პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალურ პროგრამაში შესაძლებელია ციფრული ხელმოწერის ვიზუალიზაცია. ამისათვის, ციფრული ხელმოწერის ფანჯარაში ხელმოსაწერი ფაილის არჩევის შემდეგ მონიშნეთ საკონტროლო ფანჯარა [ვიზუალური ხელმოწერა] (1) და დააჭირეთ ღილაკს [ხელმოწერა] (2). გაიხსნება ხელმოწერის ვიზუალური დატანის ფანჯარა, დოკუმენტის შიგთავსით.
სურ. 1
ფანჯარაში მაუსის საშუალებით მონიშნეთ ადგილი (3), სადაც გსურთ ხელმოწერის დატანა და დააჭირეთ ღილაკს [ხელმოწერა] (4).
სურ. 2
ამის შემდეგ პროგრამა მოგთხოვთ ელექტრონული ხელმოწერის PIN კოდის (PIN3) შეყვანას. ჩაწერეთ ხელმოწერის პინი (5) და დააჭირეთ ღილაკს [დადასტურება] (6).
სურ. 3
გამოსულ ფანჯარაში [არა] ღილაკის არჩევით პროგრამა დაიხურება, ხოლო თუ გსურთ ხელმოწერილი ფაილის დათვალიერება დააჭირეთ ღილაკს [დიახ] (7).
სურ. 4
გაიხსნება ხელმოწერილი დოკუმენტი, სადაც ვიზუალურად იქნება დატანილი ხელმოწერა (ა).
სურ. 5