Versions Compared

Key

  • This line was added.
  • This line was removed.
  • Formatting was changed.

JMRTD–ის ინსტალაცია

JMRTD არის პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საშუალებით შესაძლებელია ბიომეტრიული დოკუმენტების წაკითხვა, მათ შორის – ID ბარათისა. მისი გადმოწერა შეიძლება საიტიდან: http://www.jmrtd.org

ბმულზე დაჭერის შემდეგ გადახვალთ JMRTD - ს  გვერდზე  სადაც "Downloads" სექციაში მოთავსებულია ბმულები სხვადახვა ოპერაციული სისტემებისთვის. მაგალითისთვის ამოვირჩიოთ Windows Installer და დავაჭიროთ შესაბამის ბმულს:

Image Removed

jmrtd_installer.exe -ზე დაჭერის შემდეგ ავტომატურად დაიწყება პროგრამის საინსტალაციო ფაილის ჩამოტვირთვა .  შემდეგ გახსენით ფაილი და დაეთანხმეთ ინსტალაციის დაწყებას. გამოტანილი ფორმაზე დააჭირეთ "Next" ღილაკს :

Image Removed

 შემდეგ გამოსულ ფორმაზე ასევე დააჭირეთ  "Next" ღილაკს :

Image Removed

ღილაკზე დაჭერის შემდეგ გამოტანილი ფრომაზე დააჭირეთ "OK" :

Image Removed

"OK" ღილაკზე დაჭერის შემდეგ პროგრამა დაიწყებს დაინსტალირებას და მას შემდეგ რაც  ფორმაზე დაიწერება "finished" დააჭირეთ "Next" ღილაკს :

Image Removed

გამოტანილ ფორმაზე ასევე დააჭირეთ "Next" ღილაკს :

Image Removed

ღილაკზე დაჭერის შემდეგ პროგრამა დაინსტალირდება  და გამოტანლილ ფორმაზე დააჭირეთ "done" ღილაკს :

Image Removed

 

ID ბარათის წაკითხვა 

შენიშვნა : JMRTD პროგარმის საშუალებით  ბარათის წაკითხვისთვის აუცილებელია რომ ბარათის წამკითხველის   კომპიუტერთან შეერთება .

 

გახსენით პროგრამა , გამოტანილ ფორმაზე დააჭირეთ "Add BAC entry" ღილაკს  :

Image Removed

...

რა არის JMRTD?

აბრევიატურა MRTD იშიფრება როგორც Machine Readable Travel Document ანუ მანქანურად წაკითხვადი სამგზავრო დოკუმენტი. ეს ტერმინი აღნიშნავს ისეთ დოკუმენტებს, რომლებიც მომხმარებლის პირად ინფორმაციას შეიცავენ ICAO 9303 სტანდარტის მიხედვით. სტანდარტი განსაზღვრავს რა სახის პირადი ინფორმაცია შეიძლება იქნას დატანილი დოკუმენტზე, როგორ უნდა იყოს დაცული ის არასანქცირებული წვდომისგან და გაყალბებისგან.

საქართველოს მიერ გაცემული პირადობის ელექტრონული მოწმობა (ID ბარათი) და ახალი თაობის ბიომეტრიული პასპორტი მომხმარებლის მონაცემებს შეიცავენ ICAO 9303 სტანდარტის მიხედვით. შესაბამისად, მათი ამოკითხვა შესაძლებელია იმ პროგრამული უზრუნველყოფით, რომლებიც ამ სტანდარტს უჭერენ მხარს.

JMRTD არის ერთ-ერთი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც ICAO 9303 სტანდარტის დოკუმენტების წაკითხვა შეუძლია.

 

Info
titleბიომეტრიული პასპორტის შემთხვევაში

განსხვავებით ID ბარათისგან, საქართველოში გაცემული ბიომეტრიული პასპორტი შეიცავს მფლობელის თითის ანაბეჭდებს. ამ ინფორმაციის განსაკუთრებული მგრძნობიარობიდან გამომდინარე, ანაბეჭდების წაკითხვა უბრალო წამკითხველი მოწყობილობებით შეუძლებელია. ამის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ წამკითხველებს (მაგ. ტურნიკეტს თბილისის აეროპორტში) აქვს.

სანამ წაკითხვას შეუდგებოდეთ

იმისათვის რომ მოახერხოთ პასპორტის ან ID ბარათის შიგთავსის წაკითხვა, აუცილებელია თქვენს კომპიუტერს შეუერთოთ წამკითხველი მოწყობილობა. გაითვალისწინეთ რომ თუკი ბიომეტრიული პასპორტის წაკითხვას აპირებთ, თქვენ დაგჭირდებათ მოწყობილობა უკონტაქტო ინტერფეისით, რადგანაც პასპორტს, ID ბარათისგან განსხვავებით არ გააჩნია კონტაქტები. ID ბარათის შემთხვევაში ორივე ტიპის წამკითხველი გამოსადეგია.

ამასთან ერთად თქვენ რასაკვირველია დაგჭირდებათ JMRTD-ს ინსტალაცია თქვენს კომპიუტერზე. Windows ოპერაციულ სისტემაში ინსტალაციისათვის იხილეთ ინსტრუქცია.

დოკუმენტის წაკითხვა

როგორც ID ბარათი, ისე ბიომეტრიული პასპორტი დაცულია არასანქცირებული წაკითხვისგან ე.წ. BAC (Basic Access Control) მეთოდით. ეს მეთოდი ითვალისწინებს შემდეგს: იმისათვის რომ თქვენი დოკუმენტის წაკითხვა შესძლოს, წამკითხველს ესაჭიროება იცოდეს შემდეგი ინფორმაცია:

  1. დოკუმენტის ნომერი
  2. მფლობელის დაბადების თარიღი
  3. მოწმობის ვადის გასვლის თარიღი

JMRTD-ს ესაჭიროება ამ ინფორმაციის ხელით შეტანა რათა მან მოახერხოს წვდომა დანარჩენ ინფორმაციაზე.

Note

აეროპორტებსა და სხვა სპეციალიზებულ ადგილებში ამ მიზნით სპეციალური წამკითხველი მოწყობილობები დგას, რომლებიც ჯერ ვიზუალური სკანირებით კითხულობენ აღნიშნულ ინფორმაციას, მოქალაქის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტიდან. ხოლო ამის შემდეგ უკავშირდებიან დოკუმენტს ელექტრონულად და კითხულობენ დანარჩენ ინფორმაციას.

შედარებისათვის, ID ბარათზე დამატებით (არასტანდარტულად) რეალიზებულია ინფორმაციაზე წვდომა იმ შემთხვევაში თუ ბარათის მფლობელი თავის PIN კოდს აკრეფს. ამ მეთოდით მუშაობს ID ბარათების მართვის პროგრამა eID Card Tool

BAC ინფორმაციის შეყვანა

პროგრამის მთავარ ფანჯარაში დააჭირეთ "Add BAC entry" ღილაკს. გამოტანილ "Doc.nr"  ველში შეიყვანეთ დოკუმენტის (ბარათის სერიული , პასპორტის) ნომერი , "DoB" ველში შეიყვანეთ დაბადების თარიღი , "DoE" ველში შეიყვანეთ  ბარათის დოკუმენტის მოქმედების ვადა და დააჭირეთ "OK" ღილაკს :

Image Removed

ღილაკზე დაჭერის შემდეგ თქვენი ბარათის მონაცემები დაემატება პროგრამას :

Image Removed

შემდეგ მოათავსეთ ბარათი წამიკთხველში . ეს ინფორმაცია დაემატება სიაში მთავარ გვერდზე. ისე, როგორც ქვემოთ მოცემულ სურათებზეა ნაჩვენები

Section
Column
width33%

Image Added

Column
width33%

Image Added

Column
width34%

Image Added

გაითვალისწინეთ რომ თუ რამდენიმე საბუთი გაქვთ, ამ მეთოდით შეგიძლიათ დაამატოთ ინფორმაცია ყველა მათგანზე და შემდეგ წაიკითხოთ

 

ინფორმაციის ამოკითხვა

შემდეგ მოათავსეთ დოკუმენტი წამიკთხველში ან წამკითხველზე და მენიუდან Tool-ს ამოირჩიეთ Reload Card :

Image Removed

ღილაკზე დაჭერის შემდეგ პროგამაში ჩაიტვირთება ბარათძე ჩატვირთული  მონაცემები :

Image Removed

ფორმაში 2-ზე დაჭერის შემდეგ შეძლებთ თქვენი ხელმოწერის ნიმუშის ნახავა :

Image Removed

ასევე "view"-დან შესაძელებლია  ბარათზე დატანილი სხვადასხვა ინფორმაციების ნახვა , მაგალითად მასზე დატანილი სერთიფიკატების :

Image Removed

 

. პროგრამა დაიწყებს დოკუმენტის დამუშავებას და ცოტა ხანში მასში ჩაიტვირთება დოკუმენტის მონაცემები

Section
Column
width50%

Image Added

Column
width50%

Image Added

პროგრამაში ნავიგაციით თქვენ შესძლებთ ნახოთ თქვენი ხელმოწერის ნიმუში და სხვა ინფორმაცია - ყველაფერი, რაც თქვენს შესახებ დოკუმენტზე წერია.

Warning
titleბიომეტრიული პასპორტის შემთხვევაში

ბიომეტრიულ პასპორტს, თავისი დიდი ზომებიდან გამომდინარე, წამკითხველზე სპეციალური მეთოდით სჭირდება მოთავსება. რეკომენდებულია წამკითხველზე დაადოთ პასპორტის უკანა ყდა იმგვარად რომ წამკითხველის ზედაპირი პასპორტით სრულად დაიფაროს.

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, თითის ანაბეჭდების ინფორმაციას პასპორტიდან ამ მეთოდით ვერ წაიკითხავთ. ამიტომ წაკითხვისას თქვენ მიიღებთ შეტყობინებებს შეცდომების შესახებ. გთხოვთ ნუ მიაქცევთ მას ყურადღებას.

დოკუმენტის ნამდვილობის შემოწმება

MRTD დოკუმენტების მთავარი უპირატესობა ისაა რომ მათი ნამდვილობის შემოწმება ელექტრონულად არის შესაძლებელი.

 

JMRTD-ს შეუძლია შეამოწმოს, დოკუმენტი ნამდვილად ავტორიზებული ორგანოს მიერ არის გაცემული თუ არა. ამისათვის ის ამოწმებს აღნიშნული ავტორიზებული ორგანოს ციფრულ ხელმოწერას დოკუმენტზე დატანილ ინფორმაციაზე.ამისათვის მას მოჰყვება მრავალი ქვეყნის გამცემი ორგანოების შესამოწმებელი მონაცემები. თუმცა მათ რიცხვში საქართველო სტანდარტულად არ არის.

Info
titleავტორიზებული გამცემი ორგანო საქართველოში

როგორც ცნობილია, საქართველოში პასპორტებისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობების გაცემას ახორციელებს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. სწორედ მისი შესამოწმებელი ინფორმაციის ჩამატება იქნება საჭირო ხელით, რათა დოკუმენტის უტყუარობა ელექტრონულად დადასტურდეს.

საქართველოში გაცემული დოკუმენტების ნამდვილობის შემოწმების დამატება JMRTD-ში

Info

ინსტრუქცია მზადების პროცესშია. გთხოვთ მოგვიანებით გვეწვიოთ