ზოგადი ინფორმაცია
თქვენ ID ბარათთან ერთად გადმოგეცათ სპეციალური კონვერტი, რომელშიც ინახება ელექტრონული სერვისებისათვის საჭირო PIN კოდები. კონვერტში მოთავსებულია 3 კოდი:
- საიდენტიფიკაციო PIN კოდი (PIN1) - მისი დანიშნულებაა საინფორმაციო სისტემებში მომხმარებლის იდენტიფიცირება;
- სატრანსპორტო PIN კოდი (PIN2) - მისი საშუალებით მომხმარებელს შეუძლია დააყენოს ელექტრონული ხელმოწერის PIN კოდი (PIN3);
- განბლოკვის PUK კოდი – მისი დანიშნულებაა დაბლოკილი იდენტიფიკაციისა და ციფრული ხელმოწერის PIN (PIN3) კოდების განბლოკვა და დავიწყებული საიდენტიფიკაციო PIN (PIN1) კოდის თავიდან დაყენება.
პინების დაკარგვის შემთხვევაში შესაძლებელია განახლება. განახლებული PIN კოდები პირველად გაცემული PIN კოდებისგან განსხვავებულია:
პინ კოდები | პირველადი | განახლებული |
PIN1 | 4 ციფრი | 6 ციფრი |
PIN2 | 5 ციფრი | 8 ციფრი |
PIN3 | 6 ციფრი | მინიმუმ 6 ციფრი |
PUK | 8 ციფრი | 8 ციფრი |
ჩანართიდან [PIN კოდების მართვა] (ბ) შესაძლებელია ბარათის PIN კოდის, ხელმოწერის PIN კოდის და PUK კოდის მართვა.
სურ. 13
ბარათის PIN კოდი
ბარათის PIN კოდის მართვის მიზნით გააქტიურეთ ჩანართი [ბარათის PIN კოდი](1).
გამოჩნდება ბარათის PIN კოდის შესახებ ინფორმაცია (ა):
- [სტატუსი] - ბარათის PIN კოდის სტასუსი;
- [დარჩენილი მცდელობა] - PIN1-ის არასწორად გამოყენების დარჩენილი მცდელობების რაოდენობა.
სურ. 14
ბარათის PIN კოდის შეცვლა
ბარათის PIN კოდის შეცვლის მიზნით დააჭირეთ ღილაკს [შეცვლა].
სურ. 15
გამოსულ ფანჯარაში შეიყვანეთ:
- მიმდინარე საიდენტიფიკაციო PIN კოდი (PIN1) (2);
- ახალი საიდენტიფიკაციო PIN კოდი (PIN1) (3);
- დაადასტურეთ ახალი საიდენტიფიკაციო PIN კოდი (PIN1) (4);
- დააჭირეთ ღილაკს [დადასტურება] (5).
სურ. 16
პროცესის წარმატებით დასრულებისას გამოვა შესაბამისი შეტყობინება.
სურ. 17
ხელმოწერის PIN კოდის გააქტიურება
ხელმოწერის PIN კოდის გააქტიურების მიზნით გადადით ჩანართში [ხელმოწერის PIN კოდი](1) და დააჭირეთ ღილაკს [გააქტიურება](2).
სურ. 18
გამოსულ ფანჯარაში შეიყვანეთ:
- სატრანსპორტო PIN კოდი (PIN2) (3);
- ახალი ელექტრონული ხელმოწერის PIN კოდი (PIN3) (4);
- დაადასტურეთ ახალი ელეტროული ხელმოწერის PIN კოდი (PIN3) (5);
- დააჭირეთ ღილაკს [დადასტურება] (6).
სურ. 19
პროცესის წარმატებით დასრულებისას გამოვა შესაბამისი შეტყობინება.
სურ. 20
ხელმოწერის PIN კოდის შეცვლა
ხელმოწერის PIN კოდის შეცვლის მიზნით გააქტიურეთ ჩანართში [ხელმოწერის PIN კოდი](1) და დააჭირეთ ღილაკს [შეცვლა] (2).
სურ. 21
გამოსულ ფანჯარაში შეიყვანეთ:
- მიმდინარე ელექტრონული ხელმოწერის PIN კოდი (PIN3) (2);
- ახალი ელექტრონული ხელმოწერის PIN კოდის (PIN3) (3);
- დაადასტურეთ ახალი ელექტრონული ხელმოწერის PIN კოდი (PIN3) (4);
- დააჭირეთ ღილაკს [დადასტურება] (5).
სურ. 22
პროცესის წარმატებით დასრულებისას გამოვა შესაბამისი შეტყობინება.
სურ. 23
PUK კოდი
PUK კოდის მართვის მიზნით გააქტიურეთ ჩანართი [PUK კოდი].
გამოჩნდება PUK კოდის შესახებ ინფორმაცია (ა):
- [სტატუსი] - PUK კოდის სტატუსი;
- [დარჩენილი მცდელობა] – PUK კოდის არასწორად გამოყენების დარჩენილი მცდელობების რაოდენობა;
- [დარჩენილი რაოდენობა] - PUK კოდის გამოყენების დარჩენილი რაოდენობა.
სურ. 24
PUK კოდის 3-ჯერ არასწორად გამოყენების შემთხვევაში დაიბლოკება და [სტატუსი] გახდება დაბლოკილია.
ბარათის PIN კოდის განბლოკვა და აღდგენა
ბარათის PIN კოდის არასწორად აკრეფვის შემთხვევაში გამოვა შეტყობინების ფანჯარა.
სურ. 25
ბარათის PIN კოდი დაიბლოკება მისი არასწორად აკრეფის სამი მცდელობის შემდეგ და გამოვა შესაბამისი ფანჯარა.
სურ. 26
თუ დაგებლოკათ ბარათის საიდენტიფიკაციო PIN კოდი, მისი განბლოკვა შესაძლებელია. ამისათვის პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალურ პროგრამაში გააქტიურეთ ჩანართი [ბარათის PIN კოდი] (1) და დააჭირეთ ღილაკს [განბლოკვა] (2).
სურ. 27
გამოსულ ფანჯარაში შეიყვანეთ:
- განბლოკვის PUK კოდი (3);
- ახალი საიდენტიფიკაციო PIN კოდი (PIN1) (4);
- დაადასტურეთ ახალი საიდენტიფიკაციო PIN კოდი (PIN1) (5);
და დააჭირეთ ღილაკს [დადასტურება] (6).
სურ. 28
პროცესის წარმატებით დასრულებისას გამოვა შესაბამისი შეტყობინება.
სურ. 29
ხელმოწერის PIN კოდის განბლოკვა
ხელმოწერის PIN კოდის არასწორად აკრეფვის შემთხვევაში გამოვა შეტყობინების ფანჯარა.
სურ. 30
ხელმოწერის PIN კოდი დაიბლოკება მისი არასწორად აკრეფის სამი მცდელობის შემდეგ და გამოვა შესაბამისი ფანჯარა.
სურ. 31
თუ დაგებლოკათ ხელმოწერის PIN კოდი, მისი განბლოკვა შესაძლებელია. ამისათვის პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალურ პროგრამაში გააქტიურეთ ჩანართი [ხელმოწერის PIN კოდი] (1) და დააჭირეთ ღილაკს [განბლოკვა] (2).
სურ. 32
გამოსულ ფანჯარაში შეიყვანეთ:
- განბლოკვის PUK კოდი (3);
- დააჭირეთ ღილაკს [დადასტურება] (4).
სურ. 33
პროცესის წარმატებით დასრულებისას გამოვა შესაბამისი შეტყობინება.
სურ. 34