავე გვერდზე – თავსებადია თუ არა თქვენი წამკითხველი ID ბარათთან.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ID ბარათის განვითარების ჯგუფის სპეციალისტები მუდმივად მუშაობენ რათა მოთხოვნები მაქსიმალურად შემსუბუქდეს და რაც შეიძლება ბევრმა წამკითხველმა შესძლოს მუშაობა ID ბარათებთან.

 

გარდა ამისა, წამკითხველი შეიძლება იყოს სერტიფიცირებული პირადი ან კლიენტების მომსახურების წერტილებში გამოყენებისათვის.საკუთარ კომპიუტერზე მოქალაქეს შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერი სერტიფიცირებული წამკითხველი.

თუმცა დამატებითი უსაფრთხოების მიზნით პირადი გამოყენებისთვისაც უმჯობესია ისეთი წამკითხველი შეიძინოთ, რომელიც კლიენტების მომსახურების წერტილებისთვისაა სერტიფიცირებული. თუმცა გაითვალისწინეთ რომ ასეთი წამკითხველების ღირებულება მნიშვნელოვნად მაღალია ვიდრე ჩვეულებრივი, პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობებისა

მოქალაქის PIN კოდის უსაფრთხოების დაცვის მიზნით აკრძალულია კლიენტის მომსახურების წერტილებში (ბანკების, სადაზღვევო კომპანიების, სახელმწიფო დაწესებულების და ა.შ.) ისეთი წამკითხველების დაყენება, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი ციფერბლატი და ითხოვს PIN კოდის შეყვანას კომპიუტერის კლავიატურაზე!

თუკი თქვენ შემოგთავაზეს კლიენტის მომსახურების ოფისში PIN კოდის კლავიატურაზე აკრეფა, დაბეჯითებით გირჩევთ უარი თქვათ ამ მოთხოვნაზე

 

სერტიფიცირებული წამკითხველები

სერტიფიცირებული წამკითხველების სია მუდმივად განახლებადია. თუკი თქვენ წარმოადგენთ კომპიუტერულ მაღაზიას, რომლის წამკითხველებიც ამ სიაში არაა, გთხოვთ დაუკავშირდეთ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს. ჩვენი სპეციალისტები შეამოწმებენ თქვენს წამკითხველს და თავსებადობის შემთხვევაში მოდელის დასახელება აუცილებლად დაემატება ქვემოთ მოყვანილ სიაში

 

სურათიმოდელიმომწოდებელისერტიფიცირებაკლიენტის მომსახურებაუკონტაქტოდამატებითი ინფორმაციაინსტრუქცია
 SCR3310v2SCM Microsystemsსრული  
ASERive IIE USB V3CAthena Smartcardსრული  
miniLector EVOBit4idსრულიშეგიძლიათ შეიძინოთ იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებშიიხილეთ ინსტრუქცია
SPR332SCM Microsystemsსრულიდასაშვებია  
SDI10SCM Microsystemsსრული+  
OMNIKEY 5321 USBHID Globalსრული+  
OMNIKEY 3021 USBHID Globalნაწილობრივი  
OMNIKEY 3821  USB PinpadHID Globalნაწილობრივიდასაშვებია  
 КР-371ООО АВТОР (უკრაინა)სრულიშესაძლოა, წამკითხველს დასჭირდეს პროგრამული უზრუნველყოფის განახლება ID ბარათთან თავსებადობისათვის