...
ავთენტიფიკაციის PIN კოდის განბლოკვის მიზნით შტამპის ბარათი განათავსეთ ბარათის წამკითხველ მოწყობილობაში და გაუშვით შტამპის შუალედური პროგრამა AWP Identity Manager.
სურ. 31
გააქტიურეთ ჩანართი [Unblock Password] (1). აირჩიეთ [User Password (PIN)] (2) და ველში [PUK] (3) შეიყვანეთ შტამპის ბარათის ავთენტიფიკაციის PUK კოდი. შემდეგ ველში [New User Password (PIN)] (4) ჩაწერეთ ავთენტიფიკაციის ახალი PIN კოდი და მომდევნო ველში [New User Password (PIN) confirmation] (5) გაიმეორეთ ავთენტიფიკაციის ახალი PIN კოდი. ცვლილების განხორციელების მიზნით დააჭირეთ ღილაკს [Unblock] (6).
სურ. 42
გამოვა შეტყობინება განბლოკვის წარმატებით დასრულების შესახებ.
სურ. 53