Versions Compared

Key

  • This line was added.
  • This line was removed.
  • Formatting was changed.

პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალურ პროგრამაში შესაძლებელია ციფრული ხელმოწერის ვიზუალიზაცია. ამისათვის, ციფრული ხელმოწერის ფანჯარაში ხელმოსაწერი ფაილის არჩევის შემდეგ მონიშნეთ საკონტროლო ფანჯარა [ვიზუალური ხელმოწერა] (1) და დააჭირეთღილაკს [ხელმოწერა] (2).  გაიხსნება ხელმოწერის ვიზუალური დატანის ფანჯარა, დოკუმენტის შიგთავსით.

Image Modified

სურ. 1

ფანჯარაში მაუსის საშუალებით მონიშნეთ ადგილი (3), სადაც გსურთ ხელმოწერის დატანა და დააჭირეთ ღილაკს [ხელმოწერა] (4).

Image Modified

სურ. 2

ამის შემდეგ პროგრამა მოგთხოვთ ელექტრონული ხელმოწერის PIN კოდის (PIN3) შეყვანას. ჩაწერეთ ხელმოწერის პინი (5) და დააჭირეთ ღილაკს [დადასტურება] (6).

Image Modified

სურ. 3

გამოსულ ფანჯარაში [არა] ღილაკის არჩევით პროგრამა დაიხურება, ხოლო თუ გსურთ ხელმოწერილი ფაილის დათვალიერება დააჭირეთ ღილაკს [დიახ] (7).

Image Modified

სურ. 4

გაიხსნება ხელმოწერილი დოკუმენტი, სადაც ვიზუალურად იქნება დატანილი ხელმოწერა (ა).

...