JMRTD–ს ინსტალაცია
JMRTD არის პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საშუალებით შესაძლებელია ბიომეტრიული დოკუმენტების წაკითხვა, მათ შორის – ID ბარათისა. მისი გადმოწერა შეიძლება საიტიდან http://www.jmrtd.org
ბმულზე დაჭერის შემდეგ გადახვალთ JMRTD - ს გვერდზე სადაც "Downloads" სექციაში მოთავსებულია ბმულები სხვადახვა ოპერაციული სისტემებისთვის. ამოირჩიეთ შესაბამისი ბმული. მაგალითისთვის განვიხილოთ Windows Installer და დავაჭიროთ შესაბამის ბმულს:
jmrtd_installer.exe -ზე დაწერის შემდეგ ავტომატურად დაიწყება პროგრამის საინსტალაციო ფაილის ჩამოტვირთვა . შემდეგ გახსენით ფაილი და დაეთანხმეთ ინსტალაციის დაწყებას. გამოტანილი ფორმაზე დააჭირეთ "next" ღილაკს :
ღილაკზე დაჭერის შემდეგ გამოსულ ფორმაზეც ასევე დააჭირეთ "Next" ღილაკს :
ღილაკზე დაჭერის შემდეგ გამოტანილი ფრომაზე დააჭირეთ "OK" :
"OK" ღილაკზე დაჭერის შემდეგ პროგრამა დაიწყებს დაინსტალირებას და მას შემდეგ რაც ფორმაზე დაიწერება "finished" დააჭირეთ "Next" ღილაკს :
გამოტანილ ფორმაზე ასევე დააჭირეთ "Next" ღილაკს :
ღილაკზე დაჭერის შემდეგ პროგრამა დაინსტალირდება და გამოტანლილ ფორმაზე დააჭირეთ "done" ღილაკს :
ID ბარათის წაკითხვა
შენიშვნა : JMRTD პროგარმის საშუალებით ბარათის წაკითხვისთვის აუცილებელია რომ ბარათის წამკითხველი იყოს კომპიუტერთან შეერთებული .
გახსენით პროგრამა , გამოტანილ ფორმაზე დააჭირეთ "Add BAC entry " ღილაკს :
...
რა არის JMRTD?
აბრევიატურა MRTD იშიფრება როგორც Machine Readable Travel Document ანუ მანქანურად წაკითხვადი სამგზავრო დოკუმენტი. ეს ტერმინი აღნიშნავს ისეთ დოკუმენტებს, რომლებიც მომხმარებლის პირად ინფორმაციას შეიცავენ ICAO 9303 სტანდარტის მიხედვით. სტანდარტი განსაზღვრავს რა სახის პირადი ინფორმაცია შეიძლება იქნას დატანილი დოკუმენტზე, როგორ უნდა იყოს დაცული ის არასანქცირებული წვდომისგან და გაყალბებისგან.
საქართველოს მიერ გაცემული პირადობის ელექტრონული მოწმობა (ID ბარათი) და ახალი თაობის ბიომეტრიული პასპორტი მომხმარებლის მონაცემებს შეიცავენ ICAO 9303 სტანდარტის მიხედვით. შესაბამისად, მათი ამოკითხვა შესაძლებელია იმ პროგრამული უზრუნველყოფით, რომლებიც ამ სტანდარტს უჭერენ მხარს.
JMRTD არის ერთ-ერთი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც ICAO 9303 სტანდარტის დოკუმენტების წაკითხვა შეუძლია.
Info | ||
---|---|---|
| ||
განსხვავებით ID ბარათისგან, საქართველოში გაცემული ბიომეტრიული პასპორტი შეიცავს მფლობელის თითის ანაბეჭდებს. ამ ინფორმაციის განსაკუთრებული მგრძნობიარობიდან გამომდინარე, ანაბეჭდების წაკითხვა უბრალო წამკითხველი მოწყობილობებით შეუძლებელია. ამის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ წამკითხველებს (მაგ. ტურნიკეტს თბილისის აეროპორტში) აქვს. |
სანამ წაკითხვას შეუდგებოდეთ
იმისათვის რომ მოახერხოთ პასპორტის ან ID ბარათის შიგთავსის წაკითხვა, აუცილებელია თქვენს კომპიუტერს შეუერთოთ წამკითხველი მოწყობილობა. გაითვალისწინეთ რომ თუკი ბიომეტრიული პასპორტის წაკითხვას აპირებთ, თქვენ დაგჭირდებათ მოწყობილობა უკონტაქტო ინტერფეისით, რადგანაც პასპორტს, ID ბარათისგან განსხვავებით არ გააჩნია კონტაქტები. ID ბარათის შემთხვევაში ორივე ტიპის წამკითხველი გამოსადეგია.
ამასთან ერთად თქვენ რასაკვირველია დაგჭირდებათ JMRTD-ს ინსტალაცია თქვენს კომპიუტერზე. Windows ოპერაციულ სისტემაში ინსტალაციისათვის იხილეთ ინსტრუქცია.
დოკუმენტის წაკითხვა
როგორც ID ბარათი, ისე ბიომეტრიული პასპორტი დაცულია არასანქცირებული წაკითხვისგან ე.წ. BAC (Basic Access Control) მეთოდით. ეს მეთოდი ითვალისწინებს შემდეგს: იმისათვის რომ თქვენი დოკუმენტის წაკითხვა შესძლოს, წამკითხველს ესაჭიროება იცოდეს შემდეგი ინფორმაცია:
- დოკუმენტის ნომერი
- მფლობელის დაბადების თარიღი
- მოწმობის ვადის გასვლის თარიღი
JMRTD-ს ესაჭიროება ამ ინფორმაციის ხელით შეტანა რათა მან მოახერხოს წვდომა დანარჩენ ინფორმაციაზე.
Note |
---|
აეროპორტებსა და სხვა სპეციალიზებულ ადგილებში ამ მიზნით სპეციალური წამკითხველი მოწყობილობები დგას, რომლებიც ჯერ ვიზუალური სკანირებით კითხულობენ აღნიშნულ ინფორმაციას, მოქალაქის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტიდან. ხოლო ამის შემდეგ უკავშირდებიან დოკუმენტს ელექტრონულად და კითხულობენ დანარჩენ ინფორმაციას. |
შედარებისათვის, ID ბარათზე დამატებით (არასტანდარტულად) რეალიზებულია ინფორმაციაზე წვდომა იმ შემთხვევაში თუ ბარათის მფლობელი თავის PIN კოდს აკრეფს. ამ მეთოდით მუშაობს ID ბარათების მართვის პროგრამა eID Card Tool
BAC ინფორმაციის შეყვანა
პროგრამის მთავარ ფანჯარაში დააჭირეთ "Add BAC entry" ღილაკს. გამოტანილ "Doc.nr" ველში შეიყვანეთ დოკუმენტის (ბარათის სერიული , პასპორტის) ნომერი , "DoB" ველში შეიყვანეთ დაბადების თარიღი , "DoE" ველში შეიყვანეთ ბარათის დოკუმენტის მოქმედების ვადა და დააჭირეთ "OK" ღილაკს :
ღილაკზე დაჭერის შემდეგ თქვენი ბარათის მონაცემები დაემატება პროგრამას :
შემდეგ მოათავსეთ ბარათი წამიკთხველში . ეს ინფორმაცია დაემატება სიაში მთავარ გვერდზე. ისე, როგორც ქვემოთ მოცემულ სურათებზეა ნაჩვენები
Section | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
გაითვალისწინეთ რომ თუ რამდენიმე საბუთი გაქვთ, ამ მეთოდით შეგიძლიათ დაამატოთ ინფორმაცია ყველა მათგანზე და შემდეგ წაიკითხოთ
ინფორმაციის ამოკითხვა
შემდეგ მოათავსეთ დოკუმენტი წამიკთხველში ან წამკითხველზე და მენიუდან Tool-ს ამოირჩიეთ Reload Card :
ღილაკზე დაჭერის შემდეგ პროგამაში ჩაიტვირთება ბარათძე ჩატვირთული მონაცემები :
ფორმაში 2-ზე დაჭერის შემდეგ შეგეძლებათ თქვენი ხელმოწერის ნიმუშის ნახავა :
ასევე "view"-დან შესაძელებლია ბარათზე დატანილი სხვადასხვა ინფორმაციების ნახვა , მაგალითად მასზე დატანილი სერთიფიკატების :
. პროგრამა დაიწყებს დოკუმენტის დამუშავებას და ცოტა ხანში მასში ჩაიტვირთება დოკუმენტის მონაცემები
Section | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
პროგრამაში ნავიგაციით თქვენ შესძლებთ ნახოთ თქვენი ხელმოწერის ნიმუში და სხვა ინფორმაცია - ყველაფერი, რაც თქვენს შესახებ დოკუმენტზე წერია.
Warning | ||
---|---|---|
| ||
ბიომეტრიულ პასპორტს, თავისი დიდი ზომებიდან გამომდინარე, წამკითხველზე სპეციალური მეთოდით სჭირდება მოთავსება. წამკითხველზე უნდა დაადოთ პასპორტი გაშლილ მდგომარეობაში. კერძოდ კი გვერდი ნომერი 03 (შენიშვნები/remarks) იმგვარად რომ წამკითხველი მოწყობილობის ზედაპირი მთლიანად დაიფაროს. |
დოკუმენტის ნამდვილობის შემოწმება
MRTD დოკუმენტების მთავარი უპირატესობა ისაა რომ მათი ნამდვილობის შემოწმება ელექტრონულად არის შესაძლებელი.
JMRTD-ს შეუძლია შეამოწმოს, დოკუმენტი ნამდვილად ავტორიზებული ორგანოს მიერ არის გაცემული თუ არა. ამისათვის ის ამოწმებს აღნიშნული ავტორიზებული ორგანოს ციფრულ ხელმოწერას დოკუმენტზე დატანილ ინფორმაციაზე.ამისათვის მას მოჰყვება მრავალი ქვეყნის გამცემი ორგანოების შესამოწმებელი მონაცემები. თუმცა მათ რიცხვში საქართველო სტანდარტულად არ არის.
Info | ||
---|---|---|
| ||
როგორც ცნობილია, საქართველოში პასპორტებისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობების გაცემას ახორციელებს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. სწორედ მისი შესამოწმებელი ინფორმაციის ჩამატება იქნება საჭირო ხელით, რათა დოკუმენტის უტყუარობა ელექტრონულად დადასტურდეს. |
საქართველოში გაცემული დოკუმენტების ნამდვილობის შემოწმების დამატება JMRTD-ში
Info |
---|
ინსტრუქცია მზადების პროცესშია. გთხოვთ მოგვიანებით გვეწვიოთ |