Skip to end of metadata
Go to start of metadata

შტამპის შუალედური პროგრამის AWP Identity Manager საშუალებით შესაძლებელია შტამპის ბარათის PIN კოდის (ხელმოწერის კოდი) შეცვლა.

ამისათვის შტამპის ბარათი განათავსეთ ბარათის წამკითხველ მოწყობილობაში და გაუშვით შტამპის შუალედური პროგრამა AWP Identity Manager.

სურ. 1

გააქტიურეთ ჩანართი [Change password] (1) და ველში [User password (PIN)] (2) შეიყვანეთ შტამპის ბარათის მოქმედი PIN კოდი. შემდეგ ველში [New User password (PIN)] (3) ჩაწერეთ ახალი PIN კოდი და მომდევნო ველში [New User password (PIN) confirmation] (4) გაიმეორეთ ახალი PIN კოდი. ცვლილების განხორციელების მიზნით დააჭირეთ ღილაკს [Change] (5).

სურ. 2

გამოვა შეტყობინება ცვლილების წარმატებით დასრულების შესახებ.

სსსურ. 3

იხ. PIN კოდის შეცვლის ვიდეო-ინსტრუქცია

 


  • No labels