Skip to end of metadata
Go to start of metadata

შტამპის შუალედური პროგრამის AWP Identity Manager საშუალებით შესაძლებელია შტამპის ბარათის ავთენტიფიკაციის PIN კოდის შეცვლა.

ამისათვის შტამპის ბარათი განათავსეთ ბარათის წამკითხველ მოწყობილობაში და გაუშვით შტამპის შუალედური პროგრამა AWP Identity Manager.

სურ. 1

გააქტიურეთ ჩანართი [Change password] (1). აირჩიეთ [User Password (PIN)] (2) და ველში [User password (PIN)] (3) შეიყვანეთ შტამპის ბარათის მოქმედი ავთენტიფიკაციის PIN კოდი. შემდეგ ველში [New User password (PIN)] (4) ჩაწერეთ ახალი ავთენტიფიკაციის PIN კოდი და მომდევნო ველში [New User password (PIN) confirmation] (5) გაიმეორეთ ახალი ავთენტიფიკაციის PIN კოდი. ცვლილების განხორციელების მიზნით დააჭირეთ ღილაკს [Change] (6).

სურ. 2

გამოვა შეტყობინება ცვლილების წარმატებით დასრულების შესახებ.

სურ. 3

იხ. ვიდეო-ინსტრუქცია

  • No labels