Skip to end of metadata
Go to start of metadata

შტამპის PIN კოდის 3-ჯერ არასწორად აკრეფვის შემთხვევაში PIN კოდი დაიბლოკება და გამოვა შეტყობინება

სურ. 1

 

შტამპის შუალედური პროგრამის AWP Identity Manager საშუალებით შესაძლებელია შტამპის ბარათის დაბლოკილი PIN კოდის განბლოკვა. ამ პროცედურისთვის დაგჭირდებათ შტამპის ბარათის PUK კოდი, რომელიც შტამპის ბარათთან ერთად კონვერტით გადმოგეცათ.

PIN კოდის განბლოკვის მიზნით შტამპის ბარათი განათავსეთ ბარათის წამკითხველ მოწყობილობაში და გაუშვით შტამპის შუალედური პროგრამა AWP Identity Manager.

სურ. 2

გააქტიურეთ ჩანართი [Unblock Password] (1) და ველში [Admin password] (2) შეიყვანეთ შტამპის ბარათის PUK კოდი. შემდეგ ველში [New password] (3) ჩაწერეთ დაბლოკილი PIN კოდი და მომდევნო ველში [New password confirmation] (4) გაიმეორეთ დაბლოკილი PIN კოდი. ცვლილების განხორციელების მიზნით დააჭირეთ ღილაკს [Unblock] (5).

სურ. 3

გამოვა შეტყობინება განბლოკვის წარმატებით დასრულების შესახებ.

სურ. 4

იხ. დაბლოკილი PIN კოდის განბლოკვის ვიდეო-ინსტრუქცია

 

 


  • No labels